სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი მარცხით დაიწყო

თარიღი: 2017 ნოემბერი 29



მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეორე მატჩში საქართველოს საკალათბურთო ნაკრები სტუმრად სერბეთს დაუპირისპირდა და ანგარიშით 105:87 დამარცხდა. ლიდერების გარეშე მოთამაშე ჩვენმა გუნდმა გასული ევრობასკეტის ფინალისტთან ბოლომდე იბრძოლა, თუმცა მეტოქის მაღალი კლასის ხარჯზე ვერ შეძლო გამარჯვების მოპოვება.

შეცდომების მიუხედავად, ქართველმა კალათბურთელებმა შედეგიანად იასპარეზეს პირველ ტაიმში და უპირობო ფავორიტებთან დიდ შესვენებამდე 45:44 დაწინაურდნენ. მესამე პერიოდში გამოიკვეთა მასპინძლების უპირატესობა, რასაც მოჰყვა ჩვენთვის წარუმატებელი მეოთხე პერიოდი და საბოლოოდ სერბებმა 18 ქულიანი უპირატესობით იმარჯვეს.

საქართველოს ნაკრებს მაიკ დიქსონმა ულიდერა. ნატურალიზებულმა კალათბურთელმა 36 ქულის მოგროვება შეძლო და ზაზა ფაჩულიას სანაკრებო რეკორდი გაიმეორა. დიქსონმა 36 ქულას 9 შედეგიანი გადაცემაც მიამატა და მარგის ქმედების კოეფიციენტი +33 გამოუვიდა. ამ მაჩვენებლით ის მხოლოდ მიროსლავ რადულიცას (+34) ჩამორჩა, რომელმაც სერბების გამარჯვებაში გადამწყვეტი როლი შეასრულა (28 ქულა, 8 მოხსნა). 14 ქულა დააგროვა მერაბ ბოქოლიშვილმა. 10 ქულიანი ზღვარი კიდევ ორმა ქართველმა კალათბურთელმა გადალახა. მიხეილ ბერიშვილის ანგარიშზე 11 ქულაა, ხოლო მანუჩარ მარკოიშვილმა 10 ქულის მოგროვება შეძლო.

შესარჩევ ეტაპზე ეს საქართველოს ნაკრების მეორე მარცხია. პირველ ტურში ქართველი კალათბურთელები გერმანიასთან სტუმრად 79:70 დამარცხდნენ. G ჯგუფში საქართველოს ნაკრები მე-3 ადგილზეა და მხოლოდ ავსტრიას უსწრებს. მომდევნო მატჩებს ჩვენი გუნდი 22 და 25 თებერვალს გამართავს - ავსტრიასთან სტუმრად, ხოლო გერმანიასთან თბილისში ითამაშებს.

ფოტო: www.gbf.ge
სამინისტროს პრესსამსახური

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2017 დეკემბერი 11
20 დეკემბერს, "Oracle Arena"-ზე გასამართ  ნბა-ს რეგულარული ჩემპიონატის მატჩში, რომელშიც ერთმანეთს "გოლდენ  სტეიტი" და "მემფისი" დაუპირისპირდებიან ზაზა ფაჩულიას სახელობის სათამაშო ~Bubble Head" დარიგდება.  
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2017 დეკემბერი 05
საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის „წლის წიგნის" პრეზენტაციას თბილისის „ივენთ ჰოლმა" უმასპინძლა. ქართული კალათბურთის საზოგადოება გაეცნო იმ საკალათბურთო ღონისძიებებს, რომლებსაც  კალათბურთის ფედერაციამ ორგანიზება გასული 4 წლის მანძილზე გაუწია. 
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2017 ნოემბერი 14
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირისთვის მზადება დაიწყო. მთავარმა მწვრთნელმა, ილიას ზუროსმა 24 კანდიდატი დაასახელა, რომელთაგან ნოემბრის საკვალიფიკაციო მატჩებისთვის 12-ს შეარჩევს 
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2017 ნოემბერი 02
საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ფედერაციამ დაიწყო მსაჯთა მოსამზადებელ კურსებზე მსურველების მიღება. ფედერაციის მოწვევით საქართველოში ჩამოსულია და მსაჯთა კავშირში „ეროვნულ ინსტრუქტორად" მუშაობს გამოცდილი სერბი სპეციალისტი დრაგან ნეშკოვიჩი, რომელიც მსაჯობის დაწყების მსურველებს სპეციალური პროგრამით მოამზადებს და არბიტრის კარიერის დაწყებაში დაეხმარება.    
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2017 ოქტომბერი 19
გამორჩეული დღე ჰქონდა ზაზა ფაჩულიას. საქართველოს ეროვნული ნაკრების ექს-კაპიტანმა ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის საჩემპიონო ბეჭედი მოირგო.