სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

გიორგი ზაბახიძე ფიბას მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპის გენდირექტორად დაინიშნა

თარიღი: 2017 სექტემბერი 15

საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგისა და ასაკობრივი ლიგების აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი ზაბახიძე ფიბას 2019 წლის მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ტურნირის გენდირექტორად დაინიშნა.

ეს ტიტული გიორგი ზაბახიძემ სტამბოლში, 12-14 ივლისს გამართულ ფიბას შესაბამის ღონიძიებაზე მიიღო, სადაც თავი მოიყარეს ევროპის ყველა იმ ქვეყნის წარმომადგენელმა, რომლებიც მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპში მონაწილეობენ.

სტამბოლში გამართულ ღონისძიებაზე დეტალურად იქნა განხილული ყველა ის დეტალი, რომელიც მსოფლიოს 2019 წლის საკვალიფიკაციო მატჩების ორგანიზებას უკავშირდება. გენდირექტორი იქნება მთავარი ფიგურა, რომელიც საკვალიფიკაციო მატჩების ფიბას სტანდარტების შესაბამისად ჩატარებაზე იქნება პასუხისმგებელი. მის დაქვემდებარებაში იქნებინ შესაბამისი სამსახურები, რომლებიც ფიბას ოფიციალური მატჩების ჩასატარებლად ფიბა ინსტრუქციის შესაბამისად უმუშავებენ.

საქართველო მსოფლიოს თასის შესარჩევ ტურნირში 24 ნოემბერიდან ჩაებმება. ჩვენი ნაკრების მეტოქეები გერმანია, სერბეთი და ავსტრია იქნებიან. 



WWW.SUPERLEAGUE.GE

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2017 დეკემბერი 11
20 დეკემბერს, "Oracle Arena"-ზე გასამართ  ნბა-ს რეგულარული ჩემპიონატის მატჩში, რომელშიც ერთმანეთს "გოლდენ  სტეიტი" და "მემფისი" დაუპირისპირდებიან ზაზა ფაჩულიას სახელობის სათამაშო ~Bubble Head" დარიგდება.  
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2017 დეკემბერი 05
საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის „წლის წიგნის" პრეზენტაციას თბილისის „ივენთ ჰოლმა" უმასპინძლა. ქართული კალათბურთის საზოგადოება გაეცნო იმ საკალათბურთო ღონისძიებებს, რომლებსაც  კალათბურთის ფედერაციამ ორგანიზება გასული 4 წლის მანძილზე გაუწია. 
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2017 ნოემბერი 28
მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეორე მატჩში საქართველოს საკალათბურთო ნაკრები სტუმრად სერბეთს დაუპირისპირდა და ანგარიშით 105:87 დამარცხდა.
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2017 ნოემბერი 14
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირისთვის მზადება დაიწყო. მთავარმა მწვრთნელმა, ილიას ზუროსმა 24 კანდიდატი დაასახელა, რომელთაგან ნოემბრის საკვალიფიკაციო მატჩებისთვის 12-ს შეარჩევს 
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2017 ნოემბერი 02
საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ფედერაციამ დაიწყო მსაჯთა მოსამზადებელ კურსებზე მსურველების მიღება. ფედერაციის მოწვევით საქართველოში ჩამოსულია და მსაჯთა კავშირში „ეროვნულ ინსტრუქტორად" მუშაობს გამოცდილი სერბი სპეციალისტი დრაგან ნეშკოვიჩი, რომელიც მსაჯობის დაწყების მსურველებს სპეციალური პროგრამით მოამზადებს და არბიტრის კარიერის დაწყებაში დაეხმარება.