სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

კალათბურთი: 16-წლამდელთა ნაკრები B დივიზიონის ნახევარფინალშია

თარიღი: 2017 აგვისტო 18


საქართველოს 16-წლამდელ კალათბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონის ნახევარფინალშია! ეს კი იმას ნიშნავს, რომ ბუბა ბერიშვილის გაწვრთნილ გუნდს ერთი ნაბიჯი აკლია ელიტარულ, A დივიზიონში გადასვლამდე.

საქართველოს ნაკრებმა ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა და მეოთხედფინალში გავიდა, სადაც ჩეხეთის ნაკრები დაამარცხა და ნახევარფინალის საგზური მოიპოვა. სლავთა ნაკრები, რომელმაც C ჯგუფში წაუგებლად პირველი ადგილი დაიკავა, ჯვარედინი სისტემის თანახმად საქართველოს შეხვდა, თუმცა გამართულად მოთამაშე ჩვენი გუნდის წინააღმდეგ ვერაფერს გახდა.

ქართველებმა ჩეხებს ყველა სათამაშო კომპონენტში აჯობეს და საბოლოოდ ისე გაიმარჯვეს, მეტოქისთვის მცირედი შანსიც არ მიუციათ. ჩვენმა გუნდმა პირველი პერიოდი 16:7 მოიგო, ხოლო მეორეში 19:18 იმარჯვა და დიდ შესვენებაზე 10-ქულიანი ლიდერობით გავიდა. ყველაფერი მესამე პერიოდის ბოლოს გადაწყდა, რომელიც საქართველომ 17:9 მოიგო და გადამწყვეტი მეოთხედის წინ 18 ქულით დაინაურდა.

საბოლოოდ ქართველებმა 65:51 მოიგეს და ნახევარფინალის საგზური მოიპოვეს, სადაც ბელგიის ანალოგიური ანგარიშით - 65:51 მძლეველ ჰოლანდიის ნაკრებს შეხვდებიან.

ჩეხეთთან მატჩში საქართველოს 16 ქულით რატი ანდრონიკაშვილმა ულიდერა. 14-14 ქულით ირაკლი სულხანიშვილი და გიორგი ჭეიშვილი გამოირჩნენ. 10 ქულა და 10 მოხსნა მიითვალა ლაშა მიქელაძემ, ვოვა თავაქარაშვილის ანგარიშზე კი 7 ქულა და 16 მოხსნა დაგროვდა.

საქართველოს ნაკრები ნახევარფინალში ჰოლანდიას შევხდება. მატჩი დღეს, თბილისის დროით 20:30 საათზე გაიმართება. მეორე ნახევარფინალში ერთმანეთს საბერძნეთი და დიდი ბრიტანეთი შეხვდებიან.

16-წლამდელთა ნაკრების შედეგები:
1
0 აგვისტო, 2017. ევროპის ჩემპიონატი, B დივიზიონი - D ჯგუფი. ბულგარეთი, სოფია, არენა არმეეც II
88:53 მაკედონია
საქართველო:
ნიკა გურგენიძე, რატი ანდრონიკაშვილი (15 ქულა), საბა გიგიბერია, გიორგი ჭეიშვილი (3), გიგი ტაბაღუა (4), ზურაბ ვაშაკიძე (11), ირაკლი სულხანიშვილი (15), ვლადიმერ თავაქარაშვილი (5), ალექსანდრე მერკვილაძე (11), ბიძინა ფეიქრიშვილი (3), ბექა ბექაია (3), ლაშა მიქელაძე (კაპ) (18)
მწვრთნელი: ბუბა ბერიშვილი
მსაჯები:
იგორ დემენკოვი (რუსეთი), პერ-კრისტიან ლარსენი (ნორვეგია), მილენ ცვეტკოვი (ბულგარეთი)

1
1 აგვისტო, 2017. ევროპის ჩემპიონატი, B დივიზიონი - D ჯგუფი. ბულგარეთი, სოფია, უნივერსიადა
58:85 დიდი ბრიტანეთი
საქართველო:
ნიკა გურგენიძე (2), რატი ანდრონიკაშვილი (3), საბა გიგიბერია (2), გიორგი ჭეიშვილი, გიგი ტაბაღუა (11), ზურაბ ვაშაკიძე (2), ირაკლი სულხანიშვილი (13), ვლადიმერ თავაქარაშვილი (5), ალექსანდრე მერკვილაძე (2), ბიძინა ფეიქრიშვილი, ბექა ბექაია (6), ლაშა მიქელაძე (კაპ) (12)
მწვრთნელი:
ბუბა ბერიშვილი
მსაჯები:
იანუშ ჩალიკი (პოლონეთი), ფლორინ გრიგორასი (რუმინეთი), კარლოს პერალტა (ეკვადორი)

