სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

ილიას ზუროსმა 12 კაციანი შემადგენლობა დაასახელა

თარიღი: 2017 აგვისტო 29

საქართველოს ეროვნული ნაკრების ბერძენმა თავკაცმა ილიას ზუროსმა დაასახელა 12 მოთამაშე, რომელიც ევროპის ჩემპიონატზე ნაკრების ღირსებას დაიცავს. განაცხადშია ნაკრების კაპიტანი ზაზა ფაჩულია, რომელმაც ტრამვის შემდეგ რეაბილიტაციის პროსცესი გაიარა და სრული დატვირთვით ვარჯიში დაიწყო. ექიმები ყველაფერს აკეთებენ საიმისოდ, რომ ფაჩულია 31 აგვისტოს, ლიტვასთან დაპირისპირებას სრულ მზადყოფნაში შეხვდეს.

ზაზა ნაკრებისთვის უმნიშვნელოვანესი მოთამაშე, შეუცვლელი ფიგურაა. "გოლდენ სტეიტის" ცენტრის მიმართ განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენენ ადგილობირივი გულშემატკივრები და ჟურნალისტები. სააკრედიტაციო ცენტრში მისულს საქართველოს ხსენებაზე პირველი ფაჩულიაზე დამეკითხნენ. ზაზა ნბა-ს მოქმედი ჩემპიონი, ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი გამორჩეული ვარსკვლავია და მის მიმართ ყველას გამორჩეული ინტერესი აქვს.

საოცარი სიმამაყის განცდა გეუფლბა, როცა ხედავ ქართველ კალათბუთელზე, შენი ნაკრების კაპიტანზე უცხოელი ჟურნალისტები თუ გულშემატკივრები როგორი მოწიწებით და პატივისცემით ლაპარაკობენ, მის ჩამოსვლას როგორ ელოდებიან. საქართველოს ნაკრები 29 აგვისტოს, დილის 10:00 საათზე ათენიდან გამოემგზავრება თელ ავივში და სასტუმრო "ჰილტონში" დაბინავდება.

ევროპირველობას 4 ქვეყანა - თურქეთი, ისრაელი, ფინეთი და რუმინეთი მასპინძლობს. ისრაელში B ჯგუფის თამაშები გაიმართება, რომელშიც: ლიტვა, ისრაელი, იტალია, გერმანია, უკრაინა და საქართველო ითამაშებენ. ტურნირის 24 მონაწილე გუნდი 4, 6-გუნდიან ჯგუფშია გადანაწილებული პლეი ოფის საგზურს 4 საუკეთესო მოიპოვებს. საუკეთესო 16 ნაკრები სტამბოლში მერვედფინალიდან გაგრძელებს ბრძოლას ჩემპიონობისთვის.

პლეი ოფის პირველ წრეში გუნდები ჯვარედინი სისტემით დაწყვილდებიან. ერთმანეთს A - B და C - D ჯგუფების კვალიფიკანტები შემდეგი თანმიმდევრობით შეხვდებიან ერთმანეთს:

B2 - A3
C1 - D4
A1 - B4
D2 - C3

B1 - A4
C2 - D3
A2 - B3
D1 - C4

საქართველოს ნაკრები თუ ოთხეულში მოხვდა, პლეი ოფში მერვედფინალში მეტოქედ A ჯგუფის გუნდი ეყოლება, ხოლო მეოთხედფინალში უკვე C და D ჯგუფების წარმომადგენელი ელის. ამ ჯგუფშია საფრანგეთი, საბერძნეთი და იგორ კოკოშკოვის სლოვენია. დიდი ალბათობით, ჩვენს ნაკრებს რომელიმე მათგანთან დაპირისპირება მოუწევს, თუმცა ჯერ ჯგუფური ეტაპია დასაძლევი, სადაც ზუროსის გუნდს უმძიმესი მატჩების ჩატარება მოუხდება. პირველი გამოცდა 31 აგვისტოს ლიტვასთან შედგება, გუნდთან რომელიც ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი ფავორიტია. საქართველოს ნაკრების თამაშების ხილვას გულშემატკივარი საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში შეძლებს. 

ლექსო მაისურაძე
სპეციალურად
msy.gov.ge-ისთვის თელ ავივიდან

ევროპის ჩემპიონატის მონაწილე 24 გუნდი

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატზე

B ჯგუფის კლენდარი 

 

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2017 დეკემბერი 21
ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის, NBA-ს მორიგი ტურის შეხვედრა ზაზა ფაჩულიას „გოლდენ სტეიტ უორიორსსა" და „მემფის გრიზლის" შორის ანსამბლ „შვიდკაცას" მიერ შესრულებული აშშ-ის ჰიმნით გაიხსნა.
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2017 დეკემბერი 11
20 დეკემბერს, "Oracle Arena"-ზე გასამართ  ნბა-ს რეგულარული ჩემპიონატის მატჩში, რომელშიც ერთმანეთს "გოლდენ  სტეიტი" და "მემფისი" დაუპირისპირდებიან ზაზა ფაჩულიას სახელობის სათამაშო ~Bubble Head" დარიგდება.  
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2017 დეკემბერი 05
საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის „წლის წიგნის" პრეზენტაციას თბილისის „ივენთ ჰოლმა" უმასპინძლა. ქართული კალათბურთის საზოგადოება გაეცნო იმ საკალათბურთო ღონისძიებებს, რომლებსაც  კალათბურთის ფედერაციამ ორგანიზება გასული 4 წლის მანძილზე გაუწია. 
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2017 ნოემბერი 28
მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეორე მატჩში საქართველოს საკალათბურთო ნაკრები სტუმრად სერბეთს დაუპირისპირდა და ანგარიშით 105:87 დამარცხდა.
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2017 ნოემბერი 14
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირისთვის მზადება დაიწყო. მთავარმა მწვრთნელმა, ილიას ზუროსმა 24 კანდიდატი დაასახელა, რომელთაგან ნოემბრის საკვალიფიკაციო მატჩებისთვის 12-ს შეარჩევს