სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

საქართველოს ნაკრებმა ისრაელი 104:91 დაამარცხა!

თარიღი: 2017 სექტემბერი 06

თელ ავივში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ისრაელი 104:91 დაამარცხა! ეს იყო ძალიან მძიმე, ძალიან რთული გამარჯვება, რომელიც ჩვენმა კალათბურთელებმა ჯოჯოხეთურ გარემოში მოიპოვეს. "თელ ავივ არენაზე" წარმოუდგენელი ამბები ხდებოდა - 10 ათასიანი, თითქმის ბოლომდე გადაჭედილი დარბაზი მთელი თამაში არ გაჩუმებულა, საქართველოს ნაკრების კალათბურთელებმა უდიდესი წნეხის ქვეშ ითამაშეს და საოცარი გამარჯვება მოიპოვეს! (იხილეთ ფოტოგალერა) 

წნეხი იყო ტრიბუნებიდან და წნეხი მსაჯებისგან. მატჩამდე დავწერეთ, რომ მასპინძლებს მსაჯების მხრიდან სადავო ეზიპოდებში მხარადჭერა ექნებოდათ, მაგრამ ამდენს მაინც არ ველოდით - მსაჯთა ბრიგადამ თითქმის ყველა საკამათო ეპიზოდში ისრაელისთვის სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღო, რამაც ჩვენს გუნდს საქმე კიდევ უფრო გაურთულა.

საქართველოს ნაკრების კალათბურთელებმა ამ ყველაფერს გაუძლეს და საოცარი გამარჯვება მოიპოვეს! ვერ გეტყვით ხვალ რა მოხდება, მოახერხებს თუ არა საქართველოს ნაკრები პლეი ოფში გასვლას, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ამ ბიჭებს ქართველი გულშემატკივრისგან უდიდესი მადლობა ეკუთვნით! ამ ბიჭებმა პატივისცემა და მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაიმსახურეს - თავგანწირული თამაშისთვის, ბრძოლისთვის, მონდომებისთვის, საქართველოს ნაკრების მაისურის ღირსეულად ტარებისთვის!

მატჩი მოლოდინისამებრ მძიმედ დაიწყო და ასე გაგრძელდა ძირითადი დროის ბოლო წამამდე. საქართველოს ნაკრებმა გადამწყვეტი უპირატესობის მოპოვება ოვერტაიმში შეძლო, როცა ჩვენმა კალათბურთელებმა მეტოქე პერიმეტრზეც და სამწამიან ზონაშიც დაჩაგრეს. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ისრაელის ნაკრების ძირითადი ცენტრი რიჩარდ ჰოველი 5 პერსონალურის გამო მოედნიდან გავიდა. ოვერტაიმი ზუროსის გუნდმა 15:2 მოიგო!  

საქართველოს ნაკრების წინა თამაშებიდან ყოველთვის ავღნიშანავდით, რომ მეტოქე ფარზე და სამქულიანებში გვჯობნიდა. თუ დღეს საქართველოს ნაკრებს მეტოქის დამარცხება სურდა, მაშინ ეს კომპონენტები თავის სასარგებლოდ უნდა შემოებრუნებინა.

ევროპის ჩემპიონატზე ჩატარებული წინა 3 მატჩისგან განსხვავებით ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა ზუროსის გუნდმა მოხსნებში მეტოქეს აჯობა, თანაც საოცარი სხვაობით - 50:22. წინა 3 მატჩისგან განსხვავებით ჩვენმა გუნდმა კარგად ითამაშა პერიმეტრზე  - მიიღო მხოლოდ 3 სამქულიანი და საპირისპიროდ ჩააგდო - 9, ყველაზე მეტი წინამორბედ თამაშებზე.

და რაც მთავარია, ლიტვასთან თამაშის მსგავსად ნაკრებმა კარგად ითამაშა დაცვაში, რაც გამარჯვების მთავარი წინაპირობაა. დაცვის მთავარი ორგანიზატორი და შემკვრელი კი მანუჩარ მარკოიშვილია, რომელიც მოედანზე წარმოუდგენლად დიდ სამუშაოს ასრულებს! მარკოიშვილის როლი თამაშის დროს უბრალოდ ფასდაუდებელია. ზღაპრული მატჩი ჩაატარა თორნიკე შენგელიამ, ვინც 25 ქულა და 19 მოხსნა მიითვალა! ორმაგი დუბლი ჰქონდა ზაზა ფაჩულიას  - 19 ქულა, 11 მოხსნა. 18 ქულა ჩააგდო დიქსონმა და 17 დუდა სანაძემ.     

ხვალ, საქართველოს ნაკრები თბილისის დროით 18:30 საათზე იტალიას დაუპირისპირდება. ახლა ჩვენს გუნდს პლეი ოფში გასვლის ორი გზა აქვს - იტალიის ძლიერ ნაკრებს თუ დაამარცხებს პლე ოფში ავტომატურად გავა. თუ ზუროსის გუნდი იტალიასთან დამარცხდება, მაშინ ისევ ისრაელის იმედად ვრჩებით, რომელმაც უკრაინას უნდა მოუგოს. იტალიის ნაკრების დამარცხება იდეალური ვარიანტი იქნება, რადგან ამ შემთხვევაში ჩვენი გუნდი პლეი ოფში უკეთესი პოზიციით მოხვდება.

ლექსო მაისურაძე
სპეციალურად msy.gov.ge-ისთვის თელ ავივიდან
ფოტო - ბესო ელბაქიძე; Fiba-ს ოფიციალური გვერდი

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2017 სექტემბერი 20
19 სექტემბერს, თბილისის სპორტის სასახლეში საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის (BCL) პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი გაიმართა, სადაც საქართველოს ჩემპიონი თბილისის "დინამო" ესპანურ "ხუვენტუტს" დაუპისპირდა და 60:72 დამარცხდა.
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2017 სექტემბერი 15
საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგისა და ასაკობრივი ლიგების აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი ზაბახიძე ფიბას 2019 წლის მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ტურნირის გენდირექტორად დაინიშნა.
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2017 სექტემბერი 15
საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის საერთაშორისო ურთიერთობათა დირექტორი, ფიბას კომისარი მერაბ რატიშვილი ამიერიდან ფიბას ახალი პოზიციის - ფიბას ტექნიკური დელეგატის ლიცენზიის მფლობელია.
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2017 სექტემბერი 12
საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი, დუდა სანაძე კარიერას იტალიის უმაღლეს ლიგაში გააგრძელებს.
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2017 სექტემბერი 08
ესპანეთის ქალაქ  ვიტორიაში „სასკი ბასკონიას" კემპი მიმდინარეობს, სადაც 16 მოზარდი კალათბურთელი მონაწილეობს.