სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

საქართველოს ნაკრები გადამწყვეტი მატჩისთვის ემზადება

თარიღი: 2017 სექტემბერი 05

საქართველოს ნაკრებმა გერმანიასთან და უკრაინასთან მარცხით ჯგუფიდან გასვლის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა და ახლა პლეი ოფში თამაში მარტო ჩვენი გუნდის შედეგზე აღარ არის დამოკიდებული. დღეს, თბილისის დროით 22:30 საათზე საქართველო ისრაელს დაუპირისპირდება, რომელმაც მე-3 ტურში სასწაული მატჩი მოუგო გერმანიის ნაკრებს და მოედანზე ორმაგად მოტივირებული გამოვა.

"თელ ავივ არენაზე" მიმდინარე ბ-ჯგუფის მატჩებზე ისრაელის ნაკრების თამაში არის ერთადერთი, როცა ტრიბუნები ბოლომე ივსება და ადგილობრივი გულშემატკივარი, მთელი შეხვედრის განმავლობაში საოცარ გარემოს ქმნის. ის რომ ებრაელი ქომაგები, ემოციურები და გამორჩეულები იყვნენ ადრეც ვიცოდი, მაგრამ ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა. უნდა ნახოთ რა ხდება ტრიბუნებზე, როცა ისრაელის ნაკრების ქომაგები ომრი კასპის ამხნევებენ - 10 ათასიანი დარბაზი არაამქვეყნიური ხმით გუგუნებს, ისეთი შეგრძნება გაქვს თითქოს ცოტაც და ჭერი ჩამოინგრევა. 

მითუმეტეს, დღევანდელი მატჩი მათთვისაც გადამწყვეტია, მოგების შემთხვევაში პლეი ოფისკენ დიდ ნაბიჯს გადადგამენ. იმასაც თუ გავითვალსიწინებთ, რომ ბოლო ტურში მასპინძლების მეტოქე უკრაინის ნაკრები იქნება, დღეს ილიას ზუროსის გუნდს უმძიმესი მატჩი ელის.

საქართველოს ნაკრებმა უნდა დაამარცხოს მოტივირებული, მოსაგებად მომართული მეტოქე, რომელსაც ჰყავს საკმაოდ კარგი გუნდი და კაპიტანი, ვარსკვლავი ომრი კასპი. გუნდი, რომელსაც ექნება უდიდესი მხარდაჭერა ტრიბუნებიდან და ასევე მცირე სიმპათიები მსაჯებისგან, რაც მსგავს შემთხვევებში ხშირად ხდება - სადავო მომენტებში არბიტრები მასპინძელთა მხარეს იჭერენ. საქართველოს ნაკრებმა ლიტვასთან ისტორიული გამარჯვება, პირველ რიგში დაცვაში უმაღლესი დონის თამაშით მოიპოვა. დღევანდელ შეხვედრაში წარმატების საფუძველიც სწორედ დაცვაში საიმედო თამაში უნდა გახდეს.

განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება პერიმეტრს, რაც ჩვენი გუნდის ერთ-ერთი სუსტი მხარეა - გერმანიამ 9, ხოლო უკრაინამ 10 სამქულიანი ჩაგვიგდო, რაც მარცხის უმთავრესი მიზეზი გახდა. საქართველოს ნაკრებმა წააგო ფარი და ჰქონდა ძალიან ბევრი დაკარგვა, ეს ყველაფერი კი, ცხადია აისახა შედეგზე.

ისრაელთან პერიმეტრზე უყურადღებოდ თამაში დამღუპველი იქნება, ამასთან მეტი მობილიზებაა საჭირო სამწამიან ზონაში, რადგან მოხსებში მეტოქისთვის უპირატესობის დათმობა ახლა მაინც არ უნდა მოხდეს. ისიც აღსანიშნავია, რომ გერმანიასთან მატჩში ისრაელის ცენტრმა, ჯანიანმა და მოქნილმა რიჩარდ ჰოველმა 36 ქულა ჩააგდო და თავის ნაკრებს უდიდესი დახმარება გაუწია. იმედია, რომ ზაზა ფაჩულია და გიორგი შერმადინი ჰოველს დღეს ამდენის უფლებას არ მისცემენ.

ისრაელს საქართველოს ნაკრების მზაგვსად სათადარიგო სკამის პრობლემა აქვს - შესაბამისად, მატჩის ბედს ხუთეულის წევრების თამაში გადაწყვეტს. ძალიან ბევრი იქნება დამოკიდებული კაპიტნებზე - აქეთ ზაზა ფაჩულიაზე, იქით ომრი კასპიზე, მეტოქეებზე დღევანდელ დაპირისპირებაში და თანაგუნდელეზე, "გოლდენ სტეიტში". ნბა-ს ახალ სეზონში ფაჩულია და კასპი ერთად ითამაშებენ.

 

ლექსო მაისურაძე
სპეციალურად msy.gov.ge-ისთვის თელ ავივიდან
ფოტო - fiba-ს ოფიციალური გვერდი

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2017 დეკემბერი 21
ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის, NBA-ს მორიგი ტურის შეხვედრა ზაზა ფაჩულიას „გოლდენ სტეიტ უორიორსსა" და „მემფის გრიზლის" შორის ანსამბლ „შვიდკაცას" მიერ შესრულებული აშშ-ის ჰიმნით გაიხსნა.
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2017 დეკემბერი 11
20 დეკემბერს, "Oracle Arena"-ზე გასამართ  ნბა-ს რეგულარული ჩემპიონატის მატჩში, რომელშიც ერთმანეთს "გოლდენ  სტეიტი" და "მემფისი" დაუპირისპირდებიან ზაზა ფაჩულიას სახელობის სათამაშო ~Bubble Head" დარიგდება.  
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2017 დეკემბერი 05
საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის „წლის წიგნის" პრეზენტაციას თბილისის „ივენთ ჰოლმა" უმასპინძლა. ქართული კალათბურთის საზოგადოება გაეცნო იმ საკალათბურთო ღონისძიებებს, რომლებსაც  კალათბურთის ფედერაციამ ორგანიზება გასული 4 წლის მანძილზე გაუწია. 
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2017 ნოემბერი 28
მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეორე მატჩში საქართველოს საკალათბურთო ნაკრები სტუმრად სერბეთს დაუპირისპირდა და ანგარიშით 105:87 დამარცხდა.
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2017 ნოემბერი 14
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირისთვის მზადება დაიწყო. მთავარმა მწვრთნელმა, ილიას ზუროსმა 24 კანდიდატი დაასახელა, რომელთაგან ნოემბრის საკვალიფიკაციო მატჩებისთვის 12-ს შეარჩევს