სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ახალი მწვრთნელით და ამბიციებით ჩადის

თარიღი: 2017 აგვისტო 28


(ილიას ზუროსს ევროპის ჩემპიონატზე ბევრი საფიქრალი ექნება)

ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე 3 დღე დარჩა. ტურნირში მონაწილე გუნდებმა დანიშნულების ადგილზე ჩასვლა დაიწყეს. საქართველოს ნაკრები თელ ავივში 29 აგვისტოს ჩამოვა და ვარშიჯს "ნოკია არენაზე" გააგრძელებს. ეროვნული გუნდი მე-4 ევროპის ჩემპიონატისთვის ბერძენი ილიას ზუროსის თავკაცობით ემზადება. 2011, 2013 და 2015 წლის ევროპირველობაზე ჩვენს ნაკრებს სერბი იგორ კოკოშკოვი გაუძღვა, რომელმაც ქართული კალათბურთის ისტორიაში მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა  - საქართველოს ნაკრები ევროპის პირველობაზე 3-ჯერ ათამაშა.

ნაკრების სათავეში ილიას ზუროსი მოვიდა, რომელმაც 2017 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი დამაჯერებლად მოიგო და ფინალურ ეტაპამდე მოსამზადებელი ციკლი ნაკრებთან ერთად წარმატებით გაიარა. ზუროსმა მიმდინარე ზაფხულს ნაკრებს სამი საერთაშორისო ტურნირი მოაგებინა და ევროპული და მსოფლიოს კალათბურთის 3 გრანდი - ლიტვა, საბერძნეთი და სერბეთი დაამარცხა.

ვიღაც იტყვის, რომ მეტოქეები ოპტიმალური შემადგენლობით ვერ დაგვიპირისპირდნენ, მაგრამ ასე ჩვენც არ გვყავდა ვიქტორ სანიკიძე და ზაზა ფაჩულია, ასევე ბექა ბურჯანაძე, რომელიც სანიკიძის ტრამვის ფონზე ბევრს დაავიწყდა. არადა, ეს ბიჭი სათადარიგო სკამიდან თამაშში ჩართული გუნდისთვის ყოველთვის მნიშვნელოვან როლს ასრულებდა. ტრამვები ცალკე თემაა, საქართველოს ნაკრები მიჩვეულია ლიდერის გამოკლებას, წამყვანი მოთამაშის გარეშე თამაშს. მაგრამ, ძალიან რთული იქნება სანიკიძის შეცვლა, რაც კიდევ უფრო კარგად გამოჩნდება ოფიციალურ შეხვედრებში.

ვიქტორი შეუცვლელი ფიგურა იყო კოკოშკოვის ფორმაციის ნაკრებში და ასეა ახლაც, ზუროსის თავკაცობისას. მის სანაკრებო როლზე კარგად მეტყველებს სტატისტიკა, ის ყველაზე მეტ დროს ატარებდა მოედანზე და თითქმის არ ტოვებდა მოედანს ორმაგი დუბლის გარეშე. სანიკიძემ დიდი სამუშაო შეასრულა ბოლო შესარჩევ ციკლში და მონტენეგროში მოგებულ შეხვედრაში, საოცარი, გადამწყვეტი სამქულიანი ჩააგდო.

საქართველოს ნაკრების საევროპისჩემპიონატო შანსებზე საუბრისას გაორებული შეგრძნება გიჩნდება - ერთის მხრივ ტრამვირებული მოთამაშები სანიკიძე, ბურჯანაძე და ჯერაც რეაბილიტაციის პროცესში მყოფი ზაზა ფაჩულია და მეორეს მხრივ ახალი მწვრთნელი, ახალი ხედვებით და მიდგომებით, რომელმაც მოსამზადებელი ეტაპი მაღალ დონეზე წარმართა. ზუროსი ჩვენს ნაკრებს გაცილებით პრაგმატულ კალათბურთს ათამაშებს. ბევრად უკეთესი, ხისტი დაცვით.

ბერძენი მაქსიმალურად იყენებს მოცემულ რესურს. რა თქმა უნდა, რჩება მოკლე სათადარიგო სკამის პრობლემა, რაც მოედანზე შემოსული კალათბურთელების თამაშის დროს კარგად ჩანს შეტევაში, მაგრამ სამაგიეროდ არ ირევა დაცვა - გუნდი თავს კარგად იცავს ძირითადი და ასევე სათადარიგო ხუთეულით, რაც ცხადია ზუროსის დამსახურებაა.

ზუროსის აქტივში ჩავწეროთ კრიტიკულ სიტუაციებში გამოსავლის დროულად მოძებნა და შეხვედრის მიმდინარეობისას გუნდის გადაწყობაც, თამაშში დაბრუნება, რისი გაკეთებაც ძალიან უჭირდა იგორ კოკოშკოვს. გუნდში შენარჩუნებულია ძირითადი ბირთვი, რომელიც წლებია ნაკრებში ერთად თამაშობს და უდიდესი გამოცდილება დაუგროვდა. ნაკრებშია ნბა-ს ჩემპიონი ზაზა ფაჩულია, რომლის თამაშზეც ბევრი რამ იქნება დამოკიდებული.

მთლიანობაში საქართველოს ნაკრები თელ ავივში სერიოზული ამბიციებით ჩადის და ნებისმიერი ნაკრებისთვის ანგარიშგასაწევი ძალაა, რაც კარგად გამოჩნდა ამხანაგურ შეხვედრებში. დანარჩენს უშუალოდ ევროპის ჩემპიონატზე ვნახავთ. ფაქტია ჩვენს გუნდს აქვს რეალური შანსი საიმისოდ რომ ევროპის ჩემპიონატებზე აქამდე ნაჩვენები შედეგები გააუმჯობესოს.

ლექსო მაისურაძე
სპეციალურად msy.gov.ge-ისთვის თელ ავივიდან

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2017 დეკემბერი 21
ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის, NBA-ს მორიგი ტურის შეხვედრა ზაზა ფაჩულიას „გოლდენ სტეიტ უორიორსსა" და „მემფის გრიზლის" შორის ანსამბლ „შვიდკაცას" მიერ შესრულებული აშშ-ის ჰიმნით გაიხსნა.
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2017 დეკემბერი 11
20 დეკემბერს, "Oracle Arena"-ზე გასამართ  ნბა-ს რეგულარული ჩემპიონატის მატჩში, რომელშიც ერთმანეთს "გოლდენ  სტეიტი" და "მემფისი" დაუპირისპირდებიან ზაზა ფაჩულიას სახელობის სათამაშო ~Bubble Head" დარიგდება.  
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2017 დეკემბერი 05
საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის „წლის წიგნის" პრეზენტაციას თბილისის „ივენთ ჰოლმა" უმასპინძლა. ქართული კალათბურთის საზოგადოება გაეცნო იმ საკალათბურთო ღონისძიებებს, რომლებსაც  კალათბურთის ფედერაციამ ორგანიზება გასული 4 წლის მანძილზე გაუწია. 
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2017 ნოემბერი 28
მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეორე მატჩში საქართველოს საკალათბურთო ნაკრები სტუმრად სერბეთს დაუპირისპირდა და ანგარიშით 105:87 დამარცხდა.
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2017 ნოემბერი 14
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირისთვის მზადება დაიწყო. მთავარმა მწვრთნელმა, ილიას ზუროსმა 24 კანდიდატი დაასახელა, რომელთაგან ნოემბრის საკვალიფიკაციო მატჩებისთვის 12-ს შეარჩევს