სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

საქართველოს ძიუდოს ეროვნული ნაკრები ევროპის 9-გზის ჩემპიონია !

თარიღი: 2017 აპრილი 24







საქართველოს ძიუდოს ეროვნული ნაკრების წევრებმა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში 20-23 აპრილს გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ინდივიდუალურ შეჯიბრში 3 მედალი - 1 ოქრო, 1 ვერცხლი და 1 ბრინჯაო, ხოლო გუნდურ შეჯიბრში ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვეს !

გუნდური ჩემპიონატის ფინალში საქართველოს ნაკრებმა რუსეთის გუნდი 3:2 დაამარცხა და ევროპის ჩემპიონი ზედიზედ მეორედ, ჯამში კი მეცხრედ გახდა! ძიუდოს ეროვნულმა გუნდმა ფინალში გასვლამდე იტალიის, სერბეთისა და უკრაინის ნაკრებებს სძლია.

ინდივიდუალურ შეჯიბრში მოპოვებულია 1 ოქრო, 1 ვერცხლი და 1 ბრინჯაო !

აღსანიშნავია, რომ მძიმე წონაში ქართული ფინალი შედგა.

ოქრო - გურამ თუშიშვილი (+ 100 კგ)
ვერცხლი - ადამ ოქრუაშვილი (+ 100 კგ)
ბრინჯაო - ბექა ღვინიაშვილი (-90 კგ)

ევროპის ჩემპიონატზე 41 ქვეყნის 400-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატზე -

ამირან პაპინაშვილი, ლუხუმ ჩხვიმიანი, ლაშა გიუნაშვილი, ვაჟა მარგველაშვილი, ლაშა შავდათუაშვილი, ფრიდონ გიგანი, ზებედა რეხვიაშვილი, ამბაკო ავალიანი, ბექა ღვინიაშვილი, უშანგი მარგიანი, ვარლამ ლიპარტელიანი, ადამ ოქრუაშვილი, გურამ თუშიშვილი.
მთავარი მწვრთნელი: ირაკლი ცირეკიძე



ფოტო: საქართველოს ძიუდოს ფედერაცია
სამინისტროს პრესსამსახური

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : ძიუდო თარიღი : 2017 ივლისი 03
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ფინალში უნგრეთს სძლია და ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ მეორედ ოქროს მედალი მოიპოვა. გუნდურ შეჯიბრში უნგრეთის წინაღმდეგ ქართველმა სპორტსმენებმა მხოლოდ ერთი შეხვედრა დათმეს და 4:1 იმაეჯვეს.
კატეგორია : ძიუდო თარიღი : 2017 ივნისი 30
30 ივნისიდან 2 ივლისის ჩათვლით ლიტვის ქალაქ კაუნასში ჭაბუკ ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატი გაიმართება. ევროპის ჩემპიონატზე 42 ქვეყნის 430 ახალგაზრდა ძიუდოისტი მიიღებს მონაწილეობას.
კატეგორია : ძიუდო თარიღი : 2017 ივნისი 29
28 ივნისს შოთა ჩოჩიშვილის სახელობის ძიუდოს აკადემიაში საქართველოს საკლუბო ჩემპიონატის III და IV ტურის შეხვედრები გაიმართა.
კატეგორია : ძიუდო თარიღი : 2017 ივნისი 14
„ტოკიო-2020"-ის პროგრამაში ძიუდოისტთა გუნდური შეჯიბრების ჩართვის შესახებ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის აღმასრულებელი საბჭოს მიერ ამ დღეებში მიღებულ გადაწყვეტილებას მიესალმა ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი მარიუს ვიზერი.
კატეგორია : ძიუდო თარიღი : 2017 ივნისი 09
10-11 ივნისს თბილისში ძიუდოს აკადემიაში გაიმართება პირველი საერთაშორისო ტურნირი ახალგაზრდებს შორის „ზედაზენის თასზე", რომლის საპრიზო ფონდი 10 ათასი დოლარია.