ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;
საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

მანუჩარ მარკოიშვილის „ბენეტ კანტუს" იტალიის ჩემპიონატის პლეი ოფში ნახევარფინალამდე ერთი გამარჯვება აშორებს. მეოთხედფინალურ სერიაში „კანტუ" 2:0 დაწინაურდა საკმაოდ ძლიერ გუნდ „სკავოლინისთან" და ამ რაუნდის გადასალახავად ერთი გამარჯვებაღა სჭირდება.
მარკოიშვილი ორივე შეხვედრაში სასტარტო ხუთეულში იყო და განსაკუთრებით პირველ თამაშში გამოირჩა შედეგიანობით, რომელიც „კანტუმ" 78:72 მოიგო. ქართველმა მსროლელმა აქ 20 ქულა, 4 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა.
მეორე შეხვედრა „კანტუმ" დიდი ანგარიშით - 74:47 მოიგო, მარკოიშვილმა კი 6 ქულა, 6 მოხსნა და 2 პასი დააგროვა.
ორივე მატჩი გამოტოვა „კანტუს" ქართველმა ცენტრმა გიორგი შერმადინმა, რომელიც ოპერაციის შემდეგ რეაბილიტაციის პროცესს გადის.
„კანტუსგან" განსხვავებით მეოთხედფინალში ორივე თამაში წააგო იტალიის ლიგაში მოთამაშე მეორე ქართველი ვარსკვლავის ვიქტორ სანიკიძის „ბოლონიამ", რომელიც ნიკა მეტრეველის „ბანკო დი სარდინიას" ხვდება და სერიაში 0:2 ჩამორჩება.
72:81 წაგებულ პირველ თამაშში სანიკიძემ 2 ქულა, 12 მოხსნა, 1 პასი და 1 დაფარება მოაგროვა, ხოლო მეორე, 86:88 წაგებულ მეორე მატჩში ქართველ ფორვარდს 12 ქულა, 12 მოხსნა, 1 პასი, და 1 ჩაჭრა მოუგროვდა.
მეტრეველმა მეორე თამამაშში რამდენიმე წუთი ითამაშა და მოედანი უქულოდ, 1 მოხსნით დატოვა.
სამინისტროს პრესსამსახური