სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

ფაჩულიამ ნბა-ს საჩემპიონო ბეჭედი სეზონის გახსნის მატჩის წინ ჩაიბარა

თარიღი: 2017 ოქტომბერი 19

დღეს გამორჩეული დღე ჰქონდა ზაზა ფაჩულიას. საქართველოს ეროვნული ნაკრების ექს-კაპიტანმა ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის საჩემპიონო ბეჭედი მოირგო. დამკვიდრებული ტრადიციის თანახმად, ნბა-ში საჩემპიონო ბეჭდებს მის მფლობელებს ჩემპიონატის პირველი მატჩის წინ ურიგებენ. დღეს ფაჩულიას „გოლდენ სტეიტმა" ახალი სეზონის სადებიუტო მატჩი გამართა „ჰიუსტონთან", რის დაწყებამდეც ლიგის ბოსებმა მას და ყველა გოლდენსტეიტელს ძვირფასი ბეჭედი გადასცეს.

რაც შეეხება მატჩს, „გოლდენ სტეიტი" პირველივე წამებიდან იგებდა და მესამე პერიოდში 17 ქულითც, თუმცა ბოლო წამებზე პირველად ჩამორჩა და წააგო კიდეც - 121:122. „ჰიუსტონ როტეტსი" წლეულს საკმაოდ გაძლიერდა და როგორც ჩანს, ოკლენდური გუნდის ერთ-ერთი მთავარი კონკურენტი იქნება დასავლეთში.

ქართველმა ცენტრმა თამაში სასტარტო ხუთეულში დაიწყო და მოედანზე მთლიანობაში 10 წუთი გაატარა. დროის კვალობაზე ფაჩულია საკმაოდ შედეგიანი იყო და მოედანი 6 ქულით, 3 მოხსნით და 1 დაფარებით დატოვა. ზაზამ 2=დან 2 ორქულიანი და 2=დან 2 საჯარიმო ჩააგდო.

„გოლდენ სტეიტი" მომდევნო მატჩს 21 ოქტომბერს, სტუმრად „ნიუ ორლეანთან" გამართავს.

ზაზა ფაჩულიას კომენტარი ქართულ ენაზე: https://www.facebook.com/europebet/videos/802892383206368/?hc_ref=ARSwERmPpStotx4hgtidyky7VCf5-MJbaNe7401fnUJvoOJxXoXNCgQyXGXG23_OTv8&fref=nf



WWW.GBF.GE

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2017 ნოემბერი 14
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირისთვის მზადება დაიწყო. მთავარმა მწვრთნელმა, ილიას ზუროსმა 24 კანდიდატი დაასახელა, რომელთაგან ნოემბრის საკვალიფიკაციო მატჩებისთვის 12-ს შეარჩევს 
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2017 ნოემბერი 02
საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ფედერაციამ დაიწყო მსაჯთა მოსამზადებელ კურსებზე მსურველების მიღება. ფედერაციის მოწვევით საქართველოში ჩამოსულია და მსაჯთა კავშირში „ეროვნულ ინსტრუქტორად" მუშაობს გამოცდილი სერბი სპეციალისტი დრაგან ნეშკოვიჩი, რომელიც მსაჯობის დაწყების მსურველებს სპეციალური პროგრამით მოამზადებს და არბიტრის კარიერის დაწყებაში დაეხმარება.    
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2017 ოქტომბერი 18
საქართველოს კალათბურთის ფედერაციამ ევრობასკეტ 2021-ის ქვეჯგუფის მასპინძლობის სურვილი ფიბა-ევროპის ხელმძღვანელობასთან დააფიქსირა. მოგეხსენებათ, ფიბა-მ მნიშვნელოვანი ცვლილებები განახორციელა და ამიერიდან ევრობასკეტი 4 წელიწადში ერთხელ გაიმართება.
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2017 ოქტომბერი 13
ბერძენმა სპეციალისტმა, ილიას ზუროსმა საქართველოს კალათბურთის ფედერაციასთან ახალი ხელშეკრულება გააფორმა. მოგეხსენებათ, გასული ევრობასკეტის შემდეგ ზუროსს კონტრაქტი ამოეწურა და დღეს, ბერძენ სპეციალისტთან ახალი, 2-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა, რის განმავლობაშიც იგი საქართველოს ეროვნულ ნაკრებს მსოფლიოს 2019 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე გაწვრთნის.
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2017 სექტემბერი 27
1 ოქტომბერს საქართველოში საკალათბურთო სეზონი დუდუ დადიანის მემორიალით იხსნება.