სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

გურამ თუშიშვილი ევროპის ჩემპიონია

თარიღი: 2017 აპრილი 24



პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ძიუდოში, საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრებმა 1 ოქროს, 1 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

იხილეთ შედეგები

აღსანიშნავია, რომ ვაჟთა შორის მძიმე წონის ფინალში ერთმანეთს ქართველი ძიუდოისტები გურამ თუშიშვილი და ადამ ოქრუაშვილი შეხვდნენ, რაც ერთადერთი შემთხვევა იყო ამ ევროპის ჩემპიონატზე, როდესაც ფინალში ერთი ქვეყნის წარმომადგენლები გავიდნენ.

ქართულ ფინალში გამარჯვება ახალგაზრდა თუშიშვილს დარჩა, რომელმაც კარიერაში უფროსებს შორის პირველად მოიპოვა ევროპის ჩემპიიონატის მედალი და შესაბამისად, ევროპის ჩემპიონის ტიტული.

ფინალში გასვლამდე, თუშიშვილმა პოლონელი კამილ გრაბოსვკი, ჩეხი ოლიმპიური ჩემპიონი ლუკაშ კრლპალეკი და ჰოლანდიელი როი მეიერი დაამარცხა.

ბრინჯაოს მედალი -90კგ წონით კატეგორიაში ბექა ღვინიაშვილმა მოიპოვა, რომელმაც მე-3 საპრიზო ადგილისათვის შეხვედრა აზერბაიჯანელ მამადალი მეჰდიევს მოუგო.

საქართველოს ნაკრების წარმომადგენლებიდან, ინდივიდუალურ ჩათვლაში ბრინჯაოს მედლებისთვის იჭიდავეს ამირან პაპინაშვილმა და ლუხუმ ჩხვიმიანმა (ორივე 60 კგ), ასევე ზებედა რეხვიაშვილმა (81 კგ), თუმცა საპრიზო ადგილების მიღმა დარჩნენ.

ევროპის  ჩემპიონატი ძიუდოში, 20-22 აპრილი, ვარშავა (პოლონეთი)

კაცები

60 კგ

1. რობერტ მშვიდობაძე (რუსეთი)

2. იანისლავ გერჩევი (ბულგარეთი)

3. ფრანცისკო გარიგოსი (ესპანეთი)

3. ორხან საფაროვი (აზერბაიჯანი)

5. ლუხუმ ჩხვიმიანი (საქართველო)

5. ამირან პაპინაშვილი (საქართველო)

66 კგ

1. გიორგი ზანთარაია (უკრაინა)

2. ადრიან გომბოცი (სლოვენია)

3. მატეი პოლიაკი (სლოვაკეთი)

3. ნიჯატ შიხალიზადა (აზერბაიჯანი)

73 კგ

1. ჰიდაიატ ჰეიდაროვი (აზერბაიჯანი)

2. მუსა მოგუშკოვი (რუსეთი)

3. ტომი მაციასი (შვედეთი)

3. რუსტამ ორუჯოვი (აზერბაიჯანი)

81 კგ

1. ალან ხუბეცოვი (რუსეთი)

2. დომინიკ რესელი (გერმანია)

3. დომინიკ დრუჟეტა (ხორვატია)

3. ასლან ლაპინაგოვი (რუსეთი)

5. ზებედა რეხვიაშვილი (საქართველო)

90 კგ

1. ალექსანდრ კუკოლი (სერბეთი)

2. აქსელ კლერჟე (საფრანგეთი)

3. ბექა ღვინიაშვილი (საქართველო)

3. ხუსენ ხალმურზაევი (რუსეთი)

100 კგ

1. ელხან მამადოვი (აზერბაიჯანი)

2. სირილ მარე (საფრანგეთი)

3. კირილ დენისოვი (რუსეთი)

3. კაზბეკ ზანკიშიევი (რუსეთი)

7. ვარლამ ლიპარტელიანი (საქართველო)

+100 კგ

1. გურამ თუშიშვილი (საქართველო)

2. ადამ ოქრუაშვილი (საქართველო)

3. როი მეიერი (ჰოლანდია)

3. ლუკაშ კრპალეკი (ჩეხეთი)







ფოტო: საქართველოს ძიუდოს ფედერაცია
სამინისტროს პრესსამსახური

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : ძიუდო თარიღი : 2017 სექტემბერი 19
სლოვენიის ქალაქ მარიბორში გამართულ ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ძიუდოში, საქართველოს ნაკრების წევრებმა ინდივიდუალური ტურნირი 1 ვერცხლისა და 3 ბრინჯაოს მედლით დაასრულეს, გუნდურ ჩემპიონატში კი ვერცხლის მედლები მოიპოვეს.
კატეგორია : ძიუდო თარიღი : 2017 სექტემბერი 15
15-17 სექტემბერს სლოვენიის ქალაქ მარიბორში ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი გაიმართება ძიუდოში.
კატეგორია : ძიუდო თარიღი : 2017 სექტემბერი 05
ვარლამ ლიპარტელიანი ზედიზედ მეოთხედ მსოფლიოს ჩემპიონატს მედლის გარეშე არ ტოვებს. მიუხედავად იმისა, რომ მან რიოს ოლიმპიური თამაშების შემდეგ წონა შეიცვალა, მედლის მოპოვება ახალ წონაშიც მოახერხა. იგი ამჯერად მსოფლიოს ჩემპიონატის ვერცხლის მედალოსანი -100კგ წონით კატეგორიაში გახდა.
კატეგორია : ძიუდო თარიღი : 2017 სექტემბერი 05
უშანგი მარგიანი მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი გახდა. ქართველმა ძიუდოისტმა -90კგ წონით კატეგორიაში მესამე ადგილისთვის შეხვედრაში ევროპის ჩემპიონი სერბი ალექსანდრ კუკოლი დაამარცხა და კარიერაში პირველად მოიპოვა მსოფლიოს ჩემპიონატის მედალი.
კატეგორია : ძიუდო თარიღი : 2017 აგვისტო 30
უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა პირველი მედალი მოიპოვა: 66კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ვაჟა მარგველაშვილი მესამე ადგილზე გავიდა!