სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

თბილისი მოლი ძიუდოში ჭაბუკთა შორის ოქროს ლიგას უმასპინძლებს

თარიღი: 2017 მაისი 16

17 მაისს სავაჭრო ცენტრში "თბილისი მოლი" ჭაბუკ ძიუდოისტთა შორის ავთანდილ ჭრიკიშვილის სახელობის საკლუბო ჩემპიონატის ფინალური ეტაპი - "ოქროს ლიგა" გაიმართება.

საკლუბო ჩემპიონატის ფინალურ სტადიაზე, რომლის საპრიზო ფონდი 210 000 ლარია, მონაწილეობას მიიღებს წინასწარ ეტაპზე გამარჯვებული 8 საუკეთესო გუნდი:

იხილეთ 1/4 ფინალური წყვილები

შევარდენი 2005 (თბილისი)
ვიპ ძიუდო (გორი)
ოლიმპი (თბილისი)
სამურაი (ხაშური)
ლიდერი (თბილისი)
ლომჭაბუკი (გორი)
პატარა კახი (თელავი)
დურმიშხანი (ქარელი)

წინასწარი შეხვედრები 14:00-ზე დაიწყება. ფინალური ბლოკი კი 17:00 საათზე. "ოქროს ლიგის" ორგანიზატორია საქართველოს ძიუდოს ეროვნული ფედერაცია, მხარდამჭერი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო.

ფინალურ ეტაპს მოწვეულ სტუმრებთან ერთად, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი დაესწრება.

ლიგის გამარჯვებული კლუბი 50 ათას ლარს მიიღებს, მეორე ადგილზე გასული კლუბი - 40 ათას ლარს. მესამეადგილოსნები 30 ათას ლარს მიიღებენ. მესამე ადგილისთვის შეხვედრებში დამარცხებულ კლუბებს 20 ათასი ლარი შეხვდებათ, ხოლო მეშვიდე ადგილზე გასულ კლუბებს - 10 ათასი ლარი.

საქართველოს საკლუბო ჩემპიონატი უმცროს ჭაბუკებს შორის წლეულს მეხუთედ ტარდება. წინა ოთხივე ჩემპიონატის გამარჯვებული თბილისის "შევარდენი 2005" გახდა და ოთხივეჯერ ამ კლუბმა ფინალში თბილისის „ლიდერი" დაამარცხა.„თბილისი მოლიდან" დაგეგმილია პირდაპირი ინტერნეტრეპორტაჟი, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის Youtube-ს გვერდზე გადაიცემა.

ავთანდილ ჭრიკიშვილი 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონი და 2013 წლის ვერცხლის პრიზიორი, ევროპის სამგზის ჩემპიონი,  გრან სლემებისა და გრან პრის ტურნირების 3-3-გზის ჩემპიონი და ოლიმპიური თამაშების ორგზის მონაწილეა, ჭრიკიშვილი საქართველოს 2013 და 2014 წლების საუკეთესო სპორტსმენად დასახელდა.

სამინისტროს პრესსამსახური

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : ძიუდო თარიღი : 2017 ოქტომბერი 20
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ნორიოში, საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრის, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონის, ავთანდილ ჭრიკიშვილის სახელობის ძიუდოს დარბაზი გაიხსნა
კატეგორია : ძიუდო თარიღი : 2017 ოქტომბერი 19
ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში მიმდინარე მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ჯაპა პაპინაშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა!
კატეგორია : ძიუდო თარიღი : 2017 ოქტომბერი 18
18-22 ოქტომბერს ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში ახალგაზრდა ძიუდოისტთა მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართება, რომელშიც მსოფლიოს 83 ქვეყნის 590 ძიუდოისტი მიიღებს მონაწილეობას.
კატეგორია : ძიუდო თარიღი : 2017 ოქტომბერი 12
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ სართიჭალაში ძიუდოს ახალი დარბაზი გაიხსნა. საზეიმო ცერემონიას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილი და კომიტეტის წევრი, ვეტერანი ძიუდოისტი, ოლიმპიური ჩემპიონი შოთა ხაბარელი, ძიუდოს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი, გარდაბნის გამგებელი გოჩა ჯამარაული, საკრებულოს თავმჯდომარე ვაჟა გენგაშვილი დაგულშემატკივრები დაესწრნენ.
კატეგორია : ძიუდო თარიღი : 2017 სექტემბერი 19
სლოვენიის ქალაქ მარიბორში გამართულ ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ძიუდოში, საქართველოს ნაკრების წევრებმა ინდივიდუალური ტურნირი 1 ვერცხლისა და 3 ბრინჯაოს მედლით დაასრულეს, გუნდურ ჩემპიონატში კი ვერცხლის მედლები მოიპოვეს.