სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

შენგელია და ნეთსი ორწლიან კონტრაქტზე შეთანხმდნენ

თარიღი: 2012 ივლისი 19

ზოგიერთი ამერიკული საინფორმაციო საშუალების ცნობით "ბრუკლინ ნეთსი" თორნიკე შენგელიას ორწლიან კონტრაქტზე შეუთანხმდა და მალე ეს ოფიციალურად დადასტურდება.

გაზეთ "ნიუ იორკ პოსტის" ცნობით "ბრუკლინი" 300 ათას დოლარად გამოისყიდის შენგელიას კონტრაქტს მისი ძველი გუნდისგან, ბელგიური "შარლერუასგან", რათა თავად გაუფორმოს ახალბედასთვის სტანდარტული 2–წლიანი ხელშეკრულება.

20 წლის ქართველმა ფორვარდმა "ნეთსის" მწვრთნელ აივერი ჯონსონს საზაფხულო ლიგაზე მოაწონა თავი და გადააფიქრებინა ევროპაში მისი ერთი წლით დაბრუნება. შენგელია ატლანტაში ჩავიდა ზაზა ფაჩულიასთან, შემდეგ კი ნიუ იორკში ჩავა და "ნეთსთან" კონტრაქტის გაფორმების შემდეგ ავსტრიაში შეუერთდება ეროვნულ ნაკრებს.

"ნეთსი" ამ დღეებში უკვე ბოლომდე დაკომპლექტდა და შენგელია ფაქტობრივად ბოლოს მოხვდა გუნდის 15–კაციან სიაში, თუმც სასურველი იქნება, თუ 12–კაციან განაცხადშიც ჩაჯდება, რაც მას რეგულარულად მისცემს ნბა–ში თამაშის საშუალებას.

შენგელიას პლიუსად ჩაეთვალა, რომ მას ორ პოზიციაზე შეუძლია თამაში, როგორც მძიმე ასევე მსუბუქი ფორვარდის თვისებები აქვს, თუმც მძიმე ფორვარდის პოზიციაზე, სამწამიანი ზონის მიდამოებში უფრო კომფორტულად გრძნობს თავს.

"ბრუკლინს" ყველა ამპლუაში ჰყავს ნბა–ს მასშთაბით თითო ძლიერი მოთამაშე და ადვილად იკვეთება ამ გუნდის სასტარტო ხუთეული: დერონ უილიამსი (გამთამაშებელი), ჯო ჯონსონი (მსროლელი), ჯერალდ ვოლესი (მსუბუქი ფორვარდი), კრის ჰამფრიზი (მძიმე ფორვარდი) და ბრუკ ლოპესი (ცენტრი).

როგორც ვოლესს, ისე ჰამფრიზს ხუთეულში ადგილი გარანტირებული აქვთ, ამ უკანასკნელმა კლუბთან ახალი კონტრაქტი დადო (ორ წელიწადში 24 მილიონს მიიღებს) და შენგელიას წარმატებად ჩაეთვლება რომელიმე მათგანის პირველ შემცვლელად თუ ჩამოყალიბდება. აქ მას საკმაო კონკურენციის დაძლევა მოუწევს.

"ნეთსმა" ამ დღეებში დრაფტის გაუვლელად შეიმატა 26 წლის ბოსნიელი ფორვარდი მირზა ტელეტოვიჩი და ამით დააზღვია მძიმე ფორვარდის პოზიცია. ტელეტოვიჩი ევროლიგის მონაწილე ესპანურ გუნდ "კახა ლაბორალის" ერთ–ერთი ლიდერი იყო და "ბრუკლინში" მისი ყოფნა შენგელიას კიდევ უფრო გაურთულებს 12–კაციან განაცხადში თავის დამკვიდრებას.

სამინისტროს პრესსამსახური

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2013 ივნისი 18
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების და სტამბულის "გალათასარაის" წევრი - მანუჩარ მარკოიშვილი თურქეთის ჩემპიონია.
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2013 მაისი 30
საქართველოს საკალათბურთო სეზონი 29 მაისს თბილისის "სპორტის სასახლეში" გამართული ოთარ ქორქიას სახელობის სუპერთასის მატჩით დასრულდა. "სუპერთასის" გამარჯვებული "ოლიმპი" გახდა, რომელმაც სუპერლიგის ჩემპიონი "შსს-აკადემია" 90:72 დაამარცხა.
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2013 მაისი 27
საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგის გამარჯვებული "შსს-აკადემია" გახდა. "შსს-აკადემიას" კალათბურთელებმა ფინალური სერიის გადამწყვეტ, მე-5 შეხვედრაში თბილისის "ოლიმპი" 86:80 დაამარცხეს, სერია 3:2 მოიგეს და ჩემპიონის ტიტული მოიპოვეს.
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2013 მაისი 22
საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ოლიმპმა" ანგარიში გაათანაბრა - 1:1.
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2013 მაისი 21
თბილისის სპორტის სასახლეში საკალათბურთო სუპერლიგის პლეი ოფის გადამწყვეტი, ფინალური ეტაპი დაიწყო. 20 მაისს ფინალური სერიის პირველ შეხვედრაში "შსს-აკადემიამ" რეგულარული პირველობის გამარჯვებული "ოლიმპი" 79:71 დაამარცხა და სერიაში 1:0 დაწინაურდა.