სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

კალათბურთი: ზაზა ფაჩულიამ NBA-ს ჩემპიონის თასი სპორტის სასახლეში გამოფინა

თარიღი: 2017 აგვისტო 08

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების კაპიტანმა ზაზა ფაჩულიამ NBA-ს ჩემპიონის თასი თბილისის სპორტის სასახლეში გამოფინა. ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული საკალათბურთო ჯილდოს ოფიციალურ წარდგენაზე უამრავმა ადამიანმა მოიყარა თავი.

ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების წევრები და ვეტერანი მოთამაშეები დაესწრნენ.

ზაზა ფაჩულიამ NBA-ს ჩემპიონის ტიტული „გოლდენ სტეიტ უორიორზის" შემადგენლობაში ივნისის დასაწყისში მოიგო. მისმა გუნდმა სუპერფინალურ სერიაში „კლივლენდ კეველიერსი" 4:1 დაამარცხა.

7 აგვისტოს ზაზა ფაჩულიას საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა უმასპინძლა. პრეზიდენტმა ფაჩულია ქართული კალათბურთის წინსვლასა და პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის ღირსების ორდენით დააჯილდოვა.

 

ფოტო - თამუნა ყულუმბეგაშვილი
სამინისტროს პრესსამსახური

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2017 აგვისტო 22
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები დღეს, გამთენიისას  ათენში გაემგზავრა, სადაც ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე დასკვნით მოსამზადებელ ეტაპს გაივლის.  
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2017 აგვისტო 21
საქართველოს 16-წლამდელ კალათბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონის მე-3 ადგილისთვის მატჩში დიდი ბრიტანეთის ნაკრებს დრამატულ ბრძოლაში, ქულის სხვაობით 64:63 მოუგო და ბრინჯაოს მედალთან ერთად მოიგო გაცილებით ძვირფასი ტიტული - ელიტარული, A დივიზიონის საგზური!
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2017 აგვისტო 18
საქართველოს 16-წლამდელ კალათბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონის ნახევარფინალშია! ეს კი იმას ნიშნავს, რომ ბუბა ბერიშვილის გაწვრთნილ გუნდს ერთი ნაბიჯი აკლია ელიტარულ, A დივიზიონში გადასვლამდე.
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2017 აგვისტო 03
საქართველოს ეროვნული ნაკრების ლიტვური შეკრება გრძელდება. ქალაქ კლაიპედაში 31 ივლისს ჩასული ჩვენი ერვონული გუნდი ევრობასკეტის მოსამზადებელ ციკლში მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო ტურნირში, რომელიც 4-5 აგვისტოს გაიმართება. 
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2017 ივლისი 28
დღეს საკალათბურთო ეროვნული ნაკრების ოფიციალური ფანკლუბი დაფუძნდა. ღონისძიებას ნაკრების ყოფილი მოთამაშეები, სპორტული ფედერაციების წარმომადგენლები და გულშემატკივრები დაესწრნენ.