სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

თბილისის დინამო ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ესპანურ ხუვენტუტთან 60:72 დამარცხდა

თარიღი: 2017 სექტემბერი 20



19 სექტემბერს, თბილისის სპორტის სასახლეში საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის (BCL) პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი გაიმართა, სადაც საქართველოს ჩემპიონი თბილისის "დინამო" ესპანურ "ხუვენტუტს" დაუპისპირდა და 60:72 დამარცხდა.

აღსანიშნავია, რომ ქართული კლუბი ევროტურნირებს რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა და ფავორიტად ესპანური "ხუვენტუტი" მიიჩნეოდა.

შეხვედრის პირველი მეოთხედი ფრედ 17:17 დასრულდა, ტაიმი კი სტუმრებმა ერთქულიანი უპირატესობით მოიგეს - 30:29. ესპანელებმა ერთი ქულის სხვაობით მოიგეს მესამე მეოთხედიც - 17:16, ბოლო ათწუთეულში კი სტუმართა უპირატესობა თვალსაჩინო გახდა - 25:15, რამაც საბოლოო ანგარიშზე გადამწყვეტი გავლენა იქონია.

"დინამოს" რიგებში საუკეთესო ნიკოლოზ ცქიტიშვილი იყო, რომელმაც გუნდს 23 ქულა მოუტანა. 17 ქულა მოაგროვა გუნდის სერბმა ლეგიონერმა ნიკოლა გაჩეშამ.

საპასუხო მატჩი 21 სექტემბერს ესპანეთში, ქალაქ ბადალონაში გაიმართება.



ფოტო: თამუნა ყულუმბეგაშვილი
სამინისტროს პრესსამსახური

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2017 ოქტომბერი 13
ბერძენმა სპეციალისტმა, ილიას ზუროსმა საქართველოს კალათბურთის ფედერაციასთან ახალი ხელშეკრულება გააფორმა. მოგეხსენებათ, გასული ევრობასკეტის შემდეგ ზუროსს კონტრაქტი ამოეწურა და დღეს, ბერძენ სპეციალისტთან ახალი, 2-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა, რის განმავლობაშიც იგი საქართველოს ეროვნულ ნაკრებს მსოფლიოს 2019 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე გაწვრთნის.
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2017 სექტემბერი 27
1 ოქტომბერს საქართველოში საკალათბურთო სეზონი დუდუ დადიანის მემორიალით იხსნება.
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2017 სექტემბერი 15
საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგისა და ასაკობრივი ლიგების აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი ზაბახიძე ფიბას 2019 წლის მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ტურნირის გენდირექტორად დაინიშნა.
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2017 სექტემბერი 15
საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის საერთაშორისო ურთიერთობათა დირექტორი, ფიბას კომისარი მერაბ რატიშვილი ამიერიდან ფიბას ახალი პოზიციის - ფიბას ტექნიკური დელეგატის ლიცენზიის მფლობელია.
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2017 სექტემბერი 12
საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი, დუდა სანაძე კარიერას იტალიის უმაღლეს ლიგაში გააგრძელებს.