სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

კატეგორია : ძიუდო თარიღი : 2008 აპრილი 10
10 აპრილს ძიუდოს მსოფლიოს ფედერაციის პრეზიდენტი - მარიუს ვიზერი და საპატიო პრეზიდენტი შანდორ სანი თბილისს ოფიციალური ვიზიტით ესტუმრნენ. 12 საათზე სასტუმრო “ქორთიარდ მერიოტში” სპეციალური პრესკონფერენცია გაიმართა, რომელზეც სტუმრები საქართველოს ძიუდოს ფედერაციის ხელმძღვანელებთან ერთად ჟურნალისტებს შეხვდნენ.  
კატეგორია : ძიუდო თარიღი : 2008 აპრილი 09
9 აპრილს დილით საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები პორტუგალიაში გაემგზავრა. 11-13 აპრილს ლისაბონი ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს და ტატამზე შოთა ხაბარელის შვიდეულიც გავა. 11 აპრილს მედლები 60 და 66 კილოგრამ წონით კატეგორიებში გათამაშდება. 12-ში - 73 და 81 კილოგრამებში, წერტილს კი 90, 100 და +100 კილოგრამიანები დასვამენ.
კატეგორია : ძიუდო თარიღი : 2008 აპრილი 01
3-4 მაისს თბილისში ქართველი ძიუდოისტები "პრეზიდენტის თასს" გაითამაშებენ. ტურნირში სხვადასხვა რეგიონის სავარაუდოდ რვა გუნდი მიიღებს მონაწილეობას, საპრიზო ფონდი კი 40 ათასი ლარი იქნება. ჩემპიონი გუნდი 25 ათასს მიიღებს, ფინალში დამარცხებული - 10 ათასს, ხოლო მესამეადგილოსანი – 5 ათასს.
კატეგორია : ძიუდო თარიღი : 2008 აპრილი 01
9 აპრილს საქართველოში სტუმრად ძიუდოს მსოფლიოს ფედერაციის პრეზიდენტი მარიუს ვიზერი ჩამოვა. ინფორმაცია საქართველოს ძიუდოს ფედერაციის ხელმძღვანელებმა სპეციალურ პრესკონფერენციაზე მოგვაწოდეს
კატეგორია : ძიუდო თარიღი : 2008 მარტი 28
ბორჯომში მდებარე სპორტკომპლექს "ოლიმპში"  მოჭიდავეები ევროპის ჩემპიონატის დასკვნით შეკრებას ასრულებენ, ძიუდოისტებმა კი მზადება 27 მარტს დაიწყეს. შოთა ხაბარელის გუნდი ევროტატამზე 11-13 აპრილს ლისაბონში გავა. ნაკრების თავკაცმა შვიდეული ამ შეკრების დაწყებამდე დაასახელა, თუმც ბორჯომში მაინც გაფართოებული შემადგენლობა იახლა.
კატეგორია : ძიუდო თარიღი : 2008 მარტი 26
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა შოთა ხაბარელმა ევროპის ჩემპიონატზე წასაყვანი შემადგენლობა ოფიციალურად დაასახელა.  ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატი 11-13 აპრილს პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში გაიმართება.
კატეგორია : ძიუდო თარიღი : 2008 მარტი 23
თბილისის არმიის სპორტულ კლუბ "სკა"-ში 21-22 მარტს ძიუდოში 1995-1997 წლებში დაბადებულ მოზარდთა შორის ოლიმპიურ თამაშებში გამარჯვებული ქართველი ძიუდოისტებისადმი მიძღვნილი ტურნირი - "ოლიმპიური გამოწვევა" გაიმართა. ტურნირზე საქართველოს 13 რეგიონის 320-მა პატარა ძიუდოისტმა მიიღო მონაწილეობა, გამარჯვებულები კი 10 წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ.
კატეგორია : ძიუდო თარიღი : 2008 მარტი 12
8-9 მარტს გორის ძიუდოს დარბაზში საქართველოს ჩემპიონატი გაიმართება ქალთა შორის. ქართველი გოგონები ერთმანეთს 7 წონით კატეგორიაში შეეჯიბრებიან, ჩემპიონები 48, 52, 57, 63, 70, 78 და + 78 კილოგრამ კატეგორიაში გამოვლინდებიან.
გვერდი 56 სულ 56