სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

ჭაბუკი ძიუდოისტები ევროპის ჩემპიონობისთვის კაუნასში იჭიდავებენ

თარიღი: 2017 ივნისი 30



30 ივნისიდან 2 ივლისის ჩათვლით ლიტვის ქალაქ კაუნასში ჭაბუკ ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატი გაიმართება. ევროპის ჩემპიონატზე 42 ქვეყნის 430 ახალგაზრდა ძიუდოისტი მიიღებს მონაწილეობას.

საქართველოს ნაკრები კონტინენტის პირველობაზე 18 სპორტსმენით - 10 ვაჟითა და 8 გოგონათი წარსდგება.

ჩემპიონატის პირველ დღეს, 30 ივნისს, ტატამზე ვაჟებიდან 50-55-60-66 კგ-ის ძიუდოისტები, ხოლო გოგონებიდან 40-44-48-52 კგ-ის ძიუდოისტები იასპარეზებენ, 1 ივლისს კი  ვაჟებიდან 73-81-90 და +90 კგ-ის, გოგონებიდან კი 57-63-70 და +70 კგ-ის ძიუდოისტები.

შეჯიბრების დასკვნით დღეს, 2 ივლისს გუნდური პირველობა გაიმართება, სადაც პირველად იასპარეზებენ ვაჟთა და გოგონათა შერეული გუნდები.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ევროპის კადეტთა ჩემპიონატზე

ვაჟები:

55 კგ - ლუკა კაპანაძე
60 კგ - გიორგი კაპანაძე
66 კგ - მიხეილ ბახბახაშვილი
73 კგ - ლაშა ბექაური
81 კგ - გოჩა გვაჩლიანი და ილია სულამანიძე
90 კგ - მიხეილ ბექაური და გიორგი კარიაული
+ 90 კგ - ლევან ჭელიძე და ალექსი სვიანაძე 

გოგონები:

48კგ - სალომე ბლიაძე და მარიამ მაზანაშვილი
52კგ - ეკა თათუნაშვილი
57კგ - თინათინ რევაზიშვილი
63კგ - მარიამ ჭანტურია და ინდირა სილაგაძე
+70კგ - სოფიო სომხიშვილი და სალომე მაყიშვილი

სამინისტროს პრესსამსახური

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : ძიუდო თარიღი : 2017 დეკემბერი 18
საქართველოს ვაჟ ძიუდოისტმა ნაკრებმა სანქტ-პეტერბურგში დასრულებულ მასტერსზე 3 ოქროს, თითო ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები მოიპოვა. ოქროს მედლები ბექა ღვინიაშვილმა, ვარლამ ლიპარტელიანმა და გურამ თუშიშვილმა დაისაკუთრეს.  
კატეგორია : ძიუდო თარიღი : 2017 დეკემბერი 04
ქართველმა ძიუდოისტმა უშანგი მარგიანმა პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირზე - ტოკიოს გრან სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
კატეგორია : ძიუდო თარიღი : 2017 ნოემბერი 27
2017 წლის ევროპის საკლუბო ჩემპიონატის „ოქროს ლიგაში" ძიუდოს კლუბმა „მებრძოლმა" მე-3 ადგილი დაიკავა. ტურნირს თურქეთის დედაქალაქმა ანკარამ უმასპინძლა.
კატეგორია : ძიუდო თარიღი : 2017 ნოემბერი 10
11-12 ნოემბერს, მაროკოული მარაკეშის კონგრესის სასახლეში გაიმართება მსოფლიოს ჩემპიონატი ძიუდოში, ოღონდ მხოლოდ აბსოლუტურ წონაში - ქალებშიც და ვაჟებშიც. თავდაპირველად - შაბათს ვაჟები იჭიდავებენ, კვირა დღე კი ქალებს დაეთმობათ.
კატეგორია : ძიუდო თარიღი : 2017 ოქტომბერი 20
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ნორიოში, საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრის, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონის, ავთანდილ ჭრიკიშვილის სახელობის ძიუდოს დარბაზი გაიხსნა