სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

ზაზა ფაჩულიამ 17 წლიანი სანაკრებო კარიერა დაასრულა - მადლობა კაპიტანო !

თარიღი: 2017 სექტემბერი 07



საქართველოს ეროვნული ნაკრების და ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის გუნდ „გოლდენ სტეიტ უორიორზის" ცენტრმა, 33 წლის ზაზა ფაჩულიამ სანაკრებო კარიერა დაასრულა. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ისრაელში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე იტალიის ნაკრებთან 69:71 დამარცხების შემდეგ ოფიციალური განცხადება გააკეთა -

„ძალიან რთულია დატოვო ის რაც მრავალი წელი შენ ბიჭებთან ერთად მხრებით მოიტანე. B დივიზიონიდან ევროპამდე არ იყო მარტივი გზა დამეთახმებით.

17 წლის განმავლობაში იყო მრავალი წარმატება, წარუმატებლობაც, ყოველთვის უკეთესის მოლოდინი, მაგრამ ეს არის ის რაც ჩვენ გამოგვიდა და დანარჩენს დიდი იმედი მაქვს მომავალი თაობები გააგრძელებენ. ძალიან მინდოდა სხვანაირი დასასრული, მაგრამ სამწუხაროდ ტრავმამ მეტის საშუალება არ მომცა, მაგრამ სურვილი და გამარჯვების ჟინი არასდროს დამიშურებია.



ყველაზე ძალიან გული მწყდება გულშემატკივარზე, რომლის თანადგომას ეს ნაკრები ყოველთვის გრძნობდა და პირადად მე ჩემი კარიერის განმავლობაში.

მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ თითოეულ თქვენგანს , თქვენ უფრო დიდ სიხარულს იმსახურებდით და კვლავ მომავლის იმედით . ახლა კი მშვიდობით ჩემო ნაკრებო და გულშემატკივარო კაპიტნის წასვლის დროც მოვიდა! ეს ოქროს წლები არასდროს დამავიწყდება. მადლობა"
- განაცხადა ზაზა ფაჩულიამ.





2017 წლის ევროპის ჩემპიონატზე ზაზამ 5 მატჩი ითამაშა და მისი საშუალო სტატისტიკური მაჩვენებლები 26.1 წუთი, 13.4 ქულა 9.1 მოხსნა და 1.6 შედეგიანი გადაცემა გახლდათ.

ზაზა ფაჩულია დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე გამორჩეული კალათბურთელია. მისი კაპიტნობით ეროვნულმა ნაკრებმა ზედიზედ ოთხ ევროპის ჩემპიონატზე ითამაშა - 2011 წელს ლიტვაში, 2013 წელს სლოვენიაში, 2015 წელს ხორვატიაში და 2017 წელს ისრაელში.



ფაჩულიამ ეროვნულ ნაკრებში თამაში 2000 წლიდან დაიწყო, 1999-2003 წლებში 211 სმ. სიმაღლის ქართველი ცენტრი სტამბულის „ულქერის" ღირსებას იცავდა, 2003 წლიდან კი საკლუბო კარიერა ამერიკის ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში გააგრძელა, სადაც 5 სხვადასხვა გუნდში ითამაშა (ორლანდო „მეჯიქი", მილუოკი „ბაქსი", ატლანტა „ჰოუქსი", დალას „მავერიქსი", გოლდენ სტეიტ „უორიორზი") და პირველი ქართველი კალათბურთელი გახდა, რომელმაც NBA-ს ჩემპიონის ტიტული მიპოვა - 2017 წელს „გოლდენ სტეიტთან" ერთად.

2017 წელს ზაზა ფაჩულია საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ღირსების ორდენით დააჯილდოვა.

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, მადლობას უხდის ზაზა ფაჩულიას
წარმატებული სანაკრებო და საკლუბო კარიერისთვის და კალათბურთის განვითარებაში შეტანილი უმნიშვნლეოვანესი წვილისთვის.



სამინისტროს პრესსამსახური

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2017 სექტემბერი 20
19 სექტემბერს, თბილისის სპორტის სასახლეში საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის (BCL) პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი გაიმართა, სადაც საქართველოს ჩემპიონი თბილისის "დინამო" ესპანურ "ხუვენტუტს" დაუპისპირდა და 60:72 დამარცხდა.
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2017 სექტემბერი 15
საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგისა და ასაკობრივი ლიგების აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი ზაბახიძე ფიბას 2019 წლის მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ტურნირის გენდირექტორად დაინიშნა.
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2017 სექტემბერი 15
საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის საერთაშორისო ურთიერთობათა დირექტორი, ფიბას კომისარი მერაბ რატიშვილი ამიერიდან ფიბას ახალი პოზიციის - ფიბას ტექნიკური დელეგატის ლიცენზიის მფლობელია.
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2017 სექტემბერი 12
საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი, დუდა სანაძე კარიერას იტალიის უმაღლეს ლიგაში გააგრძელებს.
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2017 სექტემბერი 08
ესპანეთის ქალაქ  ვიტორიაში „სასკი ბასკონიას" კემპი მიმდინარეობს, სადაც 16 მოზარდი კალათბურთელი მონაწილეობს.