სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

საქართველოს ნაკრები პლეი ოფში ისრაელის უკრაინასთან გამარჯვების შემთხვევაში გავა

თარიღი: 2017 სექტემბერი 06

საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩი იტალიის ნაკრებთან გამართა და 69:71 დამარცხდა. ილიას ზუროსის გუნდი ისრაელთან უმძიმესი მატჩის შემდეგ დღევანდელ დაპირისპირებას გამოფიტული, ენრეგიისგან დაცლილი შეხვდა. (იხილეთ ფოტოგალერეა)

გუნდმა ვერ მოასწრო ძალების აღდგენა, ვერ შეხვდა მზად ფსიქოლოგიურად მატჩის საწყის წუთებს. ქართველმა კალათბურთელებმა ისრაელთან მატჩში მოედანზე ყველაფერი დატოვეს და იტალიასთან შეხვედრას ენერგიისგან დაცლილები შეხვდნენ.

გუშინ, იოლი მატჩი არც იტალიას ჰქონია, მაგრამ ეტორე მესინას გუნდს არც ოვერტაიმი უთამაშია და დასასვენებლადაც მეტი დრო ჰქონდა. ზოგადად, საქართველოს ნაკრებს უჭირს თამაში ისეთ გუნდებთან, რომელიც პერიმეტრიდან კარგად უტევს. იტალიის ნაკრების მთავრი პლიუსიც ეს არის, მესინას გუნდი პერიმეტრზე შეუდარებელია, რაც ამ შეხვედრაშიც კარგად გამოჩნდა. იტალიელებმა 10 სამქულიანი ჩაგვიგდეს. 

შემთხვევითი არ არის, რომ საქართველოს ნაკრებს იტალიელებთან უარყოფითი ბალანსი აქვს, ამ დრომდე ეს გუნდი არ დაუმარცხებია. საქართველოს ნაკრებმა სხვადასხვა დროს დაამარცხა - სერბეთის, ლიტვის, საბერძნეთის და რუსეთის ნაკრები, მაგრამ იტალიის ნაკრებთან გამაჯვება ამ დრომდე ვერ მოახერხა.

საქართველოს ნაკრებს არ ეყო ძალები დაცვაში ხისტად სათამაშოდ, პერიმეტრის ჩასაკეტად. იტალიის ნაკრებმა პირველ პერიოდში ძალიან დიდი უპირატესობა მოიპოვა - 27:10. ზუროსის გუნდმა თამაშში დაბრუნება და ანგარიშის გათანაბრებაც მოახერხა, მაგრამ ძალიან დიდი ენრეგია დახარჯა და მატჩის მოსაგებად ძალა აღარ შერჩა.

არადა, ბოლო წამებზე ამის შანსი ნამდვილად იყო 68:70-ზე ზუროსმა წუთშესვენება აიღო და გუნდს კომბინაცია დაუხაზა, მაგრამ დიქსონმა სამქულიანი ვერ ჩააგდო, რასაც იძულებითი ჯარიმა მოჰყვა 68:71. შეტევის დროს იტალიელები დიქსონზე დაჯარიმდნენ, მაიკლმა ერთი საჯარიმო ჩააგდო და მეორე შეგნებულად ააცილა, ფაჩულიამ და შერმადინმა სამწამიანში იბრძოლეს, გიორგის ბურთის ჩაგდება და მატჩის ოვერტაიმში გადაყვანაც შეეძლო, მაგრამ სამწუხაროდ ვერ მოახერხა...

საქართველოს ნაკრებში საუკეთესო მაიკლ დიქსონი იყო, რომელმაც ძალიან კარგი პროცენტით ესროლა 11-დან 5 სამქულიანი, 6-დან 6 ორიანი და 3-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. დიქსონის შედეგიანი და სხვების თავგანწირული თამაში გასამარჯვებლად საკმარისი არ აღმოჩნდა. 

საქართველოს ნაკრებმა ჯგუფიდან გასვლის კარგი შანსი დაკარგა. ახლა ისრაელის იმედზე ვართ დარჩენილები - თუ მასპინძლები უკრაინას დაამარცხებენ მაშინ საქართველოს ნაკრები პლე ოფში გავა, თუ ვერა, ამ შემთხვევაში სტამბოლში უკრაინა გაემგზავრება.

ლექსო მაისურაძე
სპეციალურად msy.gov.ge-ისთვის თელ ავივიდან
ფოტო -
ბესო ელბაქიძე; Fiba-ს ოფიციალური გვერდი

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2017 დეკემბერი 21
ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის, NBA-ს მორიგი ტურის შეხვედრა ზაზა ფაჩულიას „გოლდენ სტეიტ უორიორსსა" და „მემფის გრიზლის" შორის ანსამბლ „შვიდკაცას" მიერ შესრულებული აშშ-ის ჰიმნით გაიხსნა.
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2017 დეკემბერი 11
20 დეკემბერს, "Oracle Arena"-ზე გასამართ  ნბა-ს რეგულარული ჩემპიონატის მატჩში, რომელშიც ერთმანეთს "გოლდენ  სტეიტი" და "მემფისი" დაუპირისპირდებიან ზაზა ფაჩულიას სახელობის სათამაშო ~Bubble Head" დარიგდება.  
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2017 დეკემბერი 05
საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის „წლის წიგნის" პრეზენტაციას თბილისის „ივენთ ჰოლმა" უმასპინძლა. ქართული კალათბურთის საზოგადოება გაეცნო იმ საკალათბურთო ღონისძიებებს, რომლებსაც  კალათბურთის ფედერაციამ ორგანიზება გასული 4 წლის მანძილზე გაუწია. 
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2017 ნოემბერი 28
მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეორე მატჩში საქართველოს საკალათბურთო ნაკრები სტუმრად სერბეთს დაუპირისპირდა და ანგარიშით 105:87 დამარცხდა.
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2017 ნოემბერი 14
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირისთვის მზადება დაიწყო. მთავარმა მწვრთნელმა, ილიას ზუროსმა 24 კანდიდატი დაასახელა, რომელთაგან ნოემბრის საკვალიფიკაციო მატჩებისთვის 12-ს შეარჩევს