სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

ჟურნალისტების საყურადღებოდ - დაიწყო მედია-აკრედიტაცია ძიუდოში თბილისის გრან პრი 2017-ზე ! თბილისის გრან პრი 31 მარტიდან 2 აპრილის ჩათვლით ოლიმპიურ სპორტის სასახლეში ჩატარდება

თარიღი: 2017 მარტი 16



31 მარტიდან 2 აპრილის ჩათვლით თბილისი ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის ეგიდით გასამართ ძიუდოს გრან პრი 2017-ს უმასპინძლებს. თბილისის გრან პრი ოლიმპიურ სპორტის სასახლეში (უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის მიმდებარე ტერიტორია) გაიმართება, სადაც მონაწილეობას 39 ქვეყნის 300-მდე სპორტსმენი მიიღებს.

იხილეთ ინფორმაცია გრან პრის შესახებ

მედიის წარმომადგენლებმა თბილისის გრან პრის აკრედიტაციის მისაღებად რეგისტრაცია უნდა გაიარონ ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის საიტზე.

მათ ვისაც ამ საიტის მეშვეობით წინა წლებში უკვე მიღებული აქვს მსგავსი აკრედიტაცია, 2017 წლის თბილისის გრან პრიზე დასარეგისტრირებლად უნდა შევიდნენ სარეგისტრაციო სისტემაში უკვე გამოყენებული მეილის მეშვეობით და ამგვარად დარეგისტრირდნენ  -

1) წინა წლებში უკვე დარეგისტრირებულთათვის -
http://www.datastat.si/IJF_media/


ხოლო მათ ვინც პირველად რეგისტრირდება, უნდა შეავსონ ყველა სავალდებულო ველი შემდეგ მისამართზე -

2) პირველადი რეგისტრაციისთვის -
http://www.datastat.si/IJF_media/?p=register&id=124


რეგისტრაციის გავლის შემდეგ, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია მითითებულ მეილზე გამოგიგზავნით შეტყობინებას.

რეგისტრაცია გრძელდება 28 მარტამდე

აკრედიტაციები გაიცემა ტურნირის დაწყების წინა დღეს, 30 მარტს ოფიციალურ პრესკონფერენციაზე, რომელიც გაიმართება სასტუმრო ჰოლიდეი ინში 14:00 საათზე.

დამატებითი კითხვებისათვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურს - 2 23 54 33

სამინისტროს პრესსამსახური

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : ძიუდო თარიღი : 2018 თებერვალი 12
საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში ძიუდოს პრესტიჟული ტურნირი, წლის პირველი გრანდ სლემი გაიმართა, სადაც საქართველოს ნაკრები 12 სპორტსმენით გამოვიდა და 4 მედალი მოიპოვა. ტურნირის პირველ დღეს ლაშა შავდათუაშვილის მიერ მოპოვებულ ვერცხლის მედალს, მეორე საშეჯიბრო დღეს ირაკლი ცირეკიძის გუნდმა 3 მედალი დაუმატა - ვერცხლი მოიპოვა ბექა შვინიაშვილმა (90 კგ) და მსოფლიოს რეიტინგში პირველ პოზიციას იკავებს.     
კატეგორია : ძიუდო თარიღი : 2017 დეკემბერი 18
საქართველოს ვაჟ ძიუდოისტმა ნაკრებმა სანქტ-პეტერბურგში დასრულებულ მასტერსზე 3 ოქროს, თითო ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები მოიპოვა. ოქროს მედლები ბექა ღვინიაშვილმა, ვარლამ ლიპარტელიანმა და გურამ თუშიშვილმა დაისაკუთრეს.  
კატეგორია : ძიუდო თარიღი : 2017 დეკემბერი 04
ქართველმა ძიუდოისტმა უშანგი მარგიანმა პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირზე - ტოკიოს გრან სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
კატეგორია : ძიუდო თარიღი : 2017 ნოემბერი 27
2017 წლის ევროპის საკლუბო ჩემპიონატის „ოქროს ლიგაში" ძიუდოს კლუბმა „მებრძოლმა" მე-3 ადგილი დაიკავა. ტურნირს თურქეთის დედაქალაქმა ანკარამ უმასპინძლა.
კატეგორია : ძიუდო თარიღი : 2017 ნოემბერი 10
11-12 ნოემბერს, მაროკოული მარაკეშის კონგრესის სასახლეში გაიმართება მსოფლიოს ჩემპიონატი ძიუდოში, ოღონდ მხოლოდ აბსოლუტურ წონაში - ქალებშიც და ვაჟებშიც. თავდაპირველად - შაბათს ვაჟები იჭიდავებენ, კვირა დღე კი ქალებს დაეთმობათ.