სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

კატეგორია : ძიუდო თარიღი : 2017 სექტემბერი 05
უშანგი მარგიანი მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი გახდა. ქართველმა ძიუდოისტმა -90კგ წონით კატეგორიაში მესამე ადგილისთვის შეხვედრაში ევროპის ჩემპიონი სერბი ალექსანდრ კუკოლი დაამარცხა და კარიერაში პირველად მოიპოვა მსოფლიოს ჩემპიონატის მედალი.
კატეგორია : ძიუდო თარიღი : 2017 აგვისტო 30
უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა პირველი მედალი მოიპოვა: 66კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ვაჟა მარგველაშვილი მესამე ადგილზე გავიდა!
კატეგორია : ძიუდო თარიღი : 2017 აგვისტო 28
28 აგვისტოდან უნგრეთის დედაქალაქი ბუდაპეშტი ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატს მასპინძლობს, სადაც მონაწილეობას 126 ქვეყნის 731 სპორტსმენი მიიღებს. მსოფლიოს ჩემპიონატის წინა დღეს, ბუდაპეშტის ცენტრში მდებარე სასტუმრო „ინტერკონტინენტალში" ჩემპიონატის ოფიციალური კენჭსყრა და პრესკონფერენცია გაიმართა
კატეგორია : ძიუდო თარიღი : 2017 აგვისტო 25
28 აგვისტოდან 3 სექტემბრის ჩათვლით უნგრეთის დედაქალაქი ბუდაპეშტი ძიუდოს მსოფლიოს ჩემპიონატს უმასპინძლებს, სადაც მონაწილეობას 136 ქვეყნის 796 სპორტსმენი მიიღებს.
კატეგორია : ძიუდო თარიღი : 2017 აგვისტო 18
საქართველოს ძიუდოს ფედერაციის ინიციატივით, საქართველოს ეროვნული და ასაკობრივი ნაკრების წევრები სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში განათლების მისაღებად დამატებით დაფინანსებას მიიღებენ.
კატეგორია : ძიუდო თარიღი : 2017 აგვისტო 14
საქართველოს ჭაბუკ ძიუდოისტთა ნაკრები ჩილეს დედაქალაქ სანტიაგოში დასრულებულ მსოფლიოს ჩემპიონატზე გუნდური ტურნირის ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.
კატეგორია : ძიუდო თარიღი : 2017 აგვისტო 13
ჩემპიონატის ინდივიდუალური პროგრამის დასკვნით საშეჯიბრო დღეს, მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი +70 კგ. წონით კატეგორიაში სოფიო სომხიშვილი გახდა.
კატეგორია : ძიუდო თარიღი : 2017 აგვისტო 12
საქართველოს ჭაბუკ ძიუდოისტთა ნაკრების წევრმა, ლაშა ბექაურმა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
კატეგორია : ძიუდო თარიღი : 2017 აგვისტო 10
ჩილეს დედაქალაქ სანტიაგოში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ჭაბუკ ძიუდოისტთა შორის, საქართველოს ნაკრების წევრმა ლუკა კაპანაძემ (55 კგ) ჩემპიონატის პირველ საშეჯიბრო დღეს ვერცხლის მედალი მოიპოვა.
კატეგორია : ძიუდო თარიღი : 2017 ივლისი 03
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ფინალში უნგრეთს სძლია და ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ მეორედ ოქროს მედალი მოიპოვა. გუნდურ შეჯიბრში უნგრეთის წინაღმდეგ ქართველმა სპორტსმენებმა მხოლოდ ერთი შეხვედრა დათმეს და 4:1 იმაეჯვეს.