სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

დუდა სანაძე კარიერას იტალიის უმაღლესი ლიგის კლუბ პისტოიაში გააგრძელებს

თარიღი: 2017 სექტემბერი 12

საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი, დუდა სანაძე კარიერას იტალიის უმაღლეს ლიგაში გააგრძელებს. სერია „ა"-ს კლუბმა „ფლექს პისტოიამ" საკუთარ ვებ-გვერდზე ოფიციალურად გამოაქვეყნა, რომ ქართველ მსროლელთან კონტრაქტი გააფორმა. დუდამ ხელშეკრულება მიმოწერით გააფორმა, ხოლო დოკუმენტი მას შემდეგ შევა ძალაში, რაც სანაძე იტალიაში ჩავა და სამედიცილო შემოწმებას წარმატებით გაივლის.

შეგახსენებთ, რომ სანაძემ გასული სეზონი სლოვენიურ "პრიმორსკაში" გაატარა და გუნდში საუკეთესო სტატისტიკა ჰქონდა: 17.2 ქულა, 2.9 მოხსნა, 1.3 პასი და 1.2 ჩაჭრა. სულ ახლახანს დუდამ საქართველოს ეროვნული ნაკრების მაისურით ევროპის 2017 წლის ჩემპიონატზე ითამაშა, სადაც საშუალოდ 10.8 ქულას, 2.0 მოხსნას, 1.2 პასს და 1.2 ჩაჭრას აგროვებდა.

"სანაძის სახით ძალიან საჭირო კალათბურთელი დაგვემატა. ის ახალგაზრდაა, თუმცა, საერთაშორისო ასპარეზზე დიდი გამოცდილება აქვს მიღებული. კარგია ისიც, რომ დუდა პირდაპირ ევროპის ჩემპიონატიდან მოდის და კარგ ფიზიკურ კონდიციებში იქნება. იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ სეზონისთვის მზადება ცოტა გვიან დავიწყეთ, ეს ფაქტი ძალიან მახარებს. ამასთან, სანაძეს ორ პოზიციაზე თანაბარი წარმატებით თამაში შეუძლია, რაც გუნდისთვის იდეალური ვარიანტია", - განაცხადა "ფლექს პისტოიას" მთავარმა მწვრთნელმა ვინჩენცო ესპოზიტომ.

სანაძე ახლა თბილისში იმყოფება და იტალიის სამუშაო ვიზის მოლოდინშია, რომლის მიღების შემდეგაც აპენინის ნახევარკუნძულზე გაემგზავრება და თავის ახალ კლუბს შეუერთდება.

WWW.GBF.GE

 

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2017 დეკემბერი 21
ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის, NBA-ს მორიგი ტურის შეხვედრა ზაზა ფაჩულიას „გოლდენ სტეიტ უორიორსსა" და „მემფის გრიზლის" შორის ანსამბლ „შვიდკაცას" მიერ შესრულებული აშშ-ის ჰიმნით გაიხსნა.
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2017 დეკემბერი 11
20 დეკემბერს, "Oracle Arena"-ზე გასამართ  ნბა-ს რეგულარული ჩემპიონატის მატჩში, რომელშიც ერთმანეთს "გოლდენ  სტეიტი" და "მემფისი" დაუპირისპირდებიან ზაზა ფაჩულიას სახელობის სათამაშო ~Bubble Head" დარიგდება.  
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2017 დეკემბერი 05
საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის „წლის წიგნის" პრეზენტაციას თბილისის „ივენთ ჰოლმა" უმასპინძლა. ქართული კალათბურთის საზოგადოება გაეცნო იმ საკალათბურთო ღონისძიებებს, რომლებსაც  კალათბურთის ფედერაციამ ორგანიზება გასული 4 წლის მანძილზე გაუწია. 
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2017 ნოემბერი 28
მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეორე მატჩში საქართველოს საკალათბურთო ნაკრები სტუმრად სერბეთს დაუპირისპირდა და ანგარიშით 105:87 დამარცხდა.
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2017 ნოემბერი 14
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირისთვის მზადება დაიწყო. მთავარმა მწვრთნელმა, ილიას ზუროსმა 24 კანდიდატი დაასახელა, რომელთაგან ნოემბრის საკვალიფიკაციო მატჩებისთვის 12-ს შეარჩევს