სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

ძიუდოს 47 მწვრთნელს საერთაშორისო აკადემიის სერთიფიკატი გადაეცა

თარიღი: 2017 ივნისი 28



28 ივნისს შოთა ჩოჩიშვილის სახელობის ძიუდოს აკადემიაში საქართველოს საკლუბო ჩემპიონატის III და IV ტურის შეხვედრები გაიმართა.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე დაპირისპირებებში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრებმა, კლუბ "ლომჭაბუკის" შემადგენლობაში კი იასპარეზა მსოფლიოსა და ევროპის არაერთგზის ჩემპიონმა ავთანდილ ჭრიკიშვილმა. საქართველოს საკლუბო ჩემპიონატში პირველობისა და საპრიზო ადგილებისთვის 8 გუნდი იბრძვის, 4 ტურის შემდეგ, ჩემპიონატს „შევარდენი" ლიდერობს 28 შეხვედრაში მოპოვებული 19 გამარჯვებით.

ტურის მსვლელობისას, ძიუდოს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა დავით ქევხიშვილმა და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა ძიუდოს საერთაშორისო აკადემიის სერთიფიკატებით 47 მწვრთნელი დააჯილდოვეს, რომლებმაც წარმატებით ჩააბარეს ძიუდოს საერთაშორისო აკადემიის პირველი კურსის გამოცდები. მაისში თბილისმა ძიუდოს საერთაშორისო აკადემიის ინსტრუქტორებს უმასპინძლა, რომლებმაც ქართველ მწვრთნელებს I კურსის პროგრამით გათვალისწინებული ლექციები ჩაუტარეს.



„შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს ძიუდოს ფედერაცის რეფორმების ავანგარდშია, ჩვენ სწორედ ასეთი სწორი მიდგომების და ახალი რეფორმების გატარების მიზეზით ვაღიარეთ ძიუდოს ფედერაცია 2016 წლის საუკეთესო ფედერაციად. ძიუდოს ფედერაცია ძალიან მნიშვნელოვანი პროექტებს ახორციელებს, თუნდაც საკლუბო ჩემპიონატის ორგანიზება რომ ავიღოთ, სადაც უამრავ ახალგაზრდას ეძლევა საშუალება საკუთარი შესაძლებლობები წარმოაჩინოს.

ასევე სასიხარულოა, რომ საკლუბო ჩემპიონატში ჩვენი ტიტულოვანი სპორტსმენებიც იღებენ მონაწილეობას. აღსანიშნავია ასევე ინფრასტრუქტურული და რა თქმა უნდა, მწვრთნელთა განათლებისა და სერთიფიცირების  პროექტები, რაც ხელს შეუწყობს რეგიონებში ძიუდოს კიდევ უფრო მეტ პოპულარიზაციას და მასობრიობას" - განაცხადა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ძიუდოს აკადემიაში სტუმრობისას.

იხილეთ მე-3 და მე-4 ტურის შეხვედრების შედეგები

ვიპ ძიუდო - ოლიმპი 4:3
სამურაი - ლომჭაბუკი 3:4
პატარა კახი - დურმიშხანი 6:1
ლიდერი - შევარდენი 1:6
ვიპ ძიუდო - ლომჭაბუკი 4:3
ლიდერი - დურმიშხანი 5:2
პატარა კახი - ოლიმპი 3:4
სამურაი - შევარდენი 3:4

საკლბო ჩემპიონატის ცხრილი 4 ტურის შემდეგ

1. შევარდენი 
2. პატარა კახი
3. ვიპ ძიუდო
4. ლიდერი
5. დურმიშხანი
6. ლომჭაბუკი
7. სამურაი
8, ლიდერი

ფოტო: თამუნა ყულუმბეგაშვილი
სამინისტროს პრესსამსახური

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : ძიუდო თარიღი : 2017 ნოემბერი 10
11-12 ნოემბერს, მაროკოული მარაკეშის კონგრესის სასახლეში გაიმართება მსოფლიოს ჩემპიონატი ძიუდოში, ოღონდ მხოლოდ აბსოლუტურ წონაში - ქალებშიც და ვაჟებშიც. თავდაპირველად - შაბათს ვაჟები იჭიდავებენ, კვირა დღე კი ქალებს დაეთმობათ.
კატეგორია : ძიუდო თარიღი : 2017 ოქტომბერი 20
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ნორიოში, საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრის, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონის, ავთანდილ ჭრიკიშვილის სახელობის ძიუდოს დარბაზი გაიხსნა
კატეგორია : ძიუდო თარიღი : 2017 ოქტომბერი 19
ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში მიმდინარე მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ჯაპა პაპინაშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა!
კატეგორია : ძიუდო თარიღი : 2017 ოქტომბერი 18
18-22 ოქტომბერს ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში ახალგაზრდა ძიუდოისტთა მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართება, რომელშიც მსოფლიოს 83 ქვეყნის 590 ძიუდოისტი მიიღებს მონაწილეობას.
კატეგორია : ძიუდო თარიღი : 2017 ოქტომბერი 12
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ სართიჭალაში ძიუდოს ახალი დარბაზი გაიხსნა. საზეიმო ცერემონიას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილი და კომიტეტის წევრი, ვეტერანი ძიუდოისტი, ოლიმპიური ჩემპიონი შოთა ხაბარელი, ძიუდოს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი, გარდაბნის გამგებელი გოჩა ჯამარაული, საკრებულოს თავმჯდომარე ვაჟა გენგაშვილი დაგულშემატკივრები დაესწრნენ.