სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

საქართველოს ეროვნული ნაკრების სამზადისი კლაიპედაში (ვიდეო)

თარიღი: 2017 აგვისტო 03

საქართველოს ეროვნული ნაკრების ლიტვური შეკრება გრძელდება. ქალაქ კლაიპედაში, 31 ივლისს  ჩასული ჩვენი ერვონული გუნდი ევრობასკეტის მოსამზადებელ ციკლში მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო ტურნირში, რომელიც 4-5 აგვისტოს გაიმართება. მანამდე კი ილიას ზუროსის გაწვრთნილი საქართველოს ნაკრები კლაიპედის უნივერსიტეტის დარბაზში ვარჯიშობს. ილიას ზუროსი უფრო და უფრო მეტ ყურადღებას კომბინაციებზე ამახვილებს და იმ ტაქტიკას არჩევს, რომელსაც ჩვენი ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე დაეყრდნობა.

დღევანდელმა ვარჯიშმაც კომბინაციის გათამაშებაში ჩაიარა. შეგახსენებთ, რომ ეროვნული ნაკრები ლიტვის საერთაშორისო ტურნირის ფარგლებში 4 აგვისტოს ლატვიას შეხვდება, ხოლო მეორე ნახევარფინალში ლიტვა და პოლონეთი ითამაშებენ. ლატვიასთან შეხვედრა თბილისის დროით 17:45 საათზე დაიწყება.

www.gbf.ge

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2017 ოქტომბერი 13
ბერძენმა სპეციალისტმა, ილიას ზუროსმა საქართველოს კალათბურთის ფედერაციასთან ახალი ხელშეკრულება გააფორმა. მოგეხსენებათ, გასული ევრობასკეტის შემდეგ ზუროსს კონტრაქტი ამოეწურა და დღეს, ბერძენ სპეციალისტთან ახალი, 2-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა, რის განმავლობაშიც იგი საქართველოს ეროვნულ ნაკრებს მსოფლიოს 2019 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე გაწვრთნის.
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2017 სექტემბერი 27
1 ოქტომბერს საქართველოში საკალათბურთო სეზონი დუდუ დადიანის მემორიალით იხსნება.
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2017 სექტემბერი 20
19 სექტემბერს, თბილისის სპორტის სასახლეში საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის (BCL) პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი გაიმართა, სადაც საქართველოს ჩემპიონი თბილისის "დინამო" ესპანურ "ხუვენტუტს" დაუპისპირდა და 60:72 დამარცხდა.
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2017 სექტემბერი 15
საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგისა და ასაკობრივი ლიგების აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი ზაბახიძე ფიბას 2019 წლის მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ტურნირის გენდირექტორად დაინიშნა.
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2017 სექტემბერი 15
საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის საერთაშორისო ურთიერთობათა დირექტორი, ფიბას კომისარი მერაბ რატიშვილი ამიერიდან ფიბას ახალი პოზიციის - ფიბას ტექნიკური დელეგატის ლიცენზიის მფლობელია.