კატეგორია :
ძიუდო თარიღი :
2013 აპრილი 08
6-7 აპრილს საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა საბერძნეთში ჩატარებულ „ევროპის თასზე" 5 ოქროს, 5 ვერცხლის და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და 24 ქვეყანას შორის გუნდური პირველი ადგილი დაიკავა. საბერძნეთში ჩატარებულ ტურნირზე ჩემპიონები ვაჟა მარგველაშვილი (60 კგ), ანდრო ბერუაშვილი (66 კგ), ლაშა ტაველური (90 კგ), გურამ თუშიშვილი (100 კგ) და ლევან მატიაშვილი (+100 კგ) გახდნენ. სამმა მათგანმა საჩემპიონო გამარჯვება თანამემამულესთან მოიპოვა - ტაველურმა ბექა ღვინიაშვილს მოუგო, თუშიშვილმა - ირაკლი ქავთარაძეს, ხოლო მატიაშვილმა - გიორგი ზაქარიაძეს.