სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

თელ ავივი ევროპირველობის მატჩების მისაღებად ემზადება

თარიღი: 2017 აგვისტო 27


(ევროპის ჩემპიონატის ბ-ჯგუფის თამაშებს თელ ავივის “ნოკია არენა“ უმასპინძლებს)

თელ ავივში ჩასული იოლად მიხვდები, რომ ქალაქი დიდი სპორტული შეჯიბრისთვის ემზადება - ქუჩებში შეგხვდება კალათბრუთის ევროპის ჩემპიონატის სარეკლამო ბანერები. მოსახლეობა ინფორმირებულია, კალათბურთთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე არავინ იბნევა - დიდიც და პატარაც ევროპირველობასთან დაკავშირებულ შეკითხვას თავდაჯერებით პასუხობს. სტუმარი ყველა ფეხის ნაბიჯზე იგრძნობს, რომ ქალაქი ევროპირველობის მოლოდინშია, რაც სულაც არ არის გასაკვირი - კალათბურთი ისრაელში გამორჩეულად უყვართ, აქ სპორტის ერთ-ერთ წამყვან სახეობად ითვლება.

ტურნირის მასპინძლებს ევროპული საზომებით საშუალო დონის ნაკრები ჰყავთ, რომლის ბირთვსაც "მაკაბის" და სხვა ადგილობრივი კლუბების კალათბურთელები წარმოადგენენ. "მაკაბი" ევროპული კალათბურთის გრანდია, ნებისმიერი გუნდისთვის ანგარიშგასაწევ ძალას წარმოადგენს და ხშირად თამაშობს ევროლიგის ოთხთა ფინალში. ნაკრების ლიდერი, კაპიტანი და მთავარი ვარსკვლავი ომრი კასპია, უმაღლესი დონის მოთამაშე, რომელიც ნბა-ში დასრულებული სეზონის შემდეგ "გოლდენ სტეიტში" გადავიდა და ზაზა ფაჩულიას თანაგუნდელი გახდა.

ცნობილი ამბავია - ადგილობრივი ქომაგები გამოირჩევიან განსაკუთრებული გულშემატკივრობით, რაც ისრაელის ნაკრებისთვის დამატებითი მოტივაცია იქნება. წესით, მაყურებელი არც საქართველოს ნაკრებს უნდა მოაკლდეს - ისრაელში 20 ათასამდე ქართველი ცხოვრობს.

თელ ავივში ჩამოსვლას და ნაკრების ქომაგობას საქართველოდანაც ბევრი ადამიანი აპირებს. საქართველოს ნაკრები თელ ავივში 29 აგვისტოს, ათენიდან ჩამოვა, სადაც დასკვნითი მოსამზადებელი ეტაპი გაიარა და "აკროპოლისის" თასის გამარჯვებული გახდა. ილიას ზუროსის გუნდმა ევროპული კალათბურთის ორი გრანდი - საბერძნეთი და სერბეთი დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატზე ხალისიანი განწყობით ჩადის.

ნაკრების ბანაკიდან კიდევ ერთი კარგი ამბავი ის არის, რომ გუნდის კაპიტანმა ვარჯიში დაიწყო  - ფაჩულიამ ჯერ კიდევ თბილისში, ვარჯიშის დროს მიღებული დაზიანების გამო "აკროპოლისის" ტურნირი გამოტოვა, თუმცა ნაკრების ექიმის თეიმურაზ ხვედელიძის მიერ დანიშნული რეაბილიტაციის პროცესი ნაყოფიერად წარიმართა და ზაზა ევროპირველობისთვის უკვე სრული დატვირთვით ვარჯიშობს.

ევროპირველობის ბ-ჯგუფის მატჩებს 31 აგვისტოდან თელ ავივის, "ნოკია არენა" უმასპინძლებს, რომელიც ოფიციალურად 1963 წელს გაიხსნა. ბოლო რეკონსტრუქციის შემდეგ კი, რომელიც 2008 წელს ჩაუტარდა 8800 მაყურებელს იტევს და ქალაქის მთავარი საკალათბურთო დარბაზია. არენაზე მისულს დარბაზის ირგვლივ საქმიანი ვითარება დამხვდა - საორგანიზაციო ჯგუფის წევრები ბოლო შტრიხებს აწესრიგებდნენ. ევროპის ჩემპიონატზე აკრედიტებული ჟურნალისტებისთვის გამოგზავნილ რეპორტში ეწერა, რომ თელ ავივში აკრედიტაციების გაცემა 27 აგვისტოდან დაიწყებოდა, თუმცა ეს პროცესი ერთი დღით გადაიდო და თელ ავივში ჩამოსული ჟურნალისტები კუთვნილ აკრედიტაციას ხვალიდან მიიღებენ.

ევროპირველობის გახნით მატჩში საქართველოს ნაკრების მეტოქე ლიტვა იქნება - ჩვენი ჯგუფის და ევროპირველობის ერთ-ერთი ფავორიტი, რომელიც ერთი თვის წინ საქართველოს ნაკრებმა ამხანაგურ შეხვედრაში დაამარცხა, თუმცა ეს შეხვედრა სერიოზული დასკვნების გასაკეთებლად არ გამოდგება. ვერც იმას ვიტყვით, რომ ზუროსის გუნდმა 2015 წლის ევროპირველობის მე-1/8-ფინალში განცდილი დრამატული მარცხისთვის რევანში აიღო. ის შეხვედრა ჩვენს მოთამაშეებს ჯერაც მწარედ ახსოვთ  - სრულფასოვანი რევანშის შანსი 31 აგვისტოს, ევროპის ჩემპიონატის პირველ შეხვედრაში მიეცემათ.

ლექსო მაისურაძე
სპეციალურად
msy.gov.ge-ისთვის თელ ავივიდან

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2017 დეკემბერი 21
ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის, NBA-ს მორიგი ტურის შეხვედრა ზაზა ფაჩულიას „გოლდენ სტეიტ უორიორსსა" და „მემფის გრიზლის" შორის ანსამბლ „შვიდკაცას" მიერ შესრულებული აშშ-ის ჰიმნით გაიხსნა.
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2017 დეკემბერი 11
20 დეკემბერს, "Oracle Arena"-ზე გასამართ  ნბა-ს რეგულარული ჩემპიონატის მატჩში, რომელშიც ერთმანეთს "გოლდენ  სტეიტი" და "მემფისი" დაუპირისპირდებიან ზაზა ფაჩულიას სახელობის სათამაშო ~Bubble Head" დარიგდება.  
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2017 დეკემბერი 05
საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის „წლის წიგნის" პრეზენტაციას თბილისის „ივენთ ჰოლმა" უმასპინძლა. ქართული კალათბურთის საზოგადოება გაეცნო იმ საკალათბურთო ღონისძიებებს, რომლებსაც  კალათბურთის ფედერაციამ ორგანიზება გასული 4 წლის მანძილზე გაუწია. 
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2017 ნოემბერი 28
მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეორე მატჩში საქართველოს საკალათბურთო ნაკრები სტუმრად სერბეთს დაუპირისპირდა და ანგარიშით 105:87 დამარცხდა.
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2017 ნოემბერი 14
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირისთვის მზადება დაიწყო. მთავარმა მწვრთნელმა, ილიას ზუროსმა 24 კანდიდატი დაასახელა, რომელთაგან ნოემბრის საკვალიფიკაციო მატჩებისთვის 12-ს შეარჩევს