1
2 აგვისტო, 2017. ევროპის ჩემპიონატი, B დივიზიონი - D ჯგუფი. ბულგარეთი, სოფია, ტრიადიცა
80:59 პორტუგალია
საქართველო:
ნიკა გურგენიძე (4), რატი ანდრონიკაშვილი (4), საბა გიგიბერია, გიგი ტაბაღუა (5), ზურაბ ვაშაკიძე (9), ირაკლი სულხანიშვილი (17), ვლადიმერ თავაქარაშვილი (10), ალექსანდრე მერკვილაძე (6), ბიძინა ფეიქრიშვილი (2), ბექა ბექაია (7), ლაშა მიქელაძე (კაპ) (16)
მწვრთნელი:
ბუბა ბერიშვილი
მსაჯები:
ნიკოლაოს სომოსი (საბერძნეთი), ფლორინ გრიგორასი (რუმინეთი), მიროსლავ ტომოვი (ბულგარეთი)

14 აგვისტო
, 2017. ევროპის ჩემპიონატი, B დივიზიონი - D ჯგუფი. ბულგარეთი, სოფია, ტრიადიცა
77:38 ლუქსემბურგი
საქართველო:
ნიკა გურგენიძე (3), რატი ანდრონიკაშვილი (14), საბა გიგიბერია (4), გიორგი ჭეიშვილი (12), გიგი ტაბაღუა (3), ზურაბ ვაშაკიძე, ირაკლი სულხანიშვილი (6), ვლადიმერ თავაქარაშვილი, ალექსანდრე მერკვილაძე (13), ბიძინა ფეიქრიშვილი (9), ბექა ბექაია (3), ლაშა მიქელაძე (კაპ) (10)
მწვრთნელი:
ბუბა ბერიშვილი
მსაჯები:
იანუშ ჩალიკი (პოლონეთი), გენადი პონომარიოვი (რუსეთი), მილენ ცვეტკოვი (ბულგარეთი)

15 აგვისტო
, 2017. ევროპის ჩემპიონატი, B დივიზიონი - D ჯგუფი. ბულგარეთი, სოფია, არენა არმეეც II
77:48 კოსოვო
საქართველო: ნიკა გურგენიძე, რატი ანდრონიკაშვილი (14), საბა გიგიბერია (3), გიორგი ჭეიშვილი (13), გიგი ტაბაღუა (5), ზურაბ ვაშაკიძე (3), ირაკლი სულხანიშვილი (15), ვლადიმერ თავაქარაშვილი (8), ალექსანდრე მერკვილაძე (2), ბიძინა ფეიქრიშვილი, ბექა ბექაია (6), ლაშა მიქელაძე (კაპ) (8)
მწვრთნელი:
ბუბა ბერიშვილი
მსაჯები:
მარტინ ჰოროზოვი (ბულგარეთი), პიოტრ ივაშკოვი (ბელარუსი), პერ-კრისტიან ლარსენი (ნორვეგია)

17 აგვისტო
, 2017. ევროპის ჩემპიონატი, B დივიზიონი - 1/4-ფინალი. ბულგარეთი, სოფია, უნივერსიადა
65:51 ჩეხეთი
საქართველო:
რატი ანდრონიკაშვილი (16), საბა გიგიბერია (1), გიორგი ჭეიშვილი (14), გიგი ტაბაღუა, ზურაბ ვაშაკიძე, ირაკლი სულხანიშვილი (14), ვლადიმერ თავაქარაშვილი (7), ალექსანდრე მერკვილაძე, ბიძინა ფეიქრიშვილი, ბექა ბექაია (3), ლაშა მიქელაძე (კაპ) (10)
მწვრთნელი:
ბუბა ბერიშვილი
მსაჯები:
ზდრავკო რუტესიჩი (მონტენეგრო), გეორგიოს პურსანიდისი (საბერძნეთი), საიმონ ანსუორსი (დიდი ბრიტანეთი)

საქართველოს კალათბურთის ფედერაცია

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2017 დეკემბერი 21
ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის, NBA-ს მორიგი ტურის შეხვედრა ზაზა ფაჩულიას „გოლდენ სტეიტ უორიორსსა" და „მემფის გრიზლის" შორის ანსამბლ „შვიდკაცას" მიერ შესრულებული აშშ-ის ჰიმნით გაიხსნა.
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2017 დეკემბერი 11
20 დეკემბერს, "Oracle Arena"-ზე გასამართ  ნბა-ს რეგულარული ჩემპიონატის მატჩში, რომელშიც ერთმანეთს "გოლდენ  სტეიტი" და "მემფისი" დაუპირისპირდებიან ზაზა ფაჩულიას სახელობის სათამაშო ~Bubble Head" დარიგდება.  
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2017 დეკემბერი 05
საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის „წლის წიგნის" პრეზენტაციას თბილისის „ივენთ ჰოლმა" უმასპინძლა. ქართული კალათბურთის საზოგადოება გაეცნო იმ საკალათბურთო ღონისძიებებს, რომლებსაც  კალათბურთის ფედერაციამ ორგანიზება გასული 4 წლის მანძილზე გაუწია. 
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2017 ნოემბერი 28
მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეორე მატჩში საქართველოს საკალათბურთო ნაკრები სტუმრად სერბეთს დაუპირისპირდა და ანგარიშით 105:87 დამარცხდა.
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2017 ნოემბერი 14
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირისთვის მზადება დაიწყო. მთავარმა მწვრთნელმა, ილიას ზუროსმა 24 კანდიდატი დაასახელა, რომელთაგან ნოემბრის საკვალიფიკაციო მატჩებისთვის 12-ს შეარჩევს