სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

საქართველოს ნაკრები გერმანიასთან 57:67 დამარცხდა

თარიღი: 2017 სექტემბერი 02


(დენის შრიოდერი მანუჩარ მარკოიშვილს გაურბის)

საქართველოს ნაკრებმა "თელ ავივ არენაზე" გამართული ევროპის ჩემპიონატის, ჯგუფური ეტაპის მეორე შეხვედრა გერმანიის ნაკრებთან 57:67 დათმო. ლიტვასთან გამარჯვების შემდეგ, ცხადია ქართველი გულშემატკივარი დღეს გერმანიასთანაც წარმატებულ თამაშს ელოდა, მაგრამ გერმანელებმა ძალიან კარგად ითამაშეს და ზუსტი სამქულიანებით და კარგი გუნდური თამაშით გამარჯვება მოიპოვეს.

ლიტვასთან მატჩისგან განსხვავებით ტრიბუნებზე ქართველი ქომაგები ჭარბობდნენ და გერმანელებს ქომაგობაშიც აჯობეს, მაგრამ მოედანზე გამარჯვება გერმანელებს დარჩათ. მატჩის დაწყებამდე ილიას ზუროსის გუნდის მთავარი ამოცანა მეტოქის ლიდერის დენის შრიოდერის განეიტრალება იყო, რაც სამწუხაროდ არ გამოვიდა. შრიოდერმა 23 ქულა მოიპოვა და საკვანძო მომენტებში მნიშვნელოვანი ბურთები ჩააგდო. (იხილეთ ფოტოგალერეა)

ორგანიზატორებმა "ატლანტა ჰოუკსის" გამთამაშებელი ზედიზედ მეორედ, მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს და მის შესაძლებლობებს რომ ვუყურებთ, გერმანელი გამორჩეული ფიგურა კიდევ არაერთ შეხვედრაში იქნება.

მეორეს მხრივ, ისე არ გამოვიდეს თითქოს გერმანიის ნაკრები მხოლოდ ერთი კაცის გუნდია - კრის ფლემინგის გუნდი პირველ რიგში გუნდურ კალათბურთს თამაშობს და ასევე, კარგი პროცენტით ესვრის პერიმეტრიდან, რაც მთავარია, სამქულიანის ჩაგდება უკანახაზელების გარდა, მაღლებსაც შეუძლიათ, ეს კი ნებისმიერ მეტოქეს საქმეს ერთი-ორად ურთულებს. გერმანიამ 9 სამქულიანი მიითვალა, საპირისპიროდ, საქართველომ მხოლოდ 3 სამქულიანი ჩააგდო. სამქულიანების პროცენტი ლიტვასთანაც უარყოფითი იყო და მოხსნებშიც წავაგეთ. მოხსნებში ახლაც უარყოფითი ბალანსი გვქონდა 32-37.

ერთი შეხედვით სამწამიან ზონაში საქართველოს ნაკრებს პრობლემები არ უნდა ჰქონდეს და პირიქით, მეტოქეს ამ კომპონენტში იქით ჩაგრავდეს, მაგრამ უკვე მეორე მატჩია ზუროსის გუნდი ფარს აგებს. ამ ორმა მატჩმა ნათლად გამოაჩინა თუ რამხელა ძალაა ნაკრებისთვის ვიქტორ სანიკიძე, რომელიც გუნდში მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს და მოედანს ორმაგი დუბლის გარეშე პრაქტიკულად არ ტოვებს.

სანიკიძე განსაკუთრებით აქტიურია მეტოქის ფარზე გაკეთებული მოხსნებით - დღევანდელ შეხვედრაში საქართველომ გერმანიას მხოლოდ 5 ბურთი მოუხსნა, მაშინ როცა ჩვენმა მეტოქემ ზუროსის გუნდს ბურთი საკუთარ ფარზე 12-ჯერ აართვა.

ლიტველებთან გამარჯვება დაცვაში კარგმა თამაშმა განაპირობა, რაც არ გამოვიდა გერმანიასთან დაპირისპირებაში. გერმანელებმა პირველი ნახევარი 41:36 მოიგეს, მეორე ნახევარი საქართველომ კარგად დაიწყო და მესამე პერიოდში წინაც გავიდა, თუმცა გერმანელებმა ზედიზედ ორი სამქულიანი ჩააგდეს და ბოლო პერიოდის წინ 55:52 იგებდნენ. მეოთხე ათწუთეულის მე-7 წუთიდან გერმანელებმა გადამწყვეტი უპირატესობა მოიპოვეს, სამწუხაროდ ჩვენს გუნდს თამაშის გადასარჩენად არც ძალა შერჩა და არც სათანადო რესურსი აღმოაჩნდა.

გერმანელებმა გუნდური თამაშით მოგვიგეს - ქულების მოპოვება 11 კალათბურთელმა შეძლო, საპირისპიროდ საქართველოს ნაკრებიდან ბურთის ჩაგდება მხოლოდ 7 მოთამაშემ მოახერხა. მარცხი ცუდია, თუმცა ჯერ დაკარგული არაფერია, ბევრ რამეს განაპირობებს ხვალინდელი უკრაინასთან მატჩი, რომელიც საქართველომ ულაპარაკოდ უნდა მოიგოს. საქართველო - უკრაინის მატჩი "თელ ავივ არენაზე" თბილისის დროით 16:45 საათზე დაიწყება.

ლექსო მაისურაძე
სპეციალურად
msy.gov.ge-ისთვის თელ ავივიდან
ფოტო - ბესო ელბაქიძე; fiba-ს ოფიციალური გვერდი

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2017 დეკემბერი 21
ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის, NBA-ს მორიგი ტურის შეხვედრა ზაზა ფაჩულიას „გოლდენ სტეიტ უორიორსსა" და „მემფის გრიზლის" შორის ანსამბლ „შვიდკაცას" მიერ შესრულებული აშშ-ის ჰიმნით გაიხსნა.
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2017 დეკემბერი 11
20 დეკემბერს, "Oracle Arena"-ზე გასამართ  ნბა-ს რეგულარული ჩემპიონატის მატჩში, რომელშიც ერთმანეთს "გოლდენ  სტეიტი" და "მემფისი" დაუპირისპირდებიან ზაზა ფაჩულიას სახელობის სათამაშო ~Bubble Head" დარიგდება.  
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2017 დეკემბერი 05
საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის „წლის წიგნის" პრეზენტაციას თბილისის „ივენთ ჰოლმა" უმასპინძლა. ქართული კალათბურთის საზოგადოება გაეცნო იმ საკალათბურთო ღონისძიებებს, რომლებსაც  კალათბურთის ფედერაციამ ორგანიზება გასული 4 წლის მანძილზე გაუწია. 
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2017 ნოემბერი 28
მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეორე მატჩში საქართველოს საკალათბურთო ნაკრები სტუმრად სერბეთს დაუპირისპირდა და ანგარიშით 105:87 დამარცხდა.
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2017 ნოემბერი 14
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირისთვის მზადება დაიწყო. მთავარმა მწვრთნელმა, ილიას ზუროსმა 24 კანდიდატი დაასახელა, რომელთაგან ნოემბრის საკვალიფიკაციო მატჩებისთვის 12-ს შეარჩევს