სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

ძიუდოს ნაკრებმა თბილისის გრან პრიზე 3 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

თარიღი: 2017 აპრილი 02

ოლიმპიურ სასახლეში დასრულდა თბილისის ძიუდოს გრან პრის გათამაშება. საქართველოს ნაკრებმა საერთო ჯამში 3 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და ვაჟთა შორის გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა.

ბოლო საშეჯიბრო დღეს ტატამზე 13 ქართველი ძიუდოისტი, 12 ვაჟი და ერთი გოგონა ელენე ქებაძე გავიდა და ამათგან მედლისთვის 5 ძიუდოისტმა იჭიდავა. 90 კილოში უშანგი მარგიანმა ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრა ბრიტანელ მაქს სტიუარტთან ჩაატარა და ბოლო წამებზე ვაზარით მოუგო. ეს მარგიანისთვის გრან პრის ტურნირებზე მოპოვებული მე-4 მედალია.

100 კილოში ოთხივე ქართველი ძიუდოისტი ადრეულ ეტაპზევე დამარცხდა და მედლისთვის ბრძოლა ვეღარ შეძლო. ქართველმა მძიმეწონოსნებმა ბევრად უკეთ იასპარეზეს - გუგა კიბორძალიძემ და ლევან მატიაშვილმა ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში იჭიდავეს. მატიაშვილმა შეხვედრა გაფრთხილებებით მოიგო და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

ადამ ოქრუაშვილმა
ფინალური დაპირისპირება უკრაინელ სტანისლავ ბონდარენკოსთან გამართა და მეტოქე ბოჭვაზე დაიჭირა და ჩემპიონი გახდა. ოქრუაშვილმა გრან პრის ტურნირებზე მე-4 ოქროს მედალი დაისაკუთრა.

ქალთა შორის, მძიმეწონოსანთა შეჯიბრში ელენე ქებაძემ ორი გამარჯვების შემდეგ, ნახევარფინალური შეხვედრა ბელარუს მარინა სლუცკაიასთან დათმო. ბრინჯაოს მედლისთვის დაპირისპირებაში კი შიგეტვარ მერსედესთან დამარცხდა.

საქართველოს ნაკრებს მორიგი შეჯიბრება 7-9 აპრილს ელის, თურქეთის ქალაქ ანტალიაში, სადაც ასევე გრან პრის გათამაშება გაიმართება. 20-23 აპრილს კი ირაკლი ცირეკიძის გაწვრთნილი გუნდი, ვარშავაში ევროპის ჩემპიონატზე გამოვა.

2 აპრილი. ოლიმპიური სასახლე. თბილისის ძიუდოს გრან პრი

ვაჟები
90 კგ
1. სტანისლავ რეტინსკი (რუსეთი)
2. მიხაილ იგოლნიკოვი (რუსეთი)
3. უშანგი მარგიანი (საქართველო)
3. შახზოდბეკ საბიროვი (უზბეკეთი)

100 კგ
1.
კაზბეკ ზანკიშიევი (რუსეთი)
2.
მარტინ პაჩეკი (შვედეთი)
3.
რაფაელ ბუზაკარინი (ბრაზილია)
3.
ევგენი ბოროდავკო (ლატვია)

+100 კგ
1.
ადამ ოქრუაშვილი (საქართველო)
2.
სტანისლავ ბონდარენკო (უკრაინა)
3.
ლევან მატიაშვილი (საქართველო)
3.
დევიდ მაურა (ბრაზილია)
ქალები
78 კგ
1. ანასტასია ტურჩი (უკრაინა)
2. სამა კამარა (საფრანგეთი)
3. ასუნტა კალეონე (იტალია)
3. მადელინ მალონგა (საფრანგეთი)

+78 კგ
1. მარინა სლუცკაია (ბელარუსი)
2. მარია ალტჰემენი (ბრაზილია)
3. სვეტლანა იარომკა (უკრაინა)
3. შიგეტვარი მერსედესი (უნგრეთი)

ფოტო - თამუნა ყულუმბეგაშვილი
სამინისტროს პრესსამსახური 

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : ძიუდო თარიღი : 2017 დეკემბერი 18
საქართველოს ვაჟ ძიუდოისტმა ნაკრებმა სანქტ-პეტერბურგში დასრულებულ მასტერსზე 3 ოქროს, თითო ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები მოიპოვა. ოქროს მედლები ბექა ღვინიაშვილმა, ვარლამ ლიპარტელიანმა და გურამ თუშიშვილმა დაისაკუთრეს.  
კატეგორია : ძიუდო თარიღი : 2017 დეკემბერი 04
ქართველმა ძიუდოისტმა უშანგი მარგიანმა პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირზე - ტოკიოს გრან სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
კატეგორია : ძიუდო თარიღი : 2017 ნოემბერი 27
2017 წლის ევროპის საკლუბო ჩემპიონატის „ოქროს ლიგაში" ძიუდოს კლუბმა „მებრძოლმა" მე-3 ადგილი დაიკავა. ტურნირს თურქეთის დედაქალაქმა ანკარამ უმასპინძლა.
კატეგორია : ძიუდო თარიღი : 2017 ნოემბერი 10
11-12 ნოემბერს, მაროკოული მარაკეშის კონგრესის სასახლეში გაიმართება მსოფლიოს ჩემპიონატი ძიუდოში, ოღონდ მხოლოდ აბსოლუტურ წონაში - ქალებშიც და ვაჟებშიც. თავდაპირველად - შაბათს ვაჟები იჭიდავებენ, კვირა დღე კი ქალებს დაეთმობათ.
კატეგორია : ძიუდო თარიღი : 2017 ოქტომბერი 20
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ნორიოში, საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრის, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონის, ავთანდილ ჭრიკიშვილის სახელობის ძიუდოს დარბაზი გაიხსნა