სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები აკროპოლისის თასზე საბერძნეთს, სერბეთსა და იტალიას შეხვდება

თარიღი: 2017 აგვისტო 23

დღეს საქართველოს ნაკრები „აკროპოლისის თასზე" პირველ მატჩს გამართავს. ილიას ზუროსის გუნდის მეტოქე მისივე მშობლიური - საბერძნეთის ეროვნული გუნდი იქნება, რომელსაც 2011 წლის ევრობასკეტზე წვრთნიდა.

საბერძნეთისა და საქართველოს მატჩი ადგილობრივი დროით 21:00 საათზე დაიწყება, შესაბამისად, ამ გუნდების ვარჯიშიც წინა დღეს, 21 აგვისტოს ამ დროსთან ახლოს დაიგეგმა. ილიას ზუროსის გუნდმა ბერძნების შემდეგ - 21:30 საათზე ივარჯიშა ათენის ოლიმპიურ (O.A.K.A.) დარბაზში.

მოედანზე შესასვლელთან ერთმანეთს ბერძენი და ქართველი კალათბურთელები შეხვდნენ და გულთბილად მოიკითხეს ერთმანეთი. ყველაზე მეტი ახლობელ-მეგობარი გიორგი შერმადინმა გამონახა, რომელსაც არა მხოლოდ კალათბურთელები მიესალმნენ თბილად, არამედ O.A.K.A-ს მომსახურე პერსონალი და მწვრთნელები. ამ დარბაზში თამაშობს ათენის „პანათინაიკოსი", სადაც შერმადინი 2008-10 წლებში თამაშობდა და 2009-ში ევროლიგის ჩემპიონიც გახდა.

შერმადინს თანასის ადეტოკუმბო, იანის ბურუსისი, გეორგიოს პრინტეზისი, კოსტას პაპანიკოლაუ და სხვანი მიესალმნენ. ასევე თორნიკე შენგელიამ და ვიქტორ სანიკიძემ მოინახულეს ყოფილი თანაგუნდელები, რის შემდეგაც საქართველოს ნაკრების ვარჯიშიც დაიწყო.

O.A.K.A-ას დარბაზის თვალუწვდენელი ტრიბუნები ვარჯიშზე, ცხადია, ცარიელი იყო, თუმცა არც მატჩზე იგეგმება მათი შევსება. როგორც ილიას ზუროსმა განაცხადა, ბერძენთა სუპერვარსკვლავის - იანის ადეტოკუმბოს გამოკლებამ ხალხის ინტერესი მნიშვნელოვნად გაანელა და ბილეთები ისე დატაცებაზე არაა.

ილიას ზუროსმა ნაკრები დიდად არ დატვირთა. ძირითადად ორმხრივად ათამაშა და ცალ ფარში კომბინაციები დაამუშავებინა. ზაზა ფაჩულიამ მცირე ხანს ბურთი ისროლა, თუმცა სავარჯიშო ფორმა არ ჩაუცვამს და არც გუნდთან ერთად უვარჯიშია. კაპიტნის მდგომარეობა უკეთესობისკენ მიდის და დაგეგმილ დროში ის ვარჯიშს განაახლებს.

ჩვენი დღევანდელი მეტოქე საბერძნეთის შემადგენლობაში 14 მოთამაშეა:

ნიკ კალატესი (პანათინაიკოსი)
იანის ბურუსისი (ჟეიანგ ლაიონსი, ჩინეთი)
კოსტას სლუკასი (ფენერბაჰჩე, თურქეთი)
ნიკოს პაპასი (პანათინაიკოსი)
იანულის ლარენცაკისი (აეკ)
გიორგოს პაპაიანისი (საკრამენტო კინგსი, აშშ)
გიორგოს პრინტეზისი (ოლიმპიაკოსი)
კოსტას პაპანიკოლაუ (ოლიმპიაკოსი)
ვაგელის მანცარისი (ოლიმპიაკოსი)
დიმიტრის აგრავანისი (ოლიმპიაკოსი)
იანის პაპაპეტრუ (ოლიმპიაკოსი)
გიორგოს ბოგრისი (ოლიმპიაკოსი)
თანანის ადეტოკუმბო (პანათინაიკოსი)
კოსტანტინოს მიტოღლუ (პანათინაიკოსი)

მთავარი მწვრთნელი: კოსტას მისასი

საბერძნეთისა და საქართველოს მატჩი თბიისის დროით 22:00 საათზე დაიწყება და მისი პირდაპირი ტრანსლაცია საზოგადოებრივი მაუწყებლითა დაგეგმილი.



WWW.GBF.GE

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2017 დეკემბერი 21
ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის, NBA-ს მორიგი ტურის შეხვედრა ზაზა ფაჩულიას „გოლდენ სტეიტ უორიორსსა" და „მემფის გრიზლის" შორის ანსამბლ „შვიდკაცას" მიერ შესრულებული აშშ-ის ჰიმნით გაიხსნა.
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2017 დეკემბერი 11
20 დეკემბერს, "Oracle Arena"-ზე გასამართ  ნბა-ს რეგულარული ჩემპიონატის მატჩში, რომელშიც ერთმანეთს "გოლდენ  სტეიტი" და "მემფისი" დაუპირისპირდებიან ზაზა ფაჩულიას სახელობის სათამაშო ~Bubble Head" დარიგდება.  
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2017 დეკემბერი 05
საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის „წლის წიგნის" პრეზენტაციას თბილისის „ივენთ ჰოლმა" უმასპინძლა. ქართული კალათბურთის საზოგადოება გაეცნო იმ საკალათბურთო ღონისძიებებს, რომლებსაც  კალათბურთის ფედერაციამ ორგანიზება გასული 4 წლის მანძილზე გაუწია. 
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2017 ნოემბერი 28
მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეორე მატჩში საქართველოს საკალათბურთო ნაკრები სტუმრად სერბეთს დაუპირისპირდა და ანგარიშით 105:87 დამარცხდა.
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2017 ნოემბერი 14
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირისთვის მზადება დაიწყო. მთავარმა მწვრთნელმა, ილიას ზუროსმა 24 კანდიდატი დაასახელა, რომელთაგან ნოემბრის საკვალიფიკაციო მატჩებისთვის 12-ს შეარჩევს