სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

საქართველოს ნაკრები გერმანიასთან მატჩისთვის ემზადება

თარიღი: 2017 სექტემბერი 01

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ლიტვასთან ისტორიული გამარჯვების შემდეგ, დღეს ადგილობრივი დროით 13:00 საათიდან "თელ ავივ არენაზე" ივარჯიშა და გერმანიასთან მატჩისთვის მოემზადა. გუნდში ხალისიანი, საქმიანი დამოკიდებულება იყო და ბიჭები მომავალი დაპირისპირებისთვის სრული კონცენტრაციით ვარჯიშობდნენ. ილიას ზუროსის გუნდი გერმანიის ნაკრებს 2 სექტემბერს თბილისის დროით 16:45 საათზე დაუპირისპირდება.

ჩვენი გუნდის ხვალინდელი მეტოქე კლასით, ტრადიციებით და ცხადია გამოცდილებითაც, მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება ლიტვის ნაკრებს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ საქართველოს იოლი მატჩი ელის.

გერმანიის ნაკრებს საკმაოდ კარგი გუნდი ჰყავს, რომლის ლიდერი და მთავარი ვარსკვლავი "ატლანტა ჰოუკსის" გამთამაშებელი დენის შრიოდერია. შრიოდერი ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი უმთავრესი ვარსკვლავია და ეს მან უკრაინასთან მოგებულ შეხვედრაშიც დაამტკიცა, როცა უმაღლესი კლასის კალათბურთი აჩვენა და მეტოქეს ფაქტობრივად მარტომ მოუგო. უკრაინელებმა მისი შეჩერება ვერაფრით ვერ მოახერხეს.

ასე რომ, ზუროსის გუნდს წინ დიდი ბრძოლა აქვს. ისიც გასათვალისწინებელია, რომ ლიტვასთან ტრამვის გამო დიდი ალბათობით გიორგი ცინცაძე ვერ ითამაშებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ძირითადი ხუთეულის წევრებს კიდევ უფრო მეტი დატვირთვა მოუწევთ, ეს კი ლიტვასთან უმძიმესი, მომქანცველი დაპირისპირების შემდეგ საკმაოდ რთული იქნება. ნებისმიერ შემთხვევაში, ასეთი მნიშვნელოვანი წარმატების შემდეგ საქართველოს ნაკრებს გერმანიასთან მხოლოდ გამარჯვება მართებს, რათა ლიტვის ძლევით მიღებული სერიოზული უპირატესობა არ დაკარგოს.

ზუროსის გუნდმა უძლიერესი მეტოქის ძლევით პლეი ოფისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ჯგუფში მაქსიმალურად მაღალი პოზიცია დაიკავოს, რათა დასკვნით ეტაპზე შედარებით სუსტ მეტოქესთან შეხვედრის შანსი ჰქონდეს. 

თეიმურაზ ხვედელიძე (საქართველოს ნაკრების ექიმი):" ცინცაძეს ტრამვის შემდეგ ჩაუტარდა ემირაი, მაგნიტურ რეზონანსური ტომოგრაფია, რენტგენი და დადგინდა, რომ მარცხენა კოჭის სერიოზული ღრძობა, ლატერალური მხრის დაზიანებები ნაწილობრივ მიგვანიშნებს, რომ ეს არის მეორე ხარისხის, მეორე გრეიდის პირველი ხარისხის დაზიანება. ეს გვაძლევს საშუალებას, რომ ვთქვათ - გიორგი ითამაშებს ამ ევროპის ჩემპიონატზე. თუმცა, ითამაშებს თუ არა გერმანიის ნაკრებთან, ეგ უკვე ხვალ გევცოდინება, როცა გასული იქნება ტრამვიდან 24:00 საათი".

ლექსო მაისურაძე
სპეციალურად
msy.gov.ge-ისთვის თელ ავივიდან

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2017 დეკემბერი 21
ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის, NBA-ს მორიგი ტურის შეხვედრა ზაზა ფაჩულიას „გოლდენ სტეიტ უორიორსსა" და „მემფის გრიზლის" შორის ანსამბლ „შვიდკაცას" მიერ შესრულებული აშშ-ის ჰიმნით გაიხსნა.
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2017 დეკემბერი 11
20 დეკემბერს, "Oracle Arena"-ზე გასამართ  ნბა-ს რეგულარული ჩემპიონატის მატჩში, რომელშიც ერთმანეთს "გოლდენ  სტეიტი" და "მემფისი" დაუპირისპირდებიან ზაზა ფაჩულიას სახელობის სათამაშო ~Bubble Head" დარიგდება.  
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2017 დეკემბერი 05
საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის „წლის წიგნის" პრეზენტაციას თბილისის „ივენთ ჰოლმა" უმასპინძლა. ქართული კალათბურთის საზოგადოება გაეცნო იმ საკალათბურთო ღონისძიებებს, რომლებსაც  კალათბურთის ფედერაციამ ორგანიზება გასული 4 წლის მანძილზე გაუწია. 
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2017 ნოემბერი 28
მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეორე მატჩში საქართველოს საკალათბურთო ნაკრები სტუმრად სერბეთს დაუპირისპირდა და ანგარიშით 105:87 დამარცხდა.
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2017 ნოემბერი 14
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირისთვის მზადება დაიწყო. მთავარმა მწვრთნელმა, ილიას ზუროსმა 24 კანდიდატი დაასახელა, რომელთაგან ნოემბრის საკვალიფიკაციო მატჩებისთვის 12-ს შეარჩევს