სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

საქართველოს ნაკრებმა თელ ავივში პირველი ვარჯიში გამართა

თარიღი: 2017 აგვისტო 29

საქართველოს ნაკრებმა თელ ავივის საკალათბურთო არენაზე, რომელიც 31 აგვისტოდან ევროპის ჩემპიონატის ბ-ჯგუფის თამაშებს უმასპინძლებს პირველი ვარჯიში გამართა. ილიას ზუროსის გუნდის ვარჯიში ადგილობრივი დროით 18:00 საათზე იყო ჩანიშნული, მაგრამ საცობების გამო ნაკრებს არნეაზე მოსვლა 15-20 წუთით დააგვიანდა. (იხილეთ ფოტოგალერეა)

ნაკრების თავკაცის, ილიას ზუროსის გადაწყვეტილებით ჟურნალისტებისთვის ვარჯიში დახურლი იყო და მხოლოდ ბოლო 15 წუთის გადაღების საშუალება მოგვეცა. წვრთნამ ნაყოფიერად ჩაიარა, რაც მთავარია სრული დატვირთვით ივარჯიშა ზაზა ფაჩულიამ, რომელიც უცხოელი ჟურნალისტების და მეტოქე გუნდების ყუდაღებას იქცევდა. ჩვენი ნაკრების ვარჯიში დასრულებული არ იყო, როცა არენაზე იტალიის ნაკრები მოვიდა.

იტალიელთა გამოცდილმა მთავარმა მწვრთნელმა ეტორე მეისინამ, რომელიც "სან ანტონიოში" გრეგ პოპოვიჩის ასისტენტია გუნდის ვარჯიში მანამდე არ დაიწყო, ვიდრე ბოლო ქართველმა არენა არ დატოვა. ამ დროს ქართველი ჟურნალისტები ფაჩულიასგან ინტერვიუს იღებდნენ, მესინა ზაზასთან მივიდა და სიცილით, რუსულად მოუწოდა ინტერვიუს დასრულებისკენ, რაზეც ზაზამ ასევე ხუმრობით უპასუხა, რომ რუსულად ნუ ესაუბრებოდა. ზაზა თბილად მოიკითხეს სხვა კალათბურთელებმაც, მათ შორის მარკო ბელინელიმ.

იტალიის ნაკრებში ძველი მეგობრები ჰყავთ სხვა ქართველ კალათბურთელებსაც, რომლებიც წლების განმავლობაში იტალიის ჩემპიონატში თამაშობდნენ. საქართველოს ნაკრებმა მოედანი იტალიას დაუთმო, რომელსაც 6 სექტემბერს ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრაში დაუპირისპირდება. იტალიასთან ჩვენს გუნდს ცუდი სტატისტიკა აქვს - ზუროსის გუნდი უსიამოვნო ტრადიციის დარღვევას თელ ავივში, ევროპის ჩემპიონატზე აპირებს.

მიხეილ გაბრიჩიძე (კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი):" ბიჭებს აქვთ მცირე ტრამვები, მაგრამ იმედი მაქვს, რომ 31 აგვისტოს მაქსიმალურად ყველა მწყობრში იქნება. კარგი, ხალიხიანი განწყობით ჩამოვედით. წინ მძიმე მატჩები გველის, თუმცა ჩვენ საბრძოლველად ვართ განწყობილი და დასახული ამოცანის გადასაჭრელად ბოლომდე ბრძოლას ვაპირებთ".

ზაზა ფაჩულია (საქართველოს ნაკრების კაპიტანი):" სამწუხაროდ, ტრამვამ რამდენიმე დღე ვარჯიშის საშუალება არ მომცა, მომწყვიტა ნაკრებს, რაც უსიამოვნო მომენტი იყო, თუმცა რეაბილიტაციის პროცესმა წარმატებით ჩაიარა და ახლა სრული დატვირთვით ვვარჯიშობ. ვერ ვიტყვი, რომ 100 % მზად ვარ, მაგრამ ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ ევროპირველობის პირველ მატჩს მაქსიმალურად კარგ ფორმაში შევხვდე. ეს ჩემპიონატი და ნაკრებთან ყოფნა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. იმედი მაქვს, რომ ყველაფერი კარგად იქნება"

თორნიკე შენგელია (საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი):" ნაყოფიერი შეკრება გავიარეთ. დღეს ჩამოვედით და მოთელვითი, მსუბუქი ვარჯიში ჩავატარეთ. მთელი კონცენტრაცია ლიტვასთან თამაშზეა. მართალია სერიოზული მიზნები გვაქვს, მაგრამ გვინდა რომ ჩვენს გეგმას ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვეთ. მჯერა, რომ ყველაფერი გამოგვივა".

ლექსო მაისურაძე
სპეციალურად
msy.gov.ge-ისთვის თელ ავივიდან

 

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2017 დეკემბერი 21
ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის, NBA-ს მორიგი ტურის შეხვედრა ზაზა ფაჩულიას „გოლდენ სტეიტ უორიორსსა" და „მემფის გრიზლის" შორის ანსამბლ „შვიდკაცას" მიერ შესრულებული აშშ-ის ჰიმნით გაიხსნა.
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2017 დეკემბერი 11
20 დეკემბერს, "Oracle Arena"-ზე გასამართ  ნბა-ს რეგულარული ჩემპიონატის მატჩში, რომელშიც ერთმანეთს "გოლდენ  სტეიტი" და "მემფისი" დაუპირისპირდებიან ზაზა ფაჩულიას სახელობის სათამაშო ~Bubble Head" დარიგდება.  
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2017 დეკემბერი 05
საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის „წლის წიგნის" პრეზენტაციას თბილისის „ივენთ ჰოლმა" უმასპინძლა. ქართული კალათბურთის საზოგადოება გაეცნო იმ საკალათბურთო ღონისძიებებს, რომლებსაც  კალათბურთის ფედერაციამ ორგანიზება გასული 4 წლის მანძილზე გაუწია. 
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2017 ნოემბერი 28
მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეორე მატჩში საქართველოს საკალათბურთო ნაკრები სტუმრად სერბეთს დაუპირისპირდა და ანგარიშით 105:87 დამარცხდა.
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2017 ნოემბერი 14
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირისთვის მზადება დაიწყო. მთავარმა მწვრთნელმა, ილიას ზუროსმა 24 კანდიდატი დაასახელა, რომელთაგან ნოემბრის საკვალიფიკაციო მატჩებისთვის 12-ს შეარჩევს