სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

თბილისი ძიუდოს საერთაშორისო გრან პრის მეოთხედ უმასპინძლებს

თარიღი: 2017 მარტი 29



31 მარტიდან 2 აპრილის ჩათვლით თბილისის „ოლიმპიური სასახლე" (უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან) ძიუდოს საერთაშორისო ტურნირს - "თბილისის გრან პრი 2017"-ს უმასპინძლებს. საერთშორისო ტურნირზე, რომელიც თბილისში უკვე მეოთხედ ჩატარდება, მსოფლიოს 38 ქვეყნის 262 სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას. თბილისი გრან პრი, რომლის საპრიზო ფონდი 100 000 დოლარია, წელს პროექტ - Check in Georgia-ს ფარგლებში ტარდება.

გრან პრის ოფიციალური კენჭისყრა და პრესკონფერენცია 30 მარტს სასტუმროში "ჰოლიდეი ინ" ჩატარდება და 14:00 საათზე დაიწყება. პრესკონფერენციას დაესწრებიან სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, საქართველოს ძიუდოს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი და ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის წარმომადგენლები. პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ, გაიცემა მედია-აკრედიტაციები ჟურნალისტებისთვის.

ტურნირი 31 მარტს და ასევე 1 და 2 აპრილს დილის 10:00 საათიდან დაიწყება, 31 მარტს 16:30 წუთზე დაგეგმილია გახსნის ოფიციალური ცერემონია, ფინალური ბლოკი კი სამივე საშეჯიბრო დღეს 17:00 საათიდან გაიმართება. სპორტსმენები მედლებისათვის 7-7 წონით კატეგორიაში იბრძოლებენ, გრან-პრის გამარჯვებული ძიუდოისტები 700 სარეიტინგო ქულას გამოიმუშავებენ, ფულადი პრემის სახით კი ადგილების შესაბამისად 3000, 2000 და 1000 დოლარს მიიღებენ.

საქართველოს ნაკრები თბილისის გრან პრიზე გადახალისებული შემადგენლობით გამოვა, მამაკაცთა შორის ტატამზე 28 სპორტსმენი წარდგება, ქალთა შორის კი 8.

ეროვნული ნაკრების ძირითადი შემადგენლობიდან წლევანდელ გრან პრიზე ევროპის ჩემპიონი (2013) და მსოფლიოს პრიზიორი (2015), ასევე გრან პრისა და გრან სლემის ტურნირების მრავალგზის გამარჯვებული - ამირან პაპინაშვილი (60 კგ),  ევროპის ჩემპიონატის ორგზის ვერცხლის პრიზიორი (2015, 2013) და გრან პრის ტურნირების 3-გზის ჩემპიონი ნუგზარ ტატალაშვილი (81 კგ), ევროპული თამაშების და ასევე ევროპის ჩემპიონი (2015), მსოფლიოს პრიზიორი (2015) და საერთაშორისო ტურნირების ასევე მრავალგზის ჩემპიონი - ადამ ოქრუაშვილი (+100), ევროპის ჩემპიონატის პრიზიორი (2016), 2015 წლის თბილისის გრან პრის ჩემპიონი ლევან მატიაშვილი (+100), ქალთა შორის მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი (2015) -  მარიამ ჯანაშვილი (57 კგ), ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ჩემპიონი (2015) და კადეტებს შორის ევროპის ჩემპიონი (2016) ეთერ ლიპარტელიანი იჭიდავებენ.

თბილისის გრან პრი 2017-ის პირდაპირი ტრანსლაცია საზოგადოებრივი მაუწყებლის მე-2 არხზე გადაიცემა.

იხილეთ გრან პრის პროგრამა

31 მარტი
კაცები  -60 -66
ქალები -48 -52 -57

10:00 - დასაწყისი
16:30 - გახსნის ოფიციალური ცერემონია
17:00 - ფინალური ბლოკი

1 აპრილი
კაცები -73 -81
ქალები -63 -70

10:00 - დასაწყისი
17:00 - ფინალური ბლოკი

2 აპრილი
კაცები -90 -100 +100
ქალები -78 +78

10:00 - დასაწყისი
17:00 - ფინალური ბლოკი

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

მამაკაცები

60 კგ

ლუხუმ ჩხვიმიანი
ამირან პაპინაშვილი
რობინზონ ბეგლარაშვილი
გიორგი ბროლაშვილი

66 კგ

ლაშა გიუნაშვილი
თორნიკე ნაგლიაშვილი
თორნიკე თათარაშვილი
შალვა გაზაშვილი

73 კგ

ფრიდონ გიგანი
გიგა გიგაური
ომარ ნიაზაშვილი
ტატო გრიგალაშვილი

81 კგ

ამბაკო ავალიანი
კობა მჭედლიშვილი
ნუგზარ ტატალაშვილი
გიორგი პაპუნაშვილი

90 კგ

ნოდარ ბერიანი
უშანგი მარგიანი
არჩილ გოგოლაშვილი
ნიკა სიდამონიძე

100 კგ

ლაშა ტაველური
ალექსანდრე ზაალიშვილი
იასონ ნემსაძე
ონისე სანებლიძე

+100 კგ

ლევან მატიაშვილი
ადამ ოქრუაშვილი
გუგა კიბორძალიძე
ონისე ბუღაძე

მთავარი მწვრთნელი: ირაკლი ცირეკიძე

ქალები

48 კგ

ოლღა ალადოშვილი

57 კგ

მარიამ ციხელაშვილი
ეთერ ლიპარტელიანი
მარიამ ჯანაშვილი
სალომე აბაშიძე

70 კგ

ნინო ოძელაშვილი
თეა სუხიტაშვილი

+78 კგ

ელენე ქებაძე

მთავარი მწვრთნელი: გია თენაძე

თბილისის გრან პრის მონაწილე ქვეყნები:

საქართველო (36 სპორტსმენი), საფრანგეთი (6), უკრაინა (9), ჰოლანდია (8), ბრიტანეთი (10), რუსეთი (24), უნგრეთი (10), აზერბაიჯანი (18), ბრაზილია (15), ავსტრია (2), სომხეთი (1), ავსტრალია (1), ბელარუსი (4), ბელგია (4), ბულგარეთი (2), კანადა (1), კოლუმბია (5), ხორვატია (1), კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1), ესტონეთი (4), ფინეთი (1), გვინეა-ბისაუ (1), ირანი (11), ისრაელი (5), იტალია (6), ყაზახეთი (18), ყირგიზეთი (1), ლატვია (3), ლიტვა (6), მონღოლეთი (9), პორტუგალია (9), სერბეთი (3), სლოვაკეთი (3), სლოვენია (3), შვედეთი (4), არაბეთის გაერთიანებული საემიროები (2), უზბეკეთი (14), ვენესუელა (1).

სამინისტროს პრესსამსახური

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : ძიუდო თარიღი : 2018 თებერვალი 12
საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში ძიუდოს პრესტიჟული ტურნირი, წლის პირველი გრანდ სლემი გაიმართა, სადაც საქართველოს ნაკრები 12 სპორტსმენით გამოვიდა და 4 მედალი მოიპოვა. ტურნირის პირველ დღეს ლაშა შავდათუაშვილის მიერ მოპოვებულ ვერცხლის მედალს, მეორე საშეჯიბრო დღეს ირაკლი ცირეკიძის გუნდმა 3 მედალი დაუმატა - ვერცხლი მოიპოვა ბექა შვინიაშვილმა (90 კგ) და მსოფლიოს რეიტინგში პირველ პოზიციას იკავებს.     
კატეგორია : ძიუდო თარიღი : 2017 დეკემბერი 18
საქართველოს ვაჟ ძიუდოისტმა ნაკრებმა სანქტ-პეტერბურგში დასრულებულ მასტერსზე 3 ოქროს, თითო ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები მოიპოვა. ოქროს მედლები ბექა ღვინიაშვილმა, ვარლამ ლიპარტელიანმა და გურამ თუშიშვილმა დაისაკუთრეს.  
კატეგორია : ძიუდო თარიღი : 2017 დეკემბერი 04
ქართველმა ძიუდოისტმა უშანგი მარგიანმა პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირზე - ტოკიოს გრან სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
კატეგორია : ძიუდო თარიღი : 2017 ნოემბერი 27
2017 წლის ევროპის საკლუბო ჩემპიონატის „ოქროს ლიგაში" ძიუდოს კლუბმა „მებრძოლმა" მე-3 ადგილი დაიკავა. ტურნირს თურქეთის დედაქალაქმა ანკარამ უმასპინძლა.
კატეგორია : ძიუდო თარიღი : 2017 ნოემბერი 10
11-12 ნოემბერს, მაროკოული მარაკეშის კონგრესის სასახლეში გაიმართება მსოფლიოს ჩემპიონატი ძიუდოში, ოღონდ მხოლოდ აბსოლუტურ წონაში - ქალებშიც და ვაჟებშიც. თავდაპირველად - შაბათს ვაჟები იჭიდავებენ, კვირა დღე კი ქალებს დაეთმობათ.