სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

საქართველოს ნაკრები ჯგუფიდან ვერ გავიდა

თარიღი: 2017 სექტემბერი 06

საქართველოს ნაკრებმა თელ ავივში დასრულებული ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი ვერ დაძლია და ევროპირველობას გამოეთიშა.

იტალიასთან მარცხის (69:71) შემდეგ ილიას ზუროსის გუნდს პლეი ოფში მოსახვედრად ერთადერთი გზა რჩებოდა: ბ-ჯგუფის ბოლო მატჩში ისრაელს უკრაინისთვის უნდა მოეგო, მაგრამ უმოტივაციოდ დარჩენილმა ისრაელის ნაკრებმა სრულიად უსახური კალათბურთი ითამაშა, ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვა და საბოლოოდ 64:88 დამარცხდა.

ისრაელის და უკრაინის ნაკრებების პირველ პერიოდს საქართველოს ნაკრების კალათბურთელებიც ესწრებოდნენ, მაგრამ საწყისი პერიოდის შემდეგ დარბაზი დატოვეს...

ჩვენი ჯგუფიდან პლეი ოფის საგზური ლიტვამ, იტალიამ, გერმანიამ და უკრაინამ მოიპოვა. საქართველოს ნაკრები 6 გუნდიან ჯგუფში მე-5 ადგილზე გავიდა. ქართველმა კალათბურთელებმა ლიტვასთან მოპოვებული გამარჯვების შემდეგ ჯერ გერმანიის, მე-3 ტურში კი უკრაინის ნაკრებთან შეხვედრა დათმეს. ბოლოს გამოჩნდა, რომ გადამწყვეტი სწორედ უკრაინასთან მარცხი გამოდგა. გუშინ საქართველომ ისრაელს მძიმე მატჩი მოუგო და იტალიასთანაც ბოლომდე იბრძოლა.

საქართველომ და უკრაინამ 2-2 გამარჯვება დააგროვეს, მაგრამ მეტოქემ ურთიერთშეხვედრების ხარჯზე გვაჯობა. სტამბოლში პლეი ოფის მატჩები 9-17 სექტემბერს გაიმართება. საქართველოს ნაკრები ჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში პლეი ოფის მე-1/8 ფინალში სლოვენიის ნაკრებს შეხვდებოდა, რომელსაც ჩვენი გუნდის ყოფილი თავკაცი იგორ კოკოშკოვი წვრთნის. სერბი სპეციალისტი საქართველოს ნაკრებს 8 წლის განმავლობაში თავკაცობდა და ქართველი კალათბურთელები ევროპის ჩემპიონატზე სამჯერ ათამაშა.

ლექსო მაისურაძე
სპეციალურად msy.gov.ge-ისთვის თელ ავივიდან
ფოტო - Fiba-
ს ოფიციალური გვერდი

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2017 დეკემბერი 21
ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის, NBA-ს მორიგი ტურის შეხვედრა ზაზა ფაჩულიას „გოლდენ სტეიტ უორიორსსა" და „მემფის გრიზლის" შორის ანსამბლ „შვიდკაცას" მიერ შესრულებული აშშ-ის ჰიმნით გაიხსნა.
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2017 დეკემბერი 11
20 დეკემბერს, "Oracle Arena"-ზე გასამართ  ნბა-ს რეგულარული ჩემპიონატის მატჩში, რომელშიც ერთმანეთს "გოლდენ  სტეიტი" და "მემფისი" დაუპირისპირდებიან ზაზა ფაჩულიას სახელობის სათამაშო ~Bubble Head" დარიგდება.  
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2017 დეკემბერი 05
საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის „წლის წიგნის" პრეზენტაციას თბილისის „ივენთ ჰოლმა" უმასპინძლა. ქართული კალათბურთის საზოგადოება გაეცნო იმ საკალათბურთო ღონისძიებებს, რომლებსაც  კალათბურთის ფედერაციამ ორგანიზება გასული 4 წლის მანძილზე გაუწია. 
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2017 ნოემბერი 28
მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეორე მატჩში საქართველოს საკალათბურთო ნაკრები სტუმრად სერბეთს დაუპირისპირდა და ანგარიშით 105:87 დამარცხდა.
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2017 ნოემბერი 14
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირისთვის მზადება დაიწყო. მთავარმა მწვრთნელმა, ილიას ზუროსმა 24 კანდიდატი დაასახელა, რომელთაგან ნოემბრის საკვალიფიკაციო მატჩებისთვის 12-ს შეარჩევს