სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

კატეგორია : ძიუდო თარიღი : 2008 აპრილი 17
ლისაბონური ევროპის ჩემპიონატიდან დაბრუნებული საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ოლიმპიურ სამზადისს ერთ თვეში დაიწყებს. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა შოთა ხაბარელმა წინასაპეკინო გეგმა უკვე დააზუსტა და მასში შეკრებებთან ერთად საერთაშორისო ტურნირიც შეიტანა.
კატეგორია : ძიუდო თარიღი : 2008 აპრილი 15
15 აპრილს გამთენიისას, 03:00 საათზე მიუნჰენი-თბილისის რეისით საქართველოში  ძიუდოისტთა ნაკრები დაბრუნდა. ძიუდოისტებს აეროპორტში საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის თავმჯდომარე დავით ნამგალაური, მისი მოადგილე გია გალდავა, ასევე ძიუდოს ფედერაციის წარმომადგენლები, გულშემატკივრები და ჟურნალისტები დახვდნენ.
კატეგორია : ძიუდო თარიღი : 2008 აპრილი 13
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი ოთხი მედლით და მეორე გუნდური ადგილით ჩაამთავრა. ტურნირის დასკვნით დღეს კვარცხლბეკზე ირაკლი ცირეკიძე (90 კგ) ავიდა. შარშანდელი ევროპირველობის ვიცეჩემპიონმა და მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა, ამჯერად მხოლოდ მესამე საპრიზო დაიკავა.
კატეგორია : ძიუდო თარიღი : 2008 აპრილი 12
ლისაბონში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის მეორე დღეს, 12 აპრილს  73 და 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში გათამაშდა მედლები. საქართველოს ნაკრებიდან ტატამზე დავით ქევხიშვილი და გიორგი ბაინდურაშვილი გავიდნენ და თანაგუნდელთაგან წინა დღეს მოგებულ ოქრო-ბრინჯაოს ერთი ბრინჯაოც დაუმატეს.  
კატეგორია : ძიუდო თარიღი : 2008 აპრილი 11
პორტუგალიაში მიმდინარე ძიუდოს ევროპის ჩემპიონატის პირველივე დღეს, ზაზა კედელაშვილმა (66 კგ) ფინალში უნგრელი მიკლოშ უნგვარი იპონით დაამარცხა და ევროპის ჩემპიონობა ზედიზედ მესამედ მოიპოვა. ტურნირის პირვე დღეს ბრინჯაოს მედლის მოპოვება შეძლო ნესტორ ხერგიანმაც (60 კგ).  
კატეგორია : ძიუდო თარიღი : 2008 აპრილი 11
11-12 აპრილს გორის ძიუდოს დარბაზი თავისუფალ ჭიდაობაში 1995 - 1997 წლებში დაბადებულ მოზარდთა შორის ოლიმპიურ თამაშებში გამარჯვებულ ქართველი მოჭიდავეებისადმი მიძღვნილი ტურნირს უმასპინძლებს, რომლის სახელწოდებაა "ოლიმპიური გამოწვევა".
კატეგორია : ძიუდო თარიღი : 2008 აპრილი 11
დღეს, 11 აპრილს პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატი იწყება. პირველები ტატამზე 60 და 66 კილოგრამი წონითი კატეგორიები გვლენ და საღამოს ჩემპიონ-პრიზიორებიც გამოვლინდება. გუშინ კენჭისყრა გაიმართა და ჩვენებურთა მეტოქეებზე წონების მიხედვით მოგახსენებთ.
კატეგორია : ძიუდო თარიღი : 2008 აპრილი 10
10 აპრილს ძიუდოს მსოფლიოს ფედერაციის პრეზიდენტი - მარიუს ვიზერი და საპატიო პრეზიდენტი შანდორ სანი თბილისს ოფიციალური ვიზიტით ესტუმრნენ. 12 საათზე სასტუმრო “ქორთიარდ მერიოტში” სპეციალური პრესკონფერენცია გაიმართა, რომელზეც სტუმრები საქართველოს ძიუდოს ფედერაციის ხელმძღვანელებთან ერთად ჟურნალისტებს შეხვდნენ.  
კატეგორია : ძიუდო თარიღი : 2008 აპრილი 09
9 აპრილს დილით საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები პორტუგალიაში გაემგზავრა. 11-13 აპრილს ლისაბონი ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს და ტატამზე შოთა ხაბარელის შვიდეულიც გავა. 11 აპრილს მედლები 60 და 66 კილოგრამ წონით კატეგორიებში გათამაშდება. 12-ში - 73 და 81 კილოგრამებში, წერტილს კი 90, 100 და +100 კილოგრამიანები დასვამენ.
კატეგორია : ძიუდო თარიღი : 2008 აპრილი 01
3-4 მაისს თბილისში ქართველი ძიუდოისტები "პრეზიდენტის თასს" გაითამაშებენ. ტურნირში სხვადასხვა რეგიონის სავარაუდოდ რვა გუნდი მიიღებს მონაწილეობას, საპრიზო ფონდი კი 40 ათასი ლარი იქნება. ჩემპიონი გუნდი 25 ათასს მიიღებს, ფინალში დამარცხებული - 10 ათასს, ხოლო მესამეადგილოსანი – 5 ათასს.