სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

საქართველოს ნაკრები უკრაინასთან 81:88 დამარცხდა და ჯგუფიდან გასვლის შანსი შეიმცირა

თარიღი: 2017 სექტემბერი 03

საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე მესამე შეხვედრა გამართა და უკრაინის ნაკრებთან, რომელიც ჯგუფის და ჩემპიონატის ერთ-ერთ ყველაზე სუსტ ნაკრებად მიიჩნეოდა - 81:88 დამარცხდა. ილიას ზუროსის გუნდმა გერმანიასთან შეხვედრის მსგავსად ბევრი შეცდომა დაუშვა და უმნიშვნელოვანესი თამაში დათმო, რამაც ჯგუფიდან გასვლის შანსი ძალიან შეუმცირა. (იხილეთ ფოტოგალერეა)

ლიტვასთან საოცარი გამარჯვების შემდეგ წარმოუდგენელი იყო ორი, ერთი შეხედვით შედარებით მარტივი და მოსაგები შეხვედრის დათმობა, მაგრამ სამწუხაროდ საქართველოს ნაკრებს თავი შეახსენა ძველმა პრობლემებმა, რომლის გადაჭრის გარეშე წარმატებაზე ფიქრი ძალიან რთულია. თავგანწირული თამაშით შეიძლება ერთი კონკრეტული მატჩი მოიგო, როგორც მაგალითად ლიტვასთან, მაგრამ სტაბილური თამაშის გარეშე სერიოზულ წარმატებაზე ფიქრი რთულია.

იმის გათვალსიწინებით, რომ 8 დღეში ნაკრებს 5 უმძიმესი მატჩის ჩატარება უწევს და ძალების გადანაწილება ფაქტობრივად ვერ ხდება. კალათბურთი გუნდური თამაშია, რომელიც ბევრი კომპონენტისგან შედგება და ამ კომპონენტებიდან რამდენიმე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. თანამედროვე კალათბურთში წარმოუდგენელია წარმატებაზე ფიქრიც კი სამქულიანების გარეშე. ამ კუთხით საქართველოს ნაკრებში რთული სიტუაციაა, ეს კომპონენტი ჩვენი გუნდის ძლიერი მხარე არც ადრე ყოფილა, მაგრამ ახლა გასაკუთრებით გვიჭირს.

გვიჭირს დაცვაშიც და შეტევაშიც. გუნდი უშვებს ბევრ სამქულიანს და აგდებს ხშირ შემთხვევაში ბევრად ნაკლებს ვიდრე მეტოქე. უკრაინასთან ეს სხვაობა კატასტროფული არ იყო 8:10, მაგრამ თამაში დავთმეთ სხვა კომპონენტებშიც. მაგალითად, გუნდმა ისევ წააგო ფარი 29:33. მეტი გვქონდა დაკარგვა 16:12.

ამ ყველაფერს ემატება სუსტი სათადარიგო სკამი, თამაში ძირითადად უწევს 7 მოთამაშეს, რაც გამარჯვების შანსს ძალიან ამცირებს. უკრაინასთან განაცხადში მყოფი 12 მოთამაშიდან სამი  - იორგი გამყრელიძე, ანატოლი ბოისა და გოგა ბითაძე (ტრამვა) მოედანზე საერთოდ არ გასულა. მიხეილ ბერიშვილმა 3:47 წუთი ითამაშა და გუნდს 1 ქულა მოუტანა, ილია ლონდარიძემ 2 წუთში ვერაფრის გაკეთება ვერ მოასწრო.

დარჩა 7 მოთამაშე, რომელთა თამაშიც გამარჯვებისთვის საკამრისი არ აღმოჩნდა. დიქსონმა მატჩი ჩააგდო - მხოლოდ 2 ქულას დასჯერდა, რადგან ჯარიმების ლიმიტში ადრე შევიდა და მოედანზეც სხვა მატჩებთან შედარებით ნაკლები დრო დაჰყო. ცინცაძემ გუნდს მხოლოდ 6 ქულა შემატა. 11-11 ქულა ჩააგდეს დუდა სანაძემ და მანუჩარ მარკოიშვილმა. რა გამოდის - გუნდის განაცხადში მყოფი უკანახაზელებმა ჯამში გუნდს 30 ქულა მოუტანეს, ეს კი ძალიან ცოტაა.

ქულათა ძირითადი მაჩვენებელი მაღლებზე მოდის - ფაჩულიამ და შერმადინმა 17-17, ხოლო შენგელიამ 16 ქულა ჩააგდო. სამწუხაროდ, საქართველოს ნაკრებმა პლე ოფში გასვლის შანსი მნიშვნელოვნად შეიმცირა, თუმცა ჯერ ბოლომდე ყველაფერი დაკარგული არ არის. 4 სექტემბერს ბ-ჯგუფის გუნდები დაისვენებენ. 5 სექტემბერს საქართველოს ნაკრები, მასპინძელ ისრაელს დაუპირისპირდება და უმძიმესი მატჩის ჩატარება მოუწევს. ეს შეხვედრა ილიას ზუროსის გუნდისთვის, ჯგუფიდან გასვლის პრაქტიკულად ბოლო შანსია.

ლექსო მაისურაძე
სპეციალურად msy.gov.ge-ისთვის თელ ავივიდან
ფოტო - ბესო ელბაქიძე; fiba-ს ოფიციალური გვერდი

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2017 დეკემბერი 21
ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის, NBA-ს მორიგი ტურის შეხვედრა ზაზა ფაჩულიას „გოლდენ სტეიტ უორიორსსა" და „მემფის გრიზლის" შორის ანსამბლ „შვიდკაცას" მიერ შესრულებული აშშ-ის ჰიმნით გაიხსნა.
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2017 დეკემბერი 11
20 დეკემბერს, "Oracle Arena"-ზე გასამართ  ნბა-ს რეგულარული ჩემპიონატის მატჩში, რომელშიც ერთმანეთს "გოლდენ  სტეიტი" და "მემფისი" დაუპირისპირდებიან ზაზა ფაჩულიას სახელობის სათამაშო ~Bubble Head" დარიგდება.  
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2017 დეკემბერი 05
საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის „წლის წიგნის" პრეზენტაციას თბილისის „ივენთ ჰოლმა" უმასპინძლა. ქართული კალათბურთის საზოგადოება გაეცნო იმ საკალათბურთო ღონისძიებებს, რომლებსაც  კალათბურთის ფედერაციამ ორგანიზება გასული 4 წლის მანძილზე გაუწია. 
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2017 ნოემბერი 28
მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეორე მატჩში საქართველოს საკალათბურთო ნაკრები სტუმრად სერბეთს დაუპირისპირდა და ანგარიშით 105:87 დამარცხდა.
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2017 ნოემბერი 14
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირისთვის მზადება დაიწყო. მთავარმა მწვრთნელმა, ილიას ზუროსმა 24 კანდიდატი დაასახელა, რომელთაგან ნოემბრის საკვალიფიკაციო მატჩებისთვის 12-ს შეარჩევს