სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

მერაბ რატიშვილი კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციის - FIBA-ს ტექნიკური დელეგატია

თარიღი: 2017 სექტემბერი 15

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის საერთაშორისო ურთიერთობათა დირექტორი, ფიბას კომისარი მერაბ რატიშვილი ამიერიდან ფიბას ახალი პოზიციის - ფიბას ტექნიკური დელეგატის ლიცენზიის მფლობელია. ამის დამადასტურებელი სერტიფიკატი რატიშვილმა 12 სექტემბერს სტამბოლში, ფიბას ტექნიკური დელეგატების დასკვნითი სემინარისა და გამოცდების შემდეგ მიიღო.

ფიბამ ტექნიკური დელეგატის თანამდებობა საგანგებოდ შემოიღო მსოფლიოს 2019 წლის შესარჩევი მატჩებისთვის. ტექნიკური დელეგატის ფუნქციაა მსოფლიოს ჩემპიონატის კონკრეტული შესარჩევი მატჩის ორგანიზების ზედამხედველობა და მართვა, რაც მოიცავს: უშუალოდ მატჩის ჩატარების ადგილის (არენის) შესაბამისად გამართვა-მოწყობას; მარკეტინგს; მატჩის მონაწილეთა და მაყურებელთა უსაფრთხოებას; მედიისთვის სამუშაო პირობების შექმნის მონიტორინგს; სატელევიზიო პროდუქციის მომზადების და ტრანსლირების კონტროლს; პირველად სამედიცინო მომსახურებას და დოპინგ-კონტროლს; მატჩის მიმდინარეობას კალათბურთის ოფიციალური წესების და ფიბას შესაბამისი დებულებების მიხედვით.

თავდაპირველად ფიბამ ევროპის მასშტაბით ტექნიკური დელეგატობის 80 კანდიდატურა შეარჩია. წელიწადნახევრის განმავლობაში კანდიდატები მუდმივად გადიოდნენ წვრთნას, ონ-ლაინ ტესტებს და პრაქტიკულ გამოცდებს სხვადსახვა საკითხებში. დასკვნითი გამოცდის შემდეგ ფიბას ტექნიკური დელეგატის ლიცენზია 35 კაცმა მიიღო, მათ შორის მერაბ რატიშვილმაც. აღსნიშნავია, რომ ყოფილი საბჭოთა კავშირიდან ლიცენზია მიიღეს მხოლოდ საქართველოს, ლიტვის და ლატვიის თითო წარმომადგენელმა.

მერაბ რატიშვილმა ტექნიკური დელეგატის რანგში უკვე მიიღო პირველი დანიშვნა - მსოფლიოს 2019 წლის შესარჩევი ტურნირის პირველ ფანჯარაში, 26 ნოემბერს კიევში უკრაინა-თურქეთის მატჩს მოემსახურება.

ფიბას ტექნიკური დელეგატობის პარალელურად მერაბ რატიშვილი აგრძელებს საქმიანობას ფიბას კომისრის სტატუსით და სექტემბერში 2 მატჩს უკომისრებს: 19 სექტემბერს თბილისში საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის „დინამო" - „ხუვენტუდს" (ესპანეთი), ხოლო 27 სექტემბერს - თურქეთის ქალაქ ტრაპიზონში,ფიბა ევროპის თასის საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩს ადგილობრივ „ტრაბზონსფორსა" და უნგრეთის „სოლნოკის" შორის.

WWW.GBF.GE

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2017 ოქტომბერი 13
ბერძენმა სპეციალისტმა, ილიას ზუროსმა საქართველოს კალათბურთის ფედერაციასთან ახალი ხელშეკრულება გააფორმა. მოგეხსენებათ, გასული ევრობასკეტის შემდეგ ზუროსს კონტრაქტი ამოეწურა და დღეს, ბერძენ სპეციალისტთან ახალი, 2-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა, რის განმავლობაშიც იგი საქართველოს ეროვნულ ნაკრებს მსოფლიოს 2019 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე გაწვრთნის.
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2017 სექტემბერი 27
1 ოქტომბერს საქართველოში საკალათბურთო სეზონი დუდუ დადიანის მემორიალით იხსნება.
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2017 სექტემბერი 20
19 სექტემბერს, თბილისის სპორტის სასახლეში საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის (BCL) პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი გაიმართა, სადაც საქართველოს ჩემპიონი თბილისის "დინამო" ესპანურ "ხუვენტუტს" დაუპისპირდა და 60:72 დამარცხდა.
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2017 სექტემბერი 15
საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგისა და ასაკობრივი ლიგების აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი ზაბახიძე ფიბას 2019 წლის მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ტურნირის გენდირექტორად დაინიშნა.
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2017 სექტემბერი 12
საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი, დუდა სანაძე კარიერას იტალიის უმაღლეს ლიგაში გააგრძელებს.