საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

საკალათბურთო ნაკრებმა 18 აგვისტოს "სპორტის სასახლეში" რუმინეთს უმასპინძლა და 2013 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირი გამარჯვებით დაიწყო.
D საკვალიფიკაციო ჯგუფში რუმინეთი ერთ–ერთ აუტსაიდერად მოიაზრება, თუმც იგორ კოკოშკოვის გუნდს მეტოქის გასატეხად გარკვეული დრო დასჭირდა.
საქართველოს ნაკრებს ამ შეხვედრაში ტრავმის გამო ვერ ეხმარებოდა კაპიტანი ზაზა ფაჩულია და მასპინძლებს პრობლემები შეექმნათ სამწამიან ზონაში.
ქართველებმა შეხვედრა 7:0 გაქცევით დაიწყეს, თუმც შემდეგ შედარებით მოდუნდნენ და რუმინელებმა ჯერ ანგარიში გაათანაბრეს, საწყისი პერიოდის დასრულებამდე ორნახევარი წუთით ადრე კი 16:14 დაწინაურდნენ. პირველ ოფიციალურ შესვენებამდე დარჩენილი დრო ქართველებმა 10:2 მოიგეს და მეორე მეოთხედში უპირატესობა რამდენადმე გაზარდეს, თუმც პირველი ტაიმი მხოლოდ 5 ქულით მოიგეს.
შეხვედრის ბედი მესამე მეოთხედში გადაწყდა, როდესაც ვიქტორ სანიკიძის და ჯეიკობ პულენის ეფექტური თამაშის წყალობით საქართველოს ნაკრებმა 11 ქულამდე გაზარდა უპირატესობა, ხოლო ბოლო მეოთხედში მშვიდად მიიყვარა თამაში სასურველ შედეგამდე.
საქართველოს ნაკრები შემდეგ შეხვედრას 21 აგვისტოს გამართავს – სარაევოში დაუპირისპირდება D ჯგუფის ლიდერ ბოსნიას, რომელმაც პირველ ტურში შინ ლატვია დაამარცხა, ხოლო მეორეში სტუმრად იოლად მოუგო კიდევ ერთ აუტსაიდერ ჰოლანდიას.
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირი. D ჯგუფი. 2–ე ტური
18 აგვისტო. თბილისი
საქართველო 80:64 რუმინეთი
24:18 20:21 16:10 20:15
საქართველო: ცინცაძე (9), მარკოიშვილი (14), სანიკიძე (12 ქულა, 10 მოხსნა), შენგელია (9), შერმადინი (13); პულენი (19), მეტრეველი (2), ლეჟავა (2), ფაცაცია, ბოისა
რუმინეთი: პაულო (4), მანდაჩე (6), სილვაშანი (3), მოლდოვეანუ (17 ქულა, 11 მოხსნა), დრაგუშინი (5); ბაჩიუ (19 ქულა, 10 მოხსნა), პოპესკუ (6), ლაზარი (2), ნიკოარა (2), იუკანი
18 აგვისტო. ალმერე
ჰოლანდია 89:107 ბოსნია
D ჯგუფის სატურნირო ვითარება
|
|
თ |
მ |
წ |
სხ |
ქ |
|
ბოსნია |
2 |
2 |
0 |
+21 |
4 |
|
რუმინეთი |
2 |
1 |
1 |
–10 |
3 |
|
საქართველო |
1 |
1 |
0 |
+16 |
2 |
|
ჰოლანდია |
2 |
0 |
2 |
–24 |
2 |
|
ლატვია |
1 |
0 |
1 |
–3 |
1 |
3–ე ტური
21 აგვისტო. რიგა
ლატვია – ჰოლანდია
21 აგვისტო. სარაევო
ბოსნია – საქართველო
სამინისტროს პრესსამსახური