სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

საკალათბურთო სეზონი დუდუ დადიანის მემორიალით გაიხსნება

თარიღი: 2017 სექტემბერი 27

1 ოქტომბერს საქართველოში საკალათბურთო სეზონი დუდუ დადიანის მემორიალით იხსნება. ტრაგიკულად დაღუპული კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის ხსოვნის ტურნირი ტრადიციულია, ისტორიას 2002 წლიდან იღებს და წელს მეთექვსმეტედ ჩატარდება. ტურნირის მასპინძელი 1-დან 6 ოქტომბრის ჩათვლით თბილისის ოლიმპიური სასახლე იქნება.

დუდუ დადიანის მემორიალი ღია ტურნირს წარმოადგენს და ნებისმიერი გუნდისთვის მისი კარი ღიაა. ამ ტურნირში სხვადასხვა დროს აზერბაიჯანისა და ყაზახეთის კლუბები მონაწილეობდნენ, წელს კი მასში საქართველოს „ა" ლიგის წარმომადგენელიც იასპარეზებს.

გათამაშების სისტემის თანახმად, მემორიალის მონაწილე 9 გუნდი 3 ჯგუფშია გადანაწილებული. გუნდები ჯგუფებში გასული სეზონის შედეგების მიხედვით განთავსდნენ. დუდუ დადიანის მემორიალში „ბათუმის" გარდა სუპერლიგის ყველა გუნდი მონაწილეობს. „ა" ლიგიდან ტურნირში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა „თსუ-ჰიუნდაიმ", რომელსაც გასულ სეზონში სუპერლიგაში გადმოსვლამდე 1 ნაბიჯი დააკლდა.

„ა" ჯგუფი: დინამო, მგზავრები, თსუ ჰიუნდაი
„ბ" ჯგუფი: ქუთაისი, სოხუმი, მარნეული
„გ" ჯგუფი: რუსთავი, კაკტუსი, ოლიმპი

გათამაშების ფორმატის თანახმად, გუნდები ჯგუფებში ერთ წრეს ითამაშებენ, რის შემდეგაც ნახევარფინალში ჯგუფების გამარჯვებულები და საუკეთესო მეორეადგილოსანი გავლენ. ნახევარფინალში გუნდები ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ, 4 ოქტომბერს დაგეგმილი კენჭისყრის შედეგად დაწყვილდებიან.

ნახევარფინალები 5 ოქტომბერს გაიმართება, ხოლო ფინალს ოლიმპიური სასახლე 6-ში, 19:00 საათზე უმასპინძლებს.

WWW.SUPERLEAGUE.GE

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2017 ოქტომბერი 13
ბერძენმა სპეციალისტმა, ილიას ზუროსმა საქართველოს კალათბურთის ფედერაციასთან ახალი ხელშეკრულება გააფორმა. მოგეხსენებათ, გასული ევრობასკეტის შემდეგ ზუროსს კონტრაქტი ამოეწურა და დღეს, ბერძენ სპეციალისტთან ახალი, 2-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა, რის განმავლობაშიც იგი საქართველოს ეროვნულ ნაკრებს მსოფლიოს 2019 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე გაწვრთნის.
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2017 სექტემბერი 20
19 სექტემბერს, თბილისის სპორტის სასახლეში საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის (BCL) პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი გაიმართა, სადაც საქართველოს ჩემპიონი თბილისის "დინამო" ესპანურ "ხუვენტუტს" დაუპისპირდა და 60:72 დამარცხდა.
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2017 სექტემბერი 15
საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგისა და ასაკობრივი ლიგების აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი ზაბახიძე ფიბას 2019 წლის მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ტურნირის გენდირექტორად დაინიშნა.
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2017 სექტემბერი 15
საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის საერთაშორისო ურთიერთობათა დირექტორი, ფიბას კომისარი მერაბ რატიშვილი ამიერიდან ფიბას ახალი პოზიციის - ფიბას ტექნიკური დელეგატის ლიცენზიის მფლობელია.
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2017 სექტემბერი 12
საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი, დუდა სანაძე კარიერას იტალიის უმაღლეს ლიგაში გააგრძელებს.