საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

საკალათბურთო სუპერლიგაში ბრინჯაოს პრიზიორი გამოვლინდა. 21 მაისს პლეი ოფში მესამე ადგილისთვის თამაშში „ქუთაისმა" შინაურ დარბაზში 71:64 დაამარცხა „სოხუმი" და ზედიზედ მეორედ დაასრულა სეზონი მესამე ადგილზე.
„ქუთაისმა" რეგულარული ჩემპიონატში მეორე ადგილი დაიკავა და ცხრილში მხოლოდ „არმიას" ჩამორჩა, მაგრამ პლეი ოფში შედარებით გაუჭირდა - მეოთხედფინალში თსუ-ს 2:1 მოუგო, ხოლო ნახევარფინალში 0:3 დამარცხდა „ოლიმპთან".
„სოხუმმა" კი რეგულარულ ჩემპიონატში მეხუთე ადგილი დაიკავა და პლეი ოფის მეოთხედფინალში 2:0 დაამარცხა საკმაოდ ძლიერი შემადგენლობის მყოლი „შსს-აკადემია", თუმც ნახევარფინალში ვერას გახდა „არმიასთან" და სერია 0:3 დათმო.
მესამე ადგილისთვის მებრძოლ გუნდებს შორის სერია არ დაგეგმილა, გამარჯვებულს მხოლოდ ერთი თამაში ავლენდა, რომელიც „ქუთაისმა" უკეთ ჩაატარა, მესამე მეოთხედის 23:13 მოგების შემდეგ 12 ქულით დაწინაურდა და ბოლო მეოთხედში უპირატესობა შეინარჩუნა.
ფოტო: worldsport.ge
სამინისტროს პრესსამსახური