სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

კალათბურთის ფედერაციამ ილიას ზუროსს ეროვნული ნაკრები კიდევ 2 წლით ჩააბარა

თარიღი: 2017 ოქტომბერი 13

ბერძენმა სპეციალისტმა, ილიას ზუროსმა საქართველოს კალათბურთის ფედერაციასთან ახალი ხელშეკრულება გააფორმა. მოგეხსენებათ, გასული ევრობასკეტის შემდეგ ზუროსს კონტრაქტი ამოეწურა და დღეს, ბერძენ სპეციალისტთან ახალი, 2-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა, რის განმავლობაშიც იგი საქართველოს ეროვნულ ნაკრებს მსოფლიოს 2019 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე გაწვრთნის.

დღეს ილიას ზუროსი თბილისის ოლიმპიურ სასახლეში სუპერთასის გათამაშებას დაესწრო, ხოლო მასმედიასთან შემდეგი კომენტარი გააკეთა:

- მოხარული ვარ, რომ ახალი, ორწლიანი კონტრაქტი გავაფორმეთ. ეს ნიშნავს, რომ ორივე მხარე კმაყოფილია, მეც და საქართველოს კალათბურთის ფედერაციაც. განვლილ ორ წელიწადში გავმართეთ ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩები და ვიასპარეზეთ ევრობასკეტზე.

- მომდევნო ციკლი მსოფლიო თასის საკვალიფილაციო ეტაპებია. წინასწარ შეიძლება ითქვას - მძიმე სიტუაციაა, რადგან განახლებული გუნდით მოგვიწევს გამოსვლა. თუმცა მოხარული ვარ, რომ ახალ ციკლს ახალი იმედითა და კარგის მოლოდინით ვიწყებთ.

- არ გვეყოლება ზაზა ფაჩულია და ვიქტორ სანიკიძე, რომლებიც ბოლო წლებში გუნდს ძალიან ეხმარებოდნენ, თავს არ ზოგავდნენ.

- საქმე ძალიან გართულდა მას მერე, რაც ფიბა და ევროლიგა ვერ შეთანხმდნენ... შესაბამისად, დღევანდელი სიტუაციით ნაკრებში ვერც ევროლიგის კალათბურთელები ითამაშებენ. არ გვეყოლებიან თორნიკე შენგელია და გიორგი შერმადინი. მოგეხსენებათ, ბექა ბურჯანაძემც ოპერაცია გაიკეთა, როგორც ვიცი, ყველაფერმა კარგად ჩაიარა.  იმედი გვაქვს, რომ იგი მალე დაუბრუნდება მოედანს. ჯანმრთელობას ვუსურვებ. ძალიან, ძალიან მაგრად უნდა ვიბრძოლოთ, რომ ამ კალათბურთელების არყოფნის ფონზე დადებით შედეგს მივაღწიოთ.

- დავიწყებთ იმ რესურსით, რაც ჩვენს ხელთაა. იმედი მაქვს, სხვები ითამაშებენ, გვიჩვენებენ, რომ შეუძლიათ... ახლა, საჭიროა, ვიპოვოთ საუკეთესო კალათბურთელბი საქართველოს ნაკრებისთვის, ნაბიჯ-ნაბიჯ ვიაროთ და გავუმჯობესდეთ თამაშიდან თამაშამდე.

მნიშვნელოვანია ყველა ერთად დავდგეთ, მივიღოთ სწორი გადაწყვეტილებები. მჯერა, რომ ამ საკვალიფიკაციოზე წარმატებით თამაში შეგვიძლია, უნდა გავიდეთ შემდეგ ეტაპზე და განვაგრძოთ ბრძოლა მთავარი მიზნისთვის.

gbf.ge

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2017 დეკემბერი 11
20 დეკემბერს, "Oracle Arena"-ზე გასამართ  ნბა-ს რეგულარული ჩემპიონატის მატჩში, რომელშიც ერთმანეთს "გოლდენ  სტეიტი" და "მემფისი" დაუპირისპირდებიან ზაზა ფაჩულიას სახელობის სათამაშო ~Bubble Head" დარიგდება.  
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2017 დეკემბერი 05
საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის „წლის წიგნის" პრეზენტაციას თბილისის „ივენთ ჰოლმა" უმასპინძლა. ქართული კალათბურთის საზოგადოება გაეცნო იმ საკალათბურთო ღონისძიებებს, რომლებსაც  კალათბურთის ფედერაციამ ორგანიზება გასული 4 წლის მანძილზე გაუწია. 
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2017 ნოემბერი 28
მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეორე მატჩში საქართველოს საკალათბურთო ნაკრები სტუმრად სერბეთს დაუპირისპირდა და ანგარიშით 105:87 დამარცხდა.
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2017 ნოემბერი 14
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირისთვის მზადება დაიწყო. მთავარმა მწვრთნელმა, ილიას ზუროსმა 24 კანდიდატი დაასახელა, რომელთაგან ნოემბრის საკვალიფიკაციო მატჩებისთვის 12-ს შეარჩევს 
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2017 ნოემბერი 02
საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ფედერაციამ დაიწყო მსაჯთა მოსამზადებელ კურსებზე მსურველების მიღება. ფედერაციის მოწვევით საქართველოში ჩამოსულია და მსაჯთა კავშირში „ეროვნულ ინსტრუქტორად" მუშაობს გამოცდილი სერბი სპეციალისტი დრაგან ნეშკოვიჩი, რომელიც მსაჯობის დაწყების მსურველებს სპეციალური პროგრამით მოამზადებს და არბიტრის კარიერის დაწყებაში დაეხმარება.