სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

ძიუდოს გრან პრის I დღე: 2 ოქრო და 1 ვერცხლი საქართველოს ნაკრების ანგარიშზე

თარიღი: 2017 მარტი 31

 


ოლიმპიურ სასახლეში თბილისის ძიუდოს გრან პრის პირველი საშეჯიბრო დღე, მოგვიანებით კი გახსნის ოფიციალური ცერემონია გაიმართა, რომელსაც სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი დაესწრო. მინისტრმა ტურნირში მონაწილეებს მადლობა გადაუხადა და წარმატება უსურვა. დღეს, მედალოსნები გამოვლინდნენ ვაჟთა შორის 60 და 66, ხოლო ქალთა შორის 48, 52 და 57 წონით კატეგორიებში. საქართველოს ნაკრების სახელით 8 ვაჟმა და 5 გოგონამ იჭიდავა, მედლის მოპოვება კი 3 ძიუდოისტმა შეძლო. 60 კილოში ქართული ფინალი შედგა - ლუხუმ ჩხვიმიანმა ამირან პაპინაშვილს 2 ვაზარით მოუგო და ოქროს მედლის მფლობელი გახდა.



66 კილოში ლაშა გიუნაშვილმა მონღოლ ტუმურხულეგ დავაადორჟთან გაფრთხილებებით გაიმარჯვა და საქართველოს ნაკრებს მეორე ოქროს მედალი მოუტანა.
ამრიგად, პირველი დღის შემდეგ საქართველოს ნაკრების ანგარიშზე,  2 ოქროს და 1 ვერცხლის მედალია.
1 აპრილს თბილისის გრან პრიზე  4 წონაში გამოვლინდება. ვაჟები საუკეთესოებს 73 და 81 კილოში გამოავლენენ. ქალები კი მედლებისთვის 63 და 70 კილოში იბრძოლებენ. წინასწარი შეხვედრები დილის 11:00 საათიდან, ხოლო ფინალური ბლოკი 17:00 საათიდან დაიწყება.

31 მარტი,2017 წელი  ოლიმპიური სასახლე. თბილისის ძიუდოს გრან პრი

ვაჟები
60 კგ
1. ლუხუმ ჩხვიმიანი (საქართველო)
2. ამირან პაპინაშვილი (საქართველო)
3. ფელიპე პელიმი (ბრაზილია)
3. ისლამ იაშუევი (რუსეთი)

66 კგ
1. ლაშა გიუნაშვილი (საქართველო)
2.
დავადორჟ ტუმურხულეგი (მონღოლეთი)
3. იაკუბ შამილოვი (რუსეთი)
3. ჩარლზ ჩიბანა (ბრაზილია)

ქალები
48 კგ
1. სტეფანე ქოიამა (ბრაზილია)
2. მარინა ჩერნიაკი (უკრაინა)
3. მელანი კლემენტი (საფრანგეთი)
3. მარია პერსიდსკაია (რუსეთი)

52 კგ
1. ამანდინ ბუჩარდი (საფრანგეთი)
2. ერიკა მირანდა (ბრაზილია)
3. ჟოანა რამოსი (პორტუგალია)
3. დარია სკრიპნიკი (ბელარუსი)

57 კგ
1. ირინა ზაბლუდინა (რუსეთი)
2. რაფაელა სილვა (ბრაზილია)
3. მარგარიტ ბერგრსტრა (ჰოლანდია)
3. ნატალია გოლომიდოვა (რუსეთი)

სამინისტროს პრესსამსახური

 

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : ძიუდო თარიღი : 2017 სექტემბერი 19
სლოვენიის ქალაქ მარიბორში გამართულ ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ძიუდოში, საქართველოს ნაკრების წევრებმა ინდივიდუალური ტურნირი 1 ვერცხლისა და 3 ბრინჯაოს მედლით დაასრულეს, გუნდურ ჩემპიონატში კი ვერცხლის მედლები მოიპოვეს.
კატეგორია : ძიუდო თარიღი : 2017 სექტემბერი 15
15-17 სექტემბერს სლოვენიის ქალაქ მარიბორში ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი გაიმართება ძიუდოში.
კატეგორია : ძიუდო თარიღი : 2017 სექტემბერი 05
ვარლამ ლიპარტელიანი ზედიზედ მეოთხედ მსოფლიოს ჩემპიონატს მედლის გარეშე არ ტოვებს. მიუხედავად იმისა, რომ მან რიოს ოლიმპიური თამაშების შემდეგ წონა შეიცვალა, მედლის მოპოვება ახალ წონაშიც მოახერხა. იგი ამჯერად მსოფლიოს ჩემპიონატის ვერცხლის მედალოსანი -100კგ წონით კატეგორიაში გახდა.
კატეგორია : ძიუდო თარიღი : 2017 სექტემბერი 05
უშანგი მარგიანი მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი გახდა. ქართველმა ძიუდოისტმა -90კგ წონით კატეგორიაში მესამე ადგილისთვის შეხვედრაში ევროპის ჩემპიონი სერბი ალექსანდრ კუკოლი დაამარცხა და კარიერაში პირველად მოიპოვა მსოფლიოს ჩემპიონატის მედალი.
კატეგორია : ძიუდო თარიღი : 2017 აგვისტო 30
უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა პირველი მედალი მოიპოვა: 66კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ვაჟა მარგველაშვილი მესამე ადგილზე გავიდა!