სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

ანსამბლმა „შვიდკაცამ“ Oracle Arena-ზე საქართველოსა და აშშ-ის ჰიმნები შეასრულა

თარიღი: 2017 დეკემბერი 21



ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის, NBA-ს მორიგი ტურის შეხვედრა ზაზა ფაჩულიას „გოლდენ სტეიტ უორიორსსა" და „მემფის გრიზლის" შორის ანსამბლ „შვიდკაცას" მიერ შესრულებული აშშ-ის ჰიმნით გაიხსნა.

ეს ისტორიული მოვლენა დღეს გამთენიისას ქალაქ ოკლენდში მოხდა. 20 000-მდე გულშემატკივრის წინაშე ქართულმა ანსამბლმა შეერთებული შტატების ჰიმნი საკუთარი ინტერპრეტაციით შეასრულა. კადრები ინტერნეტისა და ტელევიზიის საშუალებით მილიონობით მაყურებელმა იხილა. პარალელურად დარიგდა ზაზა ფაჩულიას სახელობის სათამაშო "Bubble Head".

მატჩის დიდ შესვენებაზე „შვიდკაცა" კიდევ ერთხელ წარსდგა მაყურებლის წინაშე. ამჯერად ანსამბლმა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი, სვანური ფერხული და მრავალჟამიერი შეასრულა და Oracle Arena-ზე შეკრებილი ათასობით ადამიანი აღაფრთოვანა.

იხილეთ ვიდეო




„შვიდკაცას" გამოსვლის ხილვა ქართველმა გულშემატკივარმა კომპანია „Gulf Georgia"-ს ფეისბუქ გვერდის მეშვეობით შეძლო. „გალფი" ანსამბლის ღონისძიებაში მონაწილეობის მხარდამჭერიც გახლდათ.

ისტორიული ღონისძიება ზაფხულში დაიგეგმა, მაშინ როდესაც ზაზა ფაჩულიამ NBA-ის საჩემპიონო თასი საქართველოში ჩამოიტანა. „გოლდენ სტეიტ უორიორსის" ხელმძღვანელობა სიამოვნებით დათანხმდა ამ ინიციატივას და „შვიდკაცა" კალიფორნიაში მიიწვია.

„მემფის გრიზლისთან" გამართული შეხვედრა მასპინძლებმა დამაჯერებლად 97:84 მოიგეს. ზაზა ფაჩულიამ მხრის ტრავმის გამო ვერ ითამაშა. დიდი ალბათობით, ქართველი კალათბურთელი მოედანს უახლოეს მომავალში დაუბრუნდება.



სამინისტროს პრესსამსახური

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2017 დეკემბერი 11
20 დეკემბერს, "Oracle Arena"-ზე გასამართ  ნბა-ს რეგულარული ჩემპიონატის მატჩში, რომელშიც ერთმანეთს "გოლდენ  სტეიტი" და "მემფისი" დაუპირისპირდებიან ზაზა ფაჩულიას სახელობის სათამაშო ~Bubble Head" დარიგდება.  
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2017 დეკემბერი 05
საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის „წლის წიგნის" პრეზენტაციას თბილისის „ივენთ ჰოლმა" უმასპინძლა. ქართული კალათბურთის საზოგადოება გაეცნო იმ საკალათბურთო ღონისძიებებს, რომლებსაც  კალათბურთის ფედერაციამ ორგანიზება გასული 4 წლის მანძილზე გაუწია. 
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2017 ნოემბერი 28
მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეორე მატჩში საქართველოს საკალათბურთო ნაკრები სტუმრად სერბეთს დაუპირისპირდა და ანგარიშით 105:87 დამარცხდა.
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2017 ნოემბერი 14
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირისთვის მზადება დაიწყო. მთავარმა მწვრთნელმა, ილიას ზუროსმა 24 კანდიდატი დაასახელა, რომელთაგან ნოემბრის საკვალიფიკაციო მატჩებისთვის 12-ს შეარჩევს 
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2017 ნოემბერი 02
საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ფედერაციამ დაიწყო მსაჯთა მოსამზადებელ კურსებზე მსურველების მიღება. ფედერაციის მოწვევით საქართველოში ჩამოსულია და მსაჯთა კავშირში „ეროვნულ ინსტრუქტორად" მუშაობს გამოცდილი სერბი სპეციალისტი დრაგან ნეშკოვიჩი, რომელიც მსაჯობის დაწყების მსურველებს სპეციალური პროგრამით მოამზადებს და არბიტრის კარიერის დაწყებაში დაეხმარება.