სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

კალათბურთის ეროვნული ფედერაციის შემაჯამებელი ღონისძიება და “წლის წიგნის” პრეზენტაცია

თარიღი: 2017 დეკემბერი 05

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის „წლის წიგნის" პრეზენტაციას თბილისის „ივენთ ჰოლმა" უმასპინძლა. ქართული კალათბურთის საზოგადოება გაეცნო იმ საკალათბურთო ღონისძიებებს, რომლებსაც  კალათბურთის ფედერაციამ ორგანიზება გასული 4 წლის მანძილზე გაუწია.

2016-2017 წლების წლის წიგნში თავმოყრილია გასული სეზონის ღონისძიებები. წიგნს თან ახლავს კომპაქტ-დისკი, სადაც ჩაწერილია აქამდე გამოცემული ყველა - ექვსივე  „წლის წიგნი", მწვრთნელთა სახელმძღვანელო და იმ მასშტაბური ღონისძიებების ვიდეო-მასალა, რომელიც ფედერაციამ  ბოლო ოთხი წლის მანძილზე განახორციელა - 3X3  კალათბურთი, „სასკი ბასკონიას" კემპი, „ყველა ვარსკვლავის მატჩი" და  Junior NBA-Gbf ლიგა. (იხილეთ ფოტოგალერეა)

„ივენთ ჰოლში" გამართულ პრეზენტაციას საკალათბურთო სუპერლიგისა და ასაკობრივი ლიგების აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი ზაბახიძე უძღვებოდა, რომელიც  დეტალურად შეეხო იმ ღონისძიებებს და აქტივობებს, რომლებიც კალათბურთის ეროვნულმა ფედერაციამ ბოლო ოთხ წელშიგანახორციელა. დამსწრე საზოგადოებამ მოისმინა ასევე ის ვიდეო-მესიჯები, რომლებიც ფედერაციას მსოფლიო მასშტაბით საკალათბურთო საზოგადოების მნიშვნელოვანმა პირებმა გამოუგზავნეს: ფიბა-ევროპის გენერალურმა მდივანმა კამილ ნოვაკმა, საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა იგორ კოკოშკოვმა და „სასკი ბასკონიას" გენერალურმა დირექტორმა ხესუს ვასკესმა და ჯუნიორ ნბა-ს ხელმძღვანელებმა ნილ მეიერმა და ვანია ჩერნივეცმა.

პრეზენტაციის ბოლოს გაჟღერდა საინტერესო ინფორმაცია: კალათბურთის ეროვნული ფედერაციის მოქმედმა პრეზიდენტმა, მიხეილ გაბრიჩიძემ საზოგადოებას ამცნო რომ ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს. შესაბამისად, საქართველოს კალათბურთის ფედერაციას წარმოდგენილ კანდიდატთაგან ერთ-ერთი, ახალი პრეზიდენტი ეყოლება.

პრეზენტაციის დასკვნით ნაწილში სპეციალური, სამადლობელო პრიზებით დაჯილდოვდნენ საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის სპონსორები და პარტნიორები: საქართველოს რკინიგზა, თბილისის მერია, ბორჯომი, ჰიუნდაი, პე-ეს-პე, ევროპაბეთი, ცოდნისა, ალტა-ოქეი, ქორთიარდ მარიოტი, ოლიმპიური სასახლე, სპორტის სასახლე, საზოგადოებრივი მაუწყებელი.

გამორჩეული მადლობა მიიღო და პრიზი გადაეცა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, ხოლო მინისტრის მოადგილემ, შალვა გოგოლაძემ სამადლობელო სიტყვასთან ერთად საკალათბურთო სამყაროსთვის დიდად გასახარი ინფორმაცია გაავრცელა -ვერის საკალათბურთო დარბაზის გადაცემა სახელმწიფო სტრუქტურებში გადაწყვეტილია და ეს ისტორიული მოვლენა იურიდიული პროცედურების გავლის შემდეგ ოფიციალურად განხორციელდება.

www.gbf.ge

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2017 დეკემბერი 11
20 დეკემბერს, "Oracle Arena"-ზე გასამართ  ნბა-ს რეგულარული ჩემპიონატის მატჩში, რომელშიც ერთმანეთს "გოლდენ  სტეიტი" და "მემფისი" დაუპირისპირდებიან ზაზა ფაჩულიას სახელობის სათამაშო ~Bubble Head" დარიგდება.  
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2017 ნოემბერი 28
მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეორე მატჩში საქართველოს საკალათბურთო ნაკრები სტუმრად სერბეთს დაუპირისპირდა და ანგარიშით 105:87 დამარცხდა.
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2017 ნოემბერი 14
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირისთვის მზადება დაიწყო. მთავარმა მწვრთნელმა, ილიას ზუროსმა 24 კანდიდატი დაასახელა, რომელთაგან ნოემბრის საკვალიფიკაციო მატჩებისთვის 12-ს შეარჩევს 
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2017 ნოემბერი 02
საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ფედერაციამ დაიწყო მსაჯთა მოსამზადებელ კურსებზე მსურველების მიღება. ფედერაციის მოწვევით საქართველოში ჩამოსულია და მსაჯთა კავშირში „ეროვნულ ინსტრუქტორად" მუშაობს გამოცდილი სერბი სპეციალისტი დრაგან ნეშკოვიჩი, რომელიც მსაჯობის დაწყების მსურველებს სპეციალური პროგრამით მოამზადებს და არბიტრის კარიერის დაწყებაში დაეხმარება.    
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2017 ოქტომბერი 19
გამორჩეული დღე ჰქონდა ზაზა ფაჩულიას. საქართველოს ეროვნული ნაკრების ექს-კაპიტანმა ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის საჩემპიონო ბეჭედი მოირგო.