სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

საქართველოს ნაკრებმა ლიტვასთან მატჩამდე ბოლო ვარჯიში გამართა

თარიღი: 2017 აგვისტო 30

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ლიტვასთან მატჩამდე ბოლო ვარჯიში გამართა. ილიას ზუროსის გუნდის 12-ვე წევრმა, თელა ვივის არენაზე სრული დატვირთვით ივარჯიშა და ხვალინდელი მძიმე დაპირისპირებისთვის სრულ მზადყოფნაშია. საქართველოს და ლიტვის ნაკრებების ბოლო წლების დაპირისპირებებიდან თითქმის ყველა შეხვდრა უკომპრომისო იყო, გამარჯვებულის ბედი ბოლო წუთებზე წყდებოდა. (იხილეთ ფოტოგალერეა)

2015 წლის ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფში ლიტვის ნაკრებმა ჩვენი გუნდი ბოლო წამებზე დაამარცხა, არადა იგორ კოკოშკოვის გაწვრთნილი გუნდი გამაჯვებასთან ახლოს იყო. ერთი თვის წინ ილიას ზუროსის თავკაცობით ამხანაგურ ტურნირზე საქართველომ ლიტვას მოუგო, თუმცა იმ შეხვედრაში ლიტველებს რამდნეიმე ლიდერი არ ჰყავდათ, ისევე როგორც საქართველოს.

ამხანაგური მატჩში სერიოზული დასკვნების გასაკეთებლად არ გამოდგება, ხვალ თელ ავივში ძალიან მძიმე ბრძოლა იქნება, რომლის გამარჯვებულიც დიდი ალბათობით ბოლო წუთებზე უნდა გაირკვეს. ჟურნალისტებს ვარჯიშის პროცესის საწყისი 15-20 წუთის გადაღების საშუალება მოგვეცა, ვარჯიშის შემდეგ კალათბურთელებმა და მთავარმა მწვრთნელმა კომენტარები გააკეთეს. დარბაზში მრავლად იყვნენ უცხოელი ჟურნალისტები, განსაკუთრებით კი ლიტველები აქტიურობდნენ, რომლებმაც გამორჩეული ყურადღება ზაზა ფაჩულიას მიმართ გამოიჩინეს და დაახლოებით 20 წუთი ესაუბრნენ.

შეკითხვები დაუსვევს ზუროსსაც, რომელიც მოლოდინისამებრ დიპლომატიური და თავშეკავებული იყო, ბუნებრივია რომ მატჩამდე ერთი დღით ადრე ბერძენი სპეციალისტი დეტალებზე ბევრს ვერ ისაუბრებდა. ჩვენი გუნდის ვარჯიშს დასრულებამდე არენაზე ლიტვის ნაკრებიც მოვიდა, რომელსაც ქართველებმა მოედანი დაუთმეს.

საქართველოს და ლიტვის დაპირისპირება 31 აგვისტოს, თბილისის დროით 19:30 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებელი გადასცემს. ხვალვე, ბ-ჯგუფში კიდევ ორი შეხვედრა გაიმართება  - 15:45 საათზე გერმანია უკრაინას შეხვდება, 21:30 საათზე მასპინძელი ისრაელი იტალიას ეთამაშება. მასპინძლები ამ შეხვედრას დიდი ინტერესით ელიან - ამ მატჩის თითქმის ყველა ბილეთი გაყიდულია და "თელ ავივ არენაზე" სრული ანშლაგი იქნება. 

ლექსო მაისურაძე
სპეციალურად
msy.gov.ge-ისთვის თელ ავივიდან
ვიდეო - კალათბურთის ფედერაციის პრესსამსახური
ფოტო - ბესო ელბაქიძე

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2017 დეკემბერი 21
ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის, NBA-ს მორიგი ტურის შეხვედრა ზაზა ფაჩულიას „გოლდენ სტეიტ უორიორსსა" და „მემფის გრიზლის" შორის ანსამბლ „შვიდკაცას" მიერ შესრულებული აშშ-ის ჰიმნით გაიხსნა.
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2017 დეკემბერი 11
20 დეკემბერს, "Oracle Arena"-ზე გასამართ  ნბა-ს რეგულარული ჩემპიონატის მატჩში, რომელშიც ერთმანეთს "გოლდენ  სტეიტი" და "მემფისი" დაუპირისპირდებიან ზაზა ფაჩულიას სახელობის სათამაშო ~Bubble Head" დარიგდება.  
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2017 დეკემბერი 05
საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის „წლის წიგნის" პრეზენტაციას თბილისის „ივენთ ჰოლმა" უმასპინძლა. ქართული კალათბურთის საზოგადოება გაეცნო იმ საკალათბურთო ღონისძიებებს, რომლებსაც  კალათბურთის ფედერაციამ ორგანიზება გასული 4 წლის მანძილზე გაუწია. 
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2017 ნოემბერი 28
მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეორე მატჩში საქართველოს საკალათბურთო ნაკრები სტუმრად სერბეთს დაუპირისპირდა და ანგარიშით 105:87 დამარცხდა.
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2017 ნოემბერი 14
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირისთვის მზადება დაიწყო. მთავარმა მწვრთნელმა, ილიას ზუროსმა 24 კანდიდატი დაასახელა, რომელთაგან ნოემბრის საკვალიფიკაციო მატჩებისთვის 12-ს შეარჩევს