სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

კალათბურთელთა ნაკრების ექიმი თეიმურაზ ხვედელიძე ზაზა ფაჩულიას ტრამვის სიმძიმეს აფასებს

თარიღი: 2017 აგვისტო 22

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები დღეს, გამთენიისას  ათენში გაემგზავრა, სადაც ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე დასკვნით მოსამზადებელ ეტაპს გაივლის. ილიას ზუროსის გუნდი 23-25 აგვისტოს "აკროპოლისის თასზე" ითამაშებს.

ტურნირზე ქართველი კალათბურთელები დაუპირისპირდებიან საბერძნეთის (23 აგვისტო), სერბეთის (24 აგვისტო) და იტალიის (25 აგვისტო) ნაკრებებს. საბერძნეთიდან საქართველოს ნაკრები ისრაელში გადაინაცვლებს და 31 აგვისტოს ევრობასკეტის პირველ შეხვედრას გამართავს ლიტვის ნაკრებთან, რომელიც ჩვენი ჯგუფის და ჩემპიონატის ერთი-ერთი ფავორიტია. საბერძნეთში გამგზავრებამდე ერთ-ერთ ვარჯიშზე დაშავდა ნაკრების კაპიტანი ზაზა ფაჩულია, რომელმაც ფეხი გადაიბრუნა და ათენში გასამართ ტურნირში მონაწილეობას ვერ მიიღებს.

ფაჩულიას ტრამვის შესახებ კომენტარი გააკეთა ნაკრების ექიმმა თეიმურაზ ხვედელიძემ, რომელიც კალათბურთის ფედერაციის პრესსამსახურს ესაუბრა. სამედიცინო შემოწმების შემდეგ დადგინდა, რომ ტრავმა საშუალო სიმძიმისაა, მაგრამ კალათბურთელს ერთი კვირის განმავლობაში სარეაბილიტაციო კურსის გავლა მოუწევს, რათა ევრობასკეტის მატჩებს მზადყოფნაში შეხვდეს.

სამინისტროს პრესსამსახური
ვიდეო - კალათბურთის ფედერაციის პრესსამსახური

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2017 დეკემბერი 21
ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის, NBA-ს მორიგი ტურის შეხვედრა ზაზა ფაჩულიას „გოლდენ სტეიტ უორიორსსა" და „მემფის გრიზლის" შორის ანსამბლ „შვიდკაცას" მიერ შესრულებული აშშ-ის ჰიმნით გაიხსნა.
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2017 დეკემბერი 11
20 დეკემბერს, "Oracle Arena"-ზე გასამართ  ნბა-ს რეგულარული ჩემპიონატის მატჩში, რომელშიც ერთმანეთს "გოლდენ  სტეიტი" და "მემფისი" დაუპირისპირდებიან ზაზა ფაჩულიას სახელობის სათამაშო ~Bubble Head" დარიგდება.  
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2017 დეკემბერი 05
საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის „წლის წიგნის" პრეზენტაციას თბილისის „ივენთ ჰოლმა" უმასპინძლა. ქართული კალათბურთის საზოგადოება გაეცნო იმ საკალათბურთო ღონისძიებებს, რომლებსაც  კალათბურთის ფედერაციამ ორგანიზება გასული 4 წლის მანძილზე გაუწია. 
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2017 ნოემბერი 28
მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეორე მატჩში საქართველოს საკალათბურთო ნაკრები სტუმრად სერბეთს დაუპირისპირდა და ანგარიშით 105:87 დამარცხდა.
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2017 ნოემბერი 14
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირისთვის მზადება დაიწყო. მთავარმა მწვრთნელმა, ილიას ზუროსმა 24 კანდიდატი დაასახელა, რომელთაგან ნოემბრის საკვალიფიკაციო მატჩებისთვის 12-ს შეარჩევს