სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

კალათბურთი: საბერძნეთი 71:72 საქართველო

თარიღი: 2017 აგვისტო 24


საქართველოს ეროვნული ნაკრები საბერძნეთის დედაქალაქ ათენში აკროპოლისის თასის გათამაშებაში ჩაება. ილიას ზუროსის გაწვრთნილი გუნდის პირველი მეტოქე მასპინძელი საბერძნეთი გახლდათ. ქართველებმა ღირსეულად ითამაშეს ძლიერ მეტოქესთან და გაიმარჯვეს - 72:71.

საქართველოს ნაკრებს ჰქონდა კარგი მომენტები და ჰქონდა ჩავარდნები. ეს მატჩი უდაოდ ძალიან დადებითი იყო ჩვენი გუნდისთვის. ძლიერ მეტოქესთან, მისსავე მოედანზე ასე ღირსეულად ასპარეზობა ნამდვილი დასტურია იმისა, რომ ჩვენი ნაკრების მოსამზადებელი პერიოდი აღმავლობით მიმდინარეობს და როცა ევროპის ჩემპიონატამდე პროგრესს კიდევ განიცდის.

პირველი პერიოდის 10 ქულით (8:18) წაგების შემდეგ ილიას ზუროსის როტაციამ გაამართლა და ქართველებმა მეორე მეოთხედში მოახერხეს ჩამორჩენის მნიშვნელოვნად შემცირება. ფაქტობრივად შეუჩერებელი იყო გიორგი შერმადინი, რომელმაც პირველ ტაიმში 15 ქულა ჩააგდო, ხოლო მე-3 პერიოდში მას თორნიკე შენგელიამაც აუბა მხარი და ქართველებმა ლიდერობა მოიპოვეს. ზუროსის გუნდი 4 ქულით ორჯერ იგებდა - 41:37 და 47:43, თუმცა მესამე ათწუთეულის ბოლოს მხოლოდ ერთქულიანი ლიდერობა შერჩა - 53:52.

მეოთხე პერიოდი მასპინძლებმა შედეგიანად - 7:0 გაქცევით დაიწყეს და 59:53 დაწინააურდნენ. დაცვაში დაშვებული შეცდომების გამო ქართველები 9 ქულით - 56:65 ჩამორჩნენ, თუმცა მაინც არ გატყდნენ და მაიკლ დიქსონის, მანუჩარ მარკოიშვილის, თორნიკე შენგელიას და გიორგი შერმადინის მექულეობით ჩამორჩენა მატჩის დასრულებამდე 2 წუთით ადრე 2 ქულამდე შეამცირეს - 67:69.

დასკვნით წუთებში ქართველებმა მობილიზებულად ითამაშეს. თორნიკე შენგელიამ ჯერ მნიშვნელოვანი ორქულიანი ჩააგდო, შემდეგ გიორგი ცინცაძემ საფინალო სირენამდე რამდენიმე წამით ადრე დამაწინაურებელი სამიანი მიითვალა - 72:71.

ბოლო შეტევაში ქართველებმა კარგად დაიცვეს თავი და გიორგიოს პრინტეზისის აცილებული ბურთის მერე ქართველებმა გამარჯვება გაიფორმეს.

აღსანიშნავია, რომ 17-ათასიანი OAKA არენაში 3 ათასამდე მაყურებელი შეგროვდა, რომლებშიც ქართველები უმეტესობა არ იყვნენ, თუმცა შეძახილებით უფრო ომახიანად ამხნევებდნენ ჩვენებს, ვიდრე ბერძნები საკუთარ ნაკრებს. ქართველი ემიგრანტები მრავლად იყვნენ დარბაზში და ჩვენს გუნდს ერთგულებით თავი დაამახსოვრეს.

საქართველოს ნაკრები 24 აგვისტოს სერბეთის ეროვნულ გუნდს შეხვდება. მატჩი თბილისის დროით 19:45 საათზე დაიწყება.

23 აგვისტი, 2017. საერთაშორისო ტურნირი - აკროპოლისის თასი. საბერძნეთი, ათენი, OAKA არენა
72:71 საბერძნეთი
საქართველო:
მაიკლ დიქსონი (4 ქულა), ლაშა გამყრელიძე, ანატოლი ბოისა, გიორგი ცინცაძე (13), გიორგი შერმადინი (23), დუდა სანაძე (5), მანუჩარ მარკოიშვილი (კაპ, 13), მიხეილ ბერიშვილი, თორნიკე შენგელია (14), ბექა ბექაური, გოგა ბითაძე (4), ილია ლონდარიძე
მწვრთნელი:
ილიას ზუროსი (საბერძნეთი)

კალათბურთის ეროვნული ფედერაცია

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2017 დეკემბერი 21
ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის, NBA-ს მორიგი ტურის შეხვედრა ზაზა ფაჩულიას „გოლდენ სტეიტ უორიორსსა" და „მემფის გრიზლის" შორის ანსამბლ „შვიდკაცას" მიერ შესრულებული აშშ-ის ჰიმნით გაიხსნა.
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2017 დეკემბერი 11
20 დეკემბერს, "Oracle Arena"-ზე გასამართ  ნბა-ს რეგულარული ჩემპიონატის მატჩში, რომელშიც ერთმანეთს "გოლდენ  სტეიტი" და "მემფისი" დაუპირისპირდებიან ზაზა ფაჩულიას სახელობის სათამაშო ~Bubble Head" დარიგდება.  
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2017 დეკემბერი 05
საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის „წლის წიგნის" პრეზენტაციას თბილისის „ივენთ ჰოლმა" უმასპინძლა. ქართული კალათბურთის საზოგადოება გაეცნო იმ საკალათბურთო ღონისძიებებს, რომლებსაც  კალათბურთის ფედერაციამ ორგანიზება გასული 4 წლის მანძილზე გაუწია. 
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2017 ნოემბერი 28
მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეორე მატჩში საქართველოს საკალათბურთო ნაკრები სტუმრად სერბეთს დაუპირისპირდა და ანგარიშით 105:87 დამარცხდა.
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2017 ნოემბერი 14
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირისთვის მზადება დაიწყო. მთავარმა მწვრთნელმა, ილიას ზუროსმა 24 კანდიდატი დაასახელა, რომელთაგან ნოემბრის საკვალიფიკაციო მატჩებისთვის 12-ს შეარჩევს