სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

მოზარდი კალათბურთელები ესპანეთში სასკი ბასკონიას საწვრთნელ კემპს გადიან

თარიღი: 2017 სექტემბერი 08

ესპანეთის ქალაქ  ვიტორიაში „სასკი ბასკონიას" კემპი მიმდინარეობს, სადაც 16 მოზარდი კალათბურთელი მონაწილეობს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ფედერაციასა და „სასკი ბასკონიას" თანამშრომლობის ფარგლებში ესპანური კლუბის საკალათბურთო კემპი თბილისში 18-21 ივლისს ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს პერსპექტიულმა ახალგაზრდა მოთამაშეებმა.

აღნიშნული პროექტი მესამე წელია მიმდინარეობს და ცნობილი ესპანური კლუბის სამწვრთნელო კემპიც თბილისში მესამედ ჩატარდა, სადაც ესპანელი სპეციალისტების მიერ 16 საუკეთესო კალათბურთელი შეირჩა: გიორგი ბიჭიაშვილი, ვალერი ჩხიტუნიძე, დაჩი ქავთარაძე, გიგი ტაბაღუა, მათე კაპანაძე, დათა გოგაძე, რომა ჭინჭარაული, ირაკლი კილაძე, ლუკა ხუციშვილი, გიორგი მოსიაშვილი, საბა მურღულია, ნუგზარ ბოჭორიშვილი, ლუკა დოლიძე, ლუკა ლიკლიკაძე, გიორგი ოჩხიკიძე და სანდრო კასაბური. მოზარდებთან ერთად „სასკი ბასკონიას" მოსამზადებელ კემპს გადის 16-წლამდელთა ასაკობრივი ნაკრების ასისტენტ-მწვრთნელი თემურ კანკია.

„ბასკონიას" წინასასეზონო კემპი ვიტორიაში 9 სექტემბრამდე გაგრძელდება, მანამდე კი გთავაზობთ კემპზე მონაწილე კალათბურთელების და მწვრთნელის კომენტარებს "სასკი ბასკონის" მიმდინარე  კემპის შესახებ.

(მათე კაპანაძის, გიორგი მოსიაშვილის, ირაკლი კილაძის და თემურ კანკიას კომენტარები ესპანეთში მიმდინარე "სასკი ბასკონიას" კემპის შესახებ)

WWW.GBF.GE

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2017 ნოემბერი 14
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირისთვის მზადება დაიწყო. მთავარმა მწვრთნელმა, ილიას ზუროსმა 24 კანდიდატი დაასახელა, რომელთაგან ნოემბრის საკვალიფიკაციო მატჩებისთვის 12-ს შეარჩევს 
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2017 ნოემბერი 02
საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ფედერაციამ დაიწყო მსაჯთა მოსამზადებელ კურსებზე მსურველების მიღება. ფედერაციის მოწვევით საქართველოში ჩამოსულია და მსაჯთა კავშირში „ეროვნულ ინსტრუქტორად" მუშაობს გამოცდილი სერბი სპეციალისტი დრაგან ნეშკოვიჩი, რომელიც მსაჯობის დაწყების მსურველებს სპეციალური პროგრამით მოამზადებს და არბიტრის კარიერის დაწყებაში დაეხმარება.    
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2017 ოქტომბერი 19
გამორჩეული დღე ჰქონდა ზაზა ფაჩულიას. საქართველოს ეროვნული ნაკრების ექს-კაპიტანმა ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის საჩემპიონო ბეჭედი მოირგო. 
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2017 ოქტომბერი 18
საქართველოს კალათბურთის ფედერაციამ ევრობასკეტ 2021-ის ქვეჯგუფის მასპინძლობის სურვილი ფიბა-ევროპის ხელმძღვანელობასთან დააფიქსირა. მოგეხსენებათ, ფიბა-მ მნიშვნელოვანი ცვლილებები განახორციელა და ამიერიდან ევრობასკეტი 4 წელიწადში ერთხელ გაიმართება.
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2017 ოქტომბერი 13
ბერძენმა სპეციალისტმა, ილიას ზუროსმა საქართველოს კალათბურთის ფედერაციასთან ახალი ხელშეკრულება გააფორმა. მოგეხსენებათ, გასული ევრობასკეტის შემდეგ ზუროსს კონტრაქტი ამოეწურა და დღეს, ბერძენ სპეციალისტთან ახალი, 2-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა, რის განმავლობაშიც იგი საქართველოს ეროვნულ ნაკრებს მსოფლიოს 2019 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე გაწვრთნის.