ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;
საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge
თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ძიუდოს გრან პრის მეორე დღე საქართველოს ნაკრებისთვის ნაკლებად წარმატებული გამოდგა. გუშინ მოპოვებული 2 ოქროს და 1 ვერცხლის მედლის შემდეგ, დღეს ირაკლი ცირეკიძის გუნდმა მედლის მოპოვება ვერ შეძლო. ტატამზე გასული 10 ქართველი ძიუდოისტისგან ყველაზე კარგი შთაბეჭდილება 17 წლის ტატო გრიგალაშვილმა დატოვა და წინასწარი შეხვედრების შემდეგ ფინალურ ბლოკს მხოლოდ ის შემორჩა. გრიგალაშვილმა ნახევარფინალური ორთაბრძოლა შვედ ტომი მაკიასთან დათმო და ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში ყაზახ შანსეი სმაგულოვს დაეჭიდა. გამოცდილმა სმაგულოვმა ახალგაზრდა გრიგალაშვილს თავიდანვე აქტიურად შეუტია და საბოლოოდ სუფთა დგებით მოუგო.
ორი დღის შემდეგ საქართველოს ნაკრების ანგარიშზე, 2 ოქროს, 1 ვერცხლის მედალი რჩება.
2 აპრილს, თბილისის გრან პრის დასკვნით დღეს მედალოსნები 5 წონაში გამოვლინდება. ვაჟები ჩემპიონობისთვის 90, 100 და +100 კილოში, ხოლო ქალები 78 და +78 კილოში იბრძოლებენ. წინასწარი შეხვედრები დილის 11:00 საათიდან, ხოლო ფინალური ბლოკი 17:00 საათიდან დაიწყება.
1 აპრილი,2017 წელი ოლიმპიური სასახლე. თბილისის ძიუდოს გრან პრი
ვაჟები
73 კგ
1. გიოსჟან ბობოევი (უზბეკეთი)
2. ტომი მაკიასი (შვედეთი)
3. შანსაი სმაგულოვი (ყაზახეთი)
3. ვალი კურჟევი (რუსეთი)
81 კგ
1. ვიქტორ პენალბერი (ბრაზილია)
2. ალან ხუბეცოვი (რუსეთი)
3. საიდ მოლაი (ირანი)
3. აზიზ კალკამანული (ყაზახეთი)
ქალები
63 კგ
1. მაგდალენა კრსაკოვა (ავსტრია)
2. ედვიგ გვენდი (იტალია)
3. ანდრეა ლევსკი (სლოვენია)
3. ქეთრინ უნტერვიურზაჰერი (ავსტრია)
70 კგ
1. მარია პორტელა (ბრაზილია)
2. ელვისმარ როდრიგესი (ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია)
3. გერშაკ საბინა (უნგრეთი)
3. ნატაშა ოუსმა (ჰოლანდია)
სამინისტროს პრესსამსახური