სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველო სერბეთს, გერმანიას და ავსტრიას შეხვდება

თარიღი: 2017 აგვისტო 25

გუშინ ფიბა-მ კენჭისყრა გამართა, რომელმაც მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის ჯგუფებში გუნდები გაანაწილა. დავაზუსტებთ, რომ გასულ მაისს გამართულმა კენისყრამ მსოფლიოს შესარჩევი ტურნირისთვის გუნდები უკვე გაანაწილა, თუმცა ჯგუფებში რამდენიმე თავისუფალი ადგილი დარჩა იმ ნაკრებებისთვის, რომლებიც აგვისტოს დაგეგმილ დამატებით საკვალიფიკაციო ეტაპზე იმარჯვებდნენ.

ეს დამატებითი საკვალიფიკაციოც დასრულდა და გაირკვა იმ გუნდების ვინაობა, რომლებიც მსოფლიოს 2019 წლის საკვალიფიკციო ტურნირს დაემატნენ. გუშინდელმა კენჭისყრამაც ეს გუნდები ჯგუფებში გაანაწილა. საქართველოს ჯგუფში გერმანია, სერბეთი და 1 თავისუფალი ადგილი იყო. კენჭისყრის შედეგად სწორედ ეს თავისუფალი ადგილი დაიკავა ავსტრიამ და ჯგუფიც შეივსო.

სერბეთი, საქართველო, გერმანია და ავსტრია - ამ 4 ნაკრებიდან 2 წრის შემდეგ 3 საუკეთესო მომდევნო ეტაპზე გავა და გააგრძელებს ბრძოლას მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატზე მოსახვედრად.

კალენდარი

24 ნოემბერი, 2017: გერმანია - საქართველო

27 ნოემბერი, 2017: საქართველო - სერბეთი

22 თებერვალი, 2018: ავსტრია - საქართველო

25 თებერვალი, 2018: საქართველო - გერმანია

29 ივნისი, 2018: სერბეთი - საქართველო

2 ივლისი, 2018: საქართველო - ავსტრია



WWW.GBF.GE

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2017 დეკემბერი 21
ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის, NBA-ს მორიგი ტურის შეხვედრა ზაზა ფაჩულიას „გოლდენ სტეიტ უორიორსსა" და „მემფის გრიზლის" შორის ანსამბლ „შვიდკაცას" მიერ შესრულებული აშშ-ის ჰიმნით გაიხსნა.
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2017 დეკემბერი 11
20 დეკემბერს, "Oracle Arena"-ზე გასამართ  ნბა-ს რეგულარული ჩემპიონატის მატჩში, რომელშიც ერთმანეთს "გოლდენ  სტეიტი" და "მემფისი" დაუპირისპირდებიან ზაზა ფაჩულიას სახელობის სათამაშო ~Bubble Head" დარიგდება.  
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2017 დეკემბერი 05
საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის „წლის წიგნის" პრეზენტაციას თბილისის „ივენთ ჰოლმა" უმასპინძლა. ქართული კალათბურთის საზოგადოება გაეცნო იმ საკალათბურთო ღონისძიებებს, რომლებსაც  კალათბურთის ფედერაციამ ორგანიზება გასული 4 წლის მანძილზე გაუწია. 
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2017 ნოემბერი 28
მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეორე მატჩში საქართველოს საკალათბურთო ნაკრები სტუმრად სერბეთს დაუპირისპირდა და ანგარიშით 105:87 დამარცხდა.
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2017 ნოემბერი 14
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირისთვის მზადება დაიწყო. მთავარმა მწვრთნელმა, ილიას ზუროსმა 24 კანდიდატი დაასახელა, რომელთაგან ნოემბრის საკვალიფიკაციო მატჩებისთვის 12-ს შეარჩევს