სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

ცვლილებები 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე

თარიღი: 2017 ივნისი 14


„ტოკიო-2020"-ის პროგრამაში ძიუდოისტთა გუნდური შეჯიბრების ჩართვის შესახებ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის აღმასრულებელი საბჭოს მიერ ამ დღეებში მიღებულ გადაწყვეტილებას მიესალმა ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი მარიუს ვიზერი. ის მხარდაჭერისათვის მადლობას უხდის სოკ-ს, მის აღმასრულებელ საბჭოს, ზაფხულის ოლიმპიური სახეობების საერთაშორისო ფედერაციების ასოციაციას, სოკ-ის პროგრამების და „ტოკიო-2020"-ის საკოორდინაციო კომისიებს და ამბობს, რომ ძალიან ამაყი და და ბედნიერია მიღწეული შედეგით.
„ძიუდოისტთა შერეული გუნდური შეჯიბრების შეტანა ოლიმპიურ თამაშებში - ეს არის ძიუდოს ოჯახის ოცნების ასრულება და ის ფაქტი, რომ ჩვენ სტარტს ვიღებთ ტოკიოში, ჩვენი სპორტის სამშობლოში, ამ ყველაფერს განსაკუთრებულს ხდის," - აცხადებს ვიზერი. მას მიაჩნია, რომ ეს სიახლე მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ძიუდოს შემდგომ განვითარებას, ოლიმპიური მოძრაობის და ოლიმპიური ფასეულობების პოპულარიზაციას.
გუნდური შეჯიბრების ფორმატი ბოლომდე დაზუსტებული არ არის. მოსალოდნელია, რომ ოლიმპიადაზე არანაკლებ 12 გუნდი აიასპარეზებს, თითოეულის  შემადგენლობაში შევა 3 კაცი (73, 90 და +90 კგ) და 3 ქალი (57, 70 და +70 კგ). შეხვედრის ფრედ - 3: 3 დამთავრების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც უფრო მეტი და უფრო მაღალი ხარისხის  გდება დაუგროვდება. თუ ეს მაჩვენებელიც თანაბარი იქნება, მაშინ მხედველობაში მიიღებენ ორთაბრძოლების ხანგრძლივობის ჯამურ დროს. შერეულ გუნდურ ტურნირში მხოლოდ ის ძიუდოისტები გამოვლენ, რომლებსაც ინდივიდუალური ოლიმპიური ლიცენზია ექნებათ. გუნდების რეიტინგი ასევე ინდივიდუალური მაჩვენებლების ჯამით დადგინდება, 4 საუკეთესო გუნდი კი განითესება. გუნდური ტურნირისთვის დამატებით ერთ საშეჯიბრო დღეს გამოყოფენ, შეხვედრები ერთ ტატამზე ჩატარდება.

geonoc.org.ge

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : ძიუდო თარიღი : 2017 სექტემბერი 19
სლოვენიის ქალაქ მარიბორში გამართულ ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ძიუდოში, საქართველოს ნაკრების წევრებმა ინდივიდუალური ტურნირი 1 ვერცხლისა და 3 ბრინჯაოს მედლით დაასრულეს, გუნდურ ჩემპიონატში კი ვერცხლის მედლები მოიპოვეს.
კატეგორია : ძიუდო თარიღი : 2017 სექტემბერი 15
15-17 სექტემბერს სლოვენიის ქალაქ მარიბორში ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი გაიმართება ძიუდოში.
კატეგორია : ძიუდო თარიღი : 2017 სექტემბერი 05
ვარლამ ლიპარტელიანი ზედიზედ მეოთხედ მსოფლიოს ჩემპიონატს მედლის გარეშე არ ტოვებს. მიუხედავად იმისა, რომ მან რიოს ოლიმპიური თამაშების შემდეგ წონა შეიცვალა, მედლის მოპოვება ახალ წონაშიც მოახერხა. იგი ამჯერად მსოფლიოს ჩემპიონატის ვერცხლის მედალოსანი -100კგ წონით კატეგორიაში გახდა.
კატეგორია : ძიუდო თარიღი : 2017 სექტემბერი 05
უშანგი მარგიანი მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი გახდა. ქართველმა ძიუდოისტმა -90კგ წონით კატეგორიაში მესამე ადგილისთვის შეხვედრაში ევროპის ჩემპიონი სერბი ალექსანდრ კუკოლი დაამარცხა და კარიერაში პირველად მოიპოვა მსოფლიოს ჩემპიონატის მედალი.
კატეგორია : ძიუდო თარიღი : 2017 აგვისტო 30
უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა პირველი მედალი მოიპოვა: 66კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ვაჟა მარგველაშვილი მესამე ადგილზე გავიდა